ირაკლი კობახიძე

21 Jul. 2022, 20:17

ჩვენ განვმარტეთ დელეგაციის წინაშე ჩვენი პოზიცია რეზოლუციასთან დაკავშირებით, კონკრეტულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მათ შორის დეოლიგარქიზავიის ჩანაწერთან დაკავშირებით და აღვნიშნეთ, რომ ეს ეს ჩანაწერები და დოკუმენტი ევროპარლამენტის რეზოლუცია გამოიყენება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის და ნუ, არ ვიცი, ეს იყო ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საუბრის დეტალებს გარეთ ვერ გამოვიტანთ, მათი პასუხების გარეთ გამოტანა არ არის ჩვენი პრეროგატივა, მე შემიძლია გითხრათ რა საკითხები დაისვა ჩვენი მხრიდან. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პოზიციები იქნება მხედველობაში მიღებული სამომავლოდ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ საქართველოსი შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი თქვენც იცით რომ, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის ჩანაწერი გამოიყენება აქტიურად პოლარიზაციის გაღვივებისთვის. თუ არის ამის საპირისპირო მიზანი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ რეზოლუციის და ამ ჩანაწერის განეიტრალება უშუალოდ ევროკავშირის მხრიდან და ამაზე დაისვა ჩვენი მხრიდან კითხვები და წამოიჭრა ეს საკითხი

ისაუბრა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოში მთავრობის წარმომადგენლებს, პარლამეტს შეხვდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ