ტოპ|ქარდი და Veli.Store დამეგობრდნენ — რა შეთავაზებებს უნდა ველოდოთ
ციფრული საყიდლების ველი რე|ბანკის უახლესი პარტნიორია. ტოპ|ქარდის მფლობელებს უკვე შეუძლიათ, გონივრულად დაგეგმონ ყოველდღიური საყიდლების ონლაინ შეძენა ისე, რომ დახარჯული თანხა 3 თვეზე, გაძვირების გარეშე გადაანაწილონ.
22 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, ტოპ|ქარდით veli.store-ზე გადახდისას, ყველა მომხმარებელი, რომელიც 200+ ლარის შენაძენს გააკეთებს, 50 ლარს ტოპ|ქარდის ანგარიშზე ავტომატურად დაიბრუნებს. თანხა ტოპ|ქარდის ბალანსზე გადახდიდან რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ ეს პირობა 200 ლარზე ნაკლებ შენაძენზე არ იმოქმედებს. ქეშბექის და თანხის გადანაწილების პირობა მოქმედია ყველა სხვა ფასდაკლების ან პრომო კოდის გამოყენების დროსაც.
Veli.Store-ზე მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი: თავის მოვლის საშუალებები, კოსმეტიკა, საოჯახო ნივთები, წიგნები და ა.შ. შეკვეთის მიღების დროს მომხმარებელი ირჩევს და შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, 3 საათში იღებს, მიწოდება კი საქართველოს მასშტაბით უფასოა.
რა არის ტოპ|ქარდი?
ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას რამდენიმე თვეზე ყოველგვარი ნამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად ანაწილებს. ტოპ|ქარდის საშუალებით, რე|ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ, საკუთარი ფინანსები გონივრულად და პასუხისმგებლობით მართონ.
ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება.
რე|ბანკს სხვადასხვა სფეროში უკვე 2 000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს: აფთიაქები, სუპერმარკეტები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯის და ტექნიკის მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები და სხვა. მათთან ტოპ|ქარდით შოპინგისას გასათვალისწინებელია, თუ რამდენ თვეზეა შესაძლებელი თანხის გადანაწილება. ამის გაგება შესაძლებელია რე|ბანკის ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525
ტოპ|ქარდის აღება დისტანციურად, სრულიად უფასოდაა შესაძლებელი ამ ვებგვერდზე, ასევე, რე|ბანკის პარტნიორ სავაჭრო და მომსახურე ობიექტებში და ფილიალებში:
- თბილისი, პეკინის გამზირი №19
- თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი, სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარედ;
- ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა №55;
- ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა №5.
ამასთან, ტოპ|ქარდის აღების შემთხვევაში, ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება, სადაც არ უნდა მოხდეს ტოპ|ქარდით ანგარიშსწორება, 6 თვეზე, ყოველგვარი დანამატის გარეშე, თანაბარ გადახდად გადანაწილდება. ამ პირობით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი სავაჭრო ობიექტის ტერმინალზე, ან ონლაინ, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები