წასულები

22 Jul. 2022, 16:12

რატომ ბიძინა ივანიშვილი? ეს კითხვა მწავავეა დღეს და კიდევ უფრო მწვავე იქნება მომავალში, თუკი არ აგვიხსნიან ჩვენი დასავლელი მეგობრები, თუ რა არის რეალური დემოკრატია. დღეს გამუდმებით გვესმის, რომ 30 წლის განმავლობაში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარებოდნენ ჩვენს სამშობლოს და ამისთვის მათი მადლიერი უნდა ვიყოთ. დიახ, მადლიერი ვართ და არაერთხელ გვითქვამს მადლობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მაგრამ რატომ არ უნდა ვუთხრათ მადლობა იმ პიროვნებას, ვინც ასევე მნიშვნელოვანი ქველმოქმედება გაიღო საკუთარი ქვეყნისთვის?

უფრო მეტიც, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იდგა ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატიის სათავეებთან და 2012 წელს სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოსცილდა ქვეყანას მოძალადე ხელისუფლება, რომლის ეპიზოდური წარმატება ცალკეულ სფეროებში, მუდმივ და სისტემურ ძალადობაზე და დანაშაულზე იყო დაფუძნებული. მისი და მისი გუნდის პოლიტიკური რეაბილიტაციის მცდელობაც კი ქართულ საზოგადოებაში იწვევს აგრესიას მისი ლობისტების მიმართ.

ბიძინა ივანიშვილის საკითხი გახდება დასავლური ღირებულებების საზომი საქართველოში დაუფარავად ვაცხადებთ, რომ მისი ღირსების შეურაცხყოფა არ დარჩება არც ჩვენგან და არც საზოგადოებისაგან უპასუხოდ. ქართველმა ხალხმა წარსული ისტორიის მანძილზე ბევრჯერ დაუშვა შეცდომა ეროვნული და სახელმწიფო მოღვაწეების მიმართ, ვერ გავუფრთხილდით მათ და ამით წააგო ქვეყანამ. აღარ ვაპირებთ ამ ისტორიული შეცდომის განმეორებას. ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გაიღო ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ახლა ჯერი ჩვენზეა!

ასე მიმართავენ ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები აშშ-ის სახელწმფო დეპარტამენტის პრესსპიკერს წერილში, რომელიც ღიად ანტიდასავლურ და პროპაგანდისტულ ნარატივებს შეიცავს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იტალიის პარლამენტი საქართველოზე რეზოლუციის მიღებასა და სანქციების წრის გაფართოებას გეგმავს4527 ნახვა
  2. სტუდენტების მიმართვა: "გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, ანუ "ქართული ოცნება" სამუდამოდ მოშორდეს საქართველოს!"3256 ნახვა
  3. საქართველოში დამატებით 9 საეკლესიო დღესასწაული შესაძლოა, უქმე დღედ გამოცხადდეს1986 ნახვა
  4. ევროპის 4 ქვეყანაში ელექტროენერგია გაითიშა1642 ნახვა
  5. ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა1620 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ზოგიერთი ბუს ფრთები ვარდისფრად ანათებს, მაგრამ რატომ? — ახალი კვლევა

ოლოლი, იგივე ყურებიანი ბუ, ბუმბულების გასაოცარი ე.წ. თევზიფხური განლაგებით გამოირჩევა, რომელიც ბუნებაში კამუფლაჟში…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~