თიბისი კონცეპტი გამოფენას Women of Georgia, Pearls of The Caucasus მასპინძლობს
25 ივლისს, 18:00 საათიდან, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე მარჯანიშვილის 7 ნომერში ფრანგი ფოტოგრაფის, ნატალი ტუფენკჯიანის გამოფენას "Women of Georgia, Pearls of The Caucasus" უმასპინძლებს.
პროექტი ნატალი ტუფენკჯიანის ჟან-მარკ ჰოფმანთან კოლაბორაციას წარმოადგენს.
ბოლო ორი წელია, ნატალი ტუფენკჯიანი ბუნებრივი განათების პორტრეტული ფოტოგრაფიითაა დაკავებული და ცდილობს, თავის ობიექტივში საქართველოში მცხოვრები ქალების მრავალფეროვნება და განსხვავებულობა ასახოს. მის ფოტოებში არაერთი მამაცი, თავდადებული, ძლიერი, თუ გულისხმიერი ქალი შეგიძლიათ იხილოთ. გარდა ამისა ტუფენკჯიანს გადაღებული აქვს ხელოვანი ქალების პორტრეტები. ყველა ეს პორტრეტი გვიჩვენებს, რომ ეს განსხვავებული პროფესიისა თუ სოციალური წარმომავლობის ქალი, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებთან ერთად, საკუთარ თავში საუკუნოვანი ტრადიციების მატარებელია. ტუფენკჯიანმა მათი ხასიათის და ჭეშმარიტი არსის მოხელთება ფოტოგრაფიის საშუალებით შეძლო.
გამოფენაზე წარმოდგენილი პორტრეტები საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს ნაწილს მოგვითხრობენ. თითოეული ფოტო გვახსენებს ქვეყნის აღმშენებლობაში ქალების გამორჩეულ როლს, მათ მიერ საქართველოს განვითარებაში შეტანილ წვლილს და გაწეულ სამუშაოს იმისთვის, რომ საქართველო საზღვარგარეთ ღირსეულად წარმოჩენილიყო. საქართველოს ისტორია მათთან ერთად და მათ მიერ იწერებოდა. მნიშვნელობა არ აქვს რა პერიოდზე ვისაუბრებთ, იქნება ეს საქართველოს დაარსების ეპოქა, წმინდა ნინოს დრო თუ ჩვენი თანამედროვეობა.
"Women of Georgia, Pearls of The Caucasus" ფართომასშტაბიანი პროექტია და ავტორი კვლავ აგრძელებს მასზე მუშაობას. გამოფენაზე წარმოდგენილი პორტრეტები ამ პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპია. ტუფენკჯიანი მუშაობის გაგრძელებას მომავალშიც აპირებს.
ნატალი ტუფენკჯიანმა პირველი პორტრეტი 1986 წელს გადაიღო. მისი მოდელი ახალგაზრდა ფოტოგრაფი იყო, რომელმაც ნატალის ობიექტივში საკუთარი თავი, თავისი ხასიათის ორიგინალური შტრიხები თავიდან აღმოაჩინა. სწორედ ასე ჩამოყალიბდა ტუფენკჯიანის სწრაფვა და გატაცება პორტრეტული ფოტოგრაფიისადმი; მას შემდეგ, მისი სურვილი, ფოტოგრაფიის საშალებით ადამიანების ავთენტურობა ასახოს, არსად გამქრალა. ნატალი ტუფენკჯიანი უკვე წლებია, სწორედ ამ მიზნით მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში — ახალი გამოცდილებებისა და საოცარი აღმოჩენების იმ სამყაროში, რომელიც მისი სათქმელის სხვადასხვა ხერხით გამოსახატად უამრავ ძალისხმევასა და თავდადებას მოითხოვს.
მახვილმა მზერამ და უშრეტმა ტემპერამენტმა ტუფენკჯიანს მოდის სამყაროშიც გაუკვალა გზა — იგი ფოტოგრაფად მუშაობდა ჟურნალისთვის Vogue Italia და საიუველირო ფირმა Cartier-ისთვის. მოგზაურობით გატაცების თუ სხვადასხვა კულტურებისადმი ინტერესის შედეგად მოამზადა მნიშვნელოვანი რეპორტაჟები ახლო აღმოსავლეთიდან (იორდანია, ირანი, ერაყი და ა.შ.) და ლათინური ამერიკიდან (არგენტინა და ა.შ.). როგორც ფოტოგრაფი, რომელიც ბუნებრივ განათებაზე მუშაობს, ნატალი ტუფენკჯიანი, გულწრფელობით, კეთილგანწყობითა და თანაგრძნობით ასახავს თავისი მოდელების უშუალობას. ის ვილი რონის სიტყვებს — "ლამაზი სურათი გულით მართული გეომეტრიაა" რეალობაში ასხამს ფრთებს.
პროექტის მხარდამჭერია თიბისი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (Institute Frances). გამოფენა გაგრძელდება 4 აგვისტომდე.თ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
კომენტარები