თეა წულუკიანი

23 Jul. 2022, 23:39

ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელიც რუსეთს ელოლიავება და ეფერება კი არა, ერთი მეორის მიყოლებით დავები ვაწარმოეთ მის წინააღმდეგ, ეს დავები მოვიგეთ და ძალიან სერიოზული აგრესია იყო მათი მხრიდან სასამართლო დარბაზში და მერეც. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, სად ხედავს ის ლოლიაობას. მე არ მახსენდება მისგან შემოთავაზებული არცერთი დახმარება, როდესაც მე, როგორც იუსტიციის მინისტრი და მხარე, სახელმწიფოს წარმომადგენელი სტრასბურგში ვიცავდი ქართველი ჯარის, პროკურორის, მილიციის, პოლიციის, ყველაფრის ინტერესს, არ მახსენდება ხელის შეშლის მეტი არაფერი მახსენდება, არ მითქვამს ეს არასოდეს.

მახსენდება ერთი კონკრეტული, მწარე შემთხვევა, როდესაც სტრასბურგში ჩემი იურისტები მყავდა გაგზავნილი, უწყებათაშორისი შტაბი გვქონდა შექმნილი აგვისტოს ომის საქმეზე. თავდაცვა იყო, ვინც გვეთანამშრომლებოდა ბოლომდე, გენერალური შტაბი, შსს, სუს და პროკურატურა, ამ ყველაფრის მთავარი ლიდერი, გამოძიების და იუსტიციის სამინისტრო დავის მწარმოებელი და შსს თავისთავად. აი, ეს მთელი ბლოკი ვისხედით და ვმუშაობდით. შემდეგ მე იუსტიციელებს, თანამშრომლებს ვაგზავნიდი, რომ დავა დაეცვათ. მეორე მხარეს დახვდებოდათ რუსი თანამშრომლები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ თქვენ მოიგონეთ, თავს დაგვესხით, ისკანდერი გორში არ ჩამოგვიგდია, ეს ფოტოშოპია და ა.შ.

და გამოდის ქალბატონი სალომე, ამ დროს არის უკვე პრეზიდენტობის კანდიდატი, კამპანია მიყავს და ამბობს, რომ ჩვენ დავიწყეთ ომიო. ეს ჩემთვის სერიზოული ხელის შეშლა იყო. მე ეს მისთვის არასოდეს მისაყვედურია და რაკი იმაზე მიდგა საქმე, ვის რა სურს და ვინ ვის ელოლიავება, აი, ეს არის ჩემი სერიოზული პრეტენზია.

ახლა ასე, კრიტიკულად ლაპარაკობს წულუკიანი იმ პერიოდზე, როცა ზურაბიშვილი მისივე გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი იყო. თუმცა მაშინ, ამ განცხადებების შემდეგ ქართული ოცნების ლიდერები ესარჩლებოდნენ ზურაბიშვილს და მის წინასაარჩევნო პლაკატებზეც კი პოზირებდნენ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  2. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  3. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  4. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
  5. ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია

მოკლედ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უარი თქვას…