დადასტურდა — 2023 წელს ევროვიზია გაერთიანებულ სამეფოში ჩატარდება
2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს გაერთიანებული სამეფო უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორის — ევროპის მაუწყებელთა კავშირის — გადაწყვეტილება ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა.
რიგით 67-ე ევროვიზია, ტრადიციულად, მომავალი წლის მაისში გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ბრიტანულ ქალაქში ჩატარდება კონკურსი — მასპინძელი არენის შერჩევის პროცესი მიმდინარე კვირაში დაიწყება.
ცხადია, რომ 2023 წლის ევროვიზიის ორგანიზატორი გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი BBC იქნება, თუმცა, პროცესში აქტიურად ჩაერთვება უკრაინული მხარეც, რათა ღონისძიებაზე ქვეყნის მახასიათებელი ელემენტებიც იყოს წარმოდგენილი. ამასთან, უკრაინა, როგორც 2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული, ეგრეთ წოდებულ დიდ ხუთეულთან ერთად ნახევარფინალური ტურის გარეშე მოხვდება ფინალში.
როგორც ვთქვით, წლევანდელი ევროვიზიის ტრიუმფატორი უკრაინა გახდა. ქვეყნის წარმომადგენელმა ჯგუფმა KALUSH ORCHESTRA-მ, საკონკურსო სიმღერით Stefania, ჯამში 631 დააგროვა და უკრაინას ევროფესტივალზე მესამე გამარჯვება მოუტანა.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ჯგუფმა კონკურსზე მოგებული პრიზის აუქციონზე გაყიდვა გადაწყვიტა. მიღებული თანხით KALUSH ORCHESTRA-მ უკრაინული სამხედრო ძალების დასახმარებლად დრონები შეიძინა.
მასპინძლობის ჩამორთმეული უფლება
რადგან უკრაინაში რუსეთის დაწყებული ომი ისევ მიმდინარეობს, კონკურსზე ჯგუფის გამარჯვებიდან მალევე გაჩნდა კითხვა, შეძლებდა თუ არა ქვეყანა მომავალი წლის ევროვიზიის მასპინძლობას. რამდენიმე კვირის წინ ევროპის მაუწყებელთა კავშირმა განაცხადა, რომ "არსებული გარემოებების გათვალისწინებით, უსაფრთხოების გარანტიებს მასპინძელი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს და ვერ შეძლებს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ჩატარებას წესების შესაბამისად". ამიტომ, უკრაინას კონკურსის ჩატარების უფლება ჩამოერთვა.
რადგან 2022 წლის ევროვიზიაზე მეორე ადგილი გაერთიანებულმა სამეფომ დაიკავა, სწორედ მას მიეცა შანსი, მომავალი წლის კონკურსისთვის ემასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთი კონკურსის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ორგანიზატორია: ქვეყანამ ევროვიზიას 8-ჯერ უმასპინძლა, აქედან ოთხ შემთხვევაში — სხვა ქვეყნის მაგივრად. მასშტაბური ღონისძიება გაერთიანებულ სამეფოში ბოლოს 1998 წელს ჩატარდა.
ვიხილავთ საქართველოს 2023 წლის ევროვიზიაზე?
რაც შეეხება საქართველოს, ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ქვეყანა მომავალი წლის ევროვიზიაზე მონაწილეობას. კონკურსის ფინალურ ტურში გადასვლა ვერც წელს შევძელით — ზედიზედ მეხუთედ ჩავრჩით ნახევარფინალში. ამასთან, წელს საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა ცირკუს მირკუსმა კონკურსის მეორე ნახევარფინალში ბოლო ადგილი დაიკავა.
ევროპის ყველაზე დიდ მუსიკალურ შოუში ჩვენმა ქვეყანამ ჯამში 14-ჯერ მიიღო მონაწილეობა. საქართველოს საუკეთესო შედეგად კვლავ მე-9 ადგილი რჩება, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, 2011-ში კი ჯგუფმა Eldrine დაიკავა.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
კომენტარები