საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ჯაოკენის ახალი ფილიალი გაიხსნა
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია ჯაოკენის ერთობლივი პროექტის ფარგლებში თბილისში, აღმაშენებლის ხეივანი 180-ში სარემონტო მასალების ახალი ფილიალი გაიხსნა. შენობა 24 019 კვ.მ-ზეა განთავსებული და მოიცავს 35 სხვადასხვა ბრენდის კერამიკულ და კერამოგრანიტის ფილებს, ლამინირებულ იატაკს, პარკეტს, შპალერს, ლაქ-საღებავებს, სანტექნიკას, სააბაზანო ოთახის ავეჯსა და აქსესუარებს. კომპანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ძირითად იმპორტს აწარმოებს ესპანეთიდან და იტალიიდან. პროექტის საერთო საინვესტიციო მოცულობა 5.8 მლ ევროს აღწევს. ბანკის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი კი 3.2 მლნ ევროს შეადგენს.
"კომპანია ჯაოკენი დაარსდა 1997 წელს საქართველოში. მთელი გუნდის ნაყოფიერმა და წარმატებულმა მუშაობამ კომპანია კონკურენტუნარიანი გახადა და ბაზარზე საპატიო ადგილიც დაიკავა. დღეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით არის წარმოდგენილი ჯაოკენის შოურუმები, ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სენაკი და თელავი. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ მსოფლიო დონის ბრენდებისა და ინოვაციური პროდუქტების იმპორტს ქვეყანაში. ჯაოკენის გუნდი მუდმივ რეჟიმში მუშაობს, იმისათვის რომ ჩვენმა მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო მომსახურება. გვიხარია, რომ ამ ყველაფრის განხორციელებაში გვერდით გვიდგას ისეთი ფინანსური ინსტიტუტი, როგორც საქართველოს ბანკია, რომელიც გვიბიძგებს მუდმივი განვითარებისაკენ", — განაცხადა ჯემალ ჯაოშვილმა, ჯაოკენის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა.
"მოხარული ვართ რომ ჩვენთან პარტნიორობთ ჯაოკენმა კიდევ ერთი ფილიალის გახსნა შეძლო. ეს კომპანია არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა გაჩერდე ბიზნესის განვითარების გზაზე. ჩვენ 2016 წლიდან ვთანამშრომლობთ და ვხედავთ, როგორ ფიქრობს კომპანია მუდმივ რეჟიმში გაძლიერებაზე, ეკონომიკის სტიმულირებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. ამ ეტაპზე ფილიალებში უკვე დასაქმებულია 200-მდე ადამიანი. ჩვენ გვინდა ვუსურვოთ მათ წარმატება. ჩვენ კი ვაგრძელებთ ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდაჭერას", — განაცხადა სანდრო ძაგნიძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების დირექტორის მოადგილემ.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები