5 რჩევა, რომელიც სახლში სისუფთავის შენარჩუნებაში დაგეხმარება
დატვირთული სამუშაო რუტინისა თუ სხვა ფაქტორების გამო, ბევრ ჩვენგანს დრო არ რჩება, რომ სახლი ყოველდღიურად იდეალურად დაალაგოს. თუმცა თუ პრიორიტეტებს სწორად გაანაწილებ, მოწესრიგებული სახლის შესანარჩუნებლად საერთოდაც არ არის საჭირო, რომ დღის რამდენიმე საათი დალაგებას დაუთმო.
ამისთვის უბრალოდ რამდენიმე რჩევის გათვალისწინებაც საკმარისია, რაც ეტაპობრივად ჩვევად შეიძლება გამოგიმუშავდეს. სტატიაში სწორედ 5 ასეთ რჩევას გთავაზობთ, რომელთა გათვალისწინებაც სუფთა სახლის შენარჩუნებაში დაგეხმარება. დასაწყისისთვის, შეგიძლია, მხოლოდ რამდენიმე აირჩიო და მათ შესაბამისად იმოქმედო.
1. დაიწყე დილა საწოლის გასწორებით
ზოგი ფიქრობს, რომ ყოველდღიურად საწოლის დალაგება ტყუილი დროის კარგვაა, თუმცა ოთახის იერსახეზე ეს დიდ გავლენას ახდენს. ასევე, საწოლის გასწორებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება, სამაგიეროდ კი, სახლში დაბრუნებისას მოწესრიგებული საძინებელი დაგხვდება.
თუ საწოლზე დაწყობილი ფუმფულა ბალიშების მოყვარული დიდად არ ხარ, შეგიძლია, ყველაფერი გაამარტივო და მხოლოდ ერთ ბალიშამდე დაიყვანო, რითაც დალაგებისა და თეთრეულის რეცხვის დროსაც შეამცირებ. ასე რომ, საწოლის დალაგებისთვის დღეში რამდენიმე წუთის გამოყოფა ნამდვილად ღირს.
2. გასარეცხი სამოსი ყოველთვის სარეცხ მანქანაში დატოვე
ეს იმას არ გულისხმობს, რომ სარეცხი ყოველდღიურად უნდა გავრეცხოთ. თუ ამის საჭიროება არ არსებობს, რეცხვისთვის კვირაში 1-2 დღე შეგიძლია გამოყო. მაგრამ თუ წინასწარ შეაგროვებ გასარეცხ ტანისამოსს, მაშინ დახარისხებაში დრო აღარ დაგეკარგება და არც რაიმეს გარეცხვა გამოგრჩება. ჭუჭყიანის სამოსის სარეცხ მანქანაში მოთავსებას სულ რაღაც წამები სჭირდება, სამაგიეროდ საქმეს გაგიმარტივებს.
3. სახლის დალაგებაში ოჯახის წევრებიც ჩართე
როცა საქმე გადანაწილებულია, სახლის დალაგებასაც ნაკლები დრო სჭირდება და ოჯახის წევრებიც ძალიან არ იღლებიან. ეს, რა თქმა უნდა, უკეთესია, ვიდრე მთელი სახლის დალაგება მხოლოდ ერთმა ადამიანმა რომ საკუთარ თავზე აიღოს.
შეგიძლია, ოჯახის წევრებს მათი ასაკისა და შესაძლებლობების მიხედვით გაუნაწილო დავალებები და ეს პროცესი სახალისოც გახადო. არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი ჩვევად ექცეთ და მოწესრიგებული სახლი რუტინის ნაწილი გახდეს.
4. სახლის მოსაწესრიგებლად დაძინებამდე 15 წუთი გამოყავი
ეს რჩევა იმ საქმეების შესრულებას გულისხმობს, რომელთა გადადებაც სახლში წესრიგის შენარჩუნებას ხელს უშლის. მაგალითად, ამ მცირე დროში შეგიძლია სარეცხი დაკეცო, რაც არეულობას შეამცირებს. ასევე, რამდენიმე თეფში ან ჭიქა გასარეცხად მეორე დილისთვის არ მოიტოვო, რადგან დიდი შანსია, ისევ ვერ მოასწრო. მართალია, 15 წუთი მცირე დროა, მაგრამ პატარ-პატარა საქმეებს მოაწესრიგებს და სახლში არეულობაც აღარ იქნება.
5. და ბოლოს, დაალაგე პრიორიტეტები
ყველაფრის დალაგებასა და მოწესრიგებას თანაბარი მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ ყოველთვის არსებობს პრიორიტეტები. თუ მთელი დღე დატვირთული ხარ და სახლის მოსაწესრიგებლად ცოტა დრო გაქვს, შეგიძლია იმ საქმეების სია ჩამოწერო, რომლებიც აუცილებლად იმ დღეს უნდა გააკეთო. ასევე შეგიძლია განსაზღვრო, რისი გაკეთებაა საჭირო 2-3 დღის შემდეგ და სწორედ ამ სიის მიხედვით იმოქმედო. ასე დროსაც დაზოგავ, არც რაიმე დაგავიწყდება და რაც მთავარია, მოწესრიგებულ სახლსაც შეინარჩუნებ.
სტატიას წარმოგიდგენთ ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი და საწმენდი საშუალებები გერმანიიდან: fit-gmbh არის სარეცხი და საწმენდი საშუალებების მწარმოებელი კომპანია 55-წლიანი გამოცდილებით. პროდუქცია 100%-ით წარმოებულია გერმანიაში.
fit-gmbh-ის ეკო ხაზის პროდუქცია Grüne Kraft არის ყველასათვის ხელმისაწვდომი ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი და სარეცხი საშუალებები. Grüne Kraft-ის ხაზის პროდუქცია ფლობს საერთაშორისო ხარისხის და ეკოსერთიფიკატს - EU Ecolabel.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები