კარდაშიან-ჯენერების მოთხოვნის შემდეგ ინსტაგრამი ცვლილებებს აანონსებს
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ამერიკელმა ტელევარსკვლავმა და ბიზნესვუმენმა, კაილი ჯენერმა, ინსტაგრამზე თავის "სთორიში" ნახევრად ხუმრობით შექმნილი პოსტი გააზიარა — "დაუბრუნეთ ინსტაგრამს ინსტაგრამობაო". იმავე პოსტში სოციალური ქსელის ხელმძღვანელობისადმი მოთხოვნა იყო: "შეწყვიტეთ ტიკტოკის მიბაძვა, მე მხოლოდ ჩემი მეგობრების საყვარლობა ფოტოების ნახვა მსურს. პატივისცემით, ყველა".
პოსტის პათოსის გასამძაფრებლად, კაილიმ იქვე მიაწერა, "გთხოოოოოოოვთო".
თხოვნის შედარებით მოკრძალებული ზომით, თუმცა, იმავე პოსტით გამოხატა ინსტაგრამის ამჟამინდელი ფორმით უკმაყოფილება კაილის დამ, კიმ კარდაშიანმა. სხვათა შორის, კიმსა და კაილის ერთად ჯამში 687 მილიონი გამომწერი ჰყავთ, რის გამოც, როგორც ჩანს, ინსტაგრამის ხელმძღვანელობამ მათი აზრის გათვალისწინება გადაწყვიტა.
პლატფორმის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადამ მოსერიმ, სულ ცოტა ხნის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა და მოსალოდნელი ცვლილებები დააანონსა.
მოსერის თქმით, ბევრი ადამიანისგან ესმის, რომ მათ ინსტაგრამზე ვიდეოების სიჭარბე და ფოტოების რაოდენობის შემცირება აწუხებთ.
"ვაპირებთ, ფოტოების მხარდაჭერა გავაგრძელოთ", — აგრძელებს პლატფორმის ხელმძღვანელი, — "ეს ხომ ჩვენი მემკვიდრეობის ნაწილია".
თუმცა, მოსერი, რომელიც წინათ ფეისბუქს ხელმძღვანელობდა, აღნიშნავს, რომ ინსტაგრამის ვიდეოგაზიარების პლატფორმად ქცევის საშიშროება არ არსებობს — იმის მიუხედავად, რომ ფოტოების მხარდაჭერასთან ერთად, ამგვარი მიმართულების განვითარებაც სჭირდებათ.
მოსერი ასევე შეეხო ინსტაგრამის "რეკომენდაციების" ფუნქციას და განაცხადა, რომ მის გაუმჯობესებასაც აპირებენ. მისი თქმით, ეს სივრცე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მნიშვნელოვანი საშუალებაა, რათა კონტენტის შემქმნელები მეტმა ადამიანმა გაიცნოს.
ვიდეოს დასასრულს, ადამმა მომხმარებლებს გამოხმაურება სთხოვა. ჰოდა, უკუკავშირმაც არ დააყოვნა — მოდელმა კრისი ტეიგენი იქვე შეურთდა კარდაშიან-ჯენერების მოთხოვნას და განაცხადა, "ვიდეოების შექმნა სულაც არ გვინდაო". მომხმარებელთა ნაწილი ასევე აღნიშნავს, რომ ყველაფრის ეგრეთ წოდებულ რილსებად (გრძელი ვიდეოები ინსტაგრამზე) ქცევით, აპლიკაცია რეკლამირების პლატფორმად უფრო იქცა.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
კომენტარები