ტოიოტა კოროლა 2023 — გაუმჯობესებული სტილი, ტექნოლოგია და მართვადობა
ტოიოტა კოროლა — ეს ლეგენდარული ავტომობილი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია იწარმოება და ის მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელია.
1966 წლიდან დღემდე კოროლას 12 თაობა გამოვიდა და ამ პერიოდში ჯამში 50 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. სწორედ ამიტომ იაპონელი ინჟინრები ხშირად ზრუნავენ ამ მოდელის განახლებასა და გაუმჯობესებაზე.
ვიდრე ტოიოტა ამ ლეგენდარული მოდელის განახლებაზე მუშაობას დაიწყებდა, იაპონელებმა კოროლას ბოლო თაობის მფლობელები გამოჰკითხეს. კითხვაზე თუ რატომ შეიძინეს ეს მოდელი, ყველაზე ხშირი პასუხი იყო ტოიოტა კოროლას რეპუტაცია, დიზაინი, ეკონომიურობა და გამძლეობა. მეორე კითხვამ კი გამოავლინა, რომ მომხმარებლებს ამ მოდელში ყველაზე მეტად ეკონომიურობა, კომპლექტაცია და დიზაინი მოეწონათ.
ამჟამინდელი კოროლა 2019 წლიდან იწარმოება, თანამედროვე ტექნიკური სტანდარტებისთვის 3 წელი ცოტა არ არის, ამიტომ იაპონელებმა გადაწყვიტეს რომ განახლების დრო დადგა და 2023 წლისთვის ამზადებენ ახალ კოროლას, რომელიც განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავა.
რას უნდა ველოდოთ განახლების შემდეგ ახალ, 2023 წლის კოროლაში?
ექსტერიერი: ვიზუალურად ექსტერიერის დიზაინი დიდად არ შეცვლილა, ავტომობილს ექნება რადიატორის ახალი ცხაურა, სანისლე ფარების ბუდე და ახალი დისკები. ექსტერიერი სამი ახალი ფერითაა გამდიდრებული, რაც არქიტექტურის, პროდუქტების დიზაინისა და მოდის თანამედროვე ტენდენციებს ასახავს.
ტექნიკური განახლება: მთავარი სიახლე სწორედ ავტომობილის ტექნიკური განახლებაა —მნიშვნელოვნად შეიცვალა ძრავა და ელექტროამძრავი, რაც ავტომობილში მეტ სიმძლავრეს, ეფექტურობას, უკეთეს მართვადობასა და ნაკლები CO2-ის გამოყოფას უზრუნველყოფს.შიგა წვის ძრავის მოცულობა ისევ 1.8 ლიტრია, თუმცა კოროლა იქნება პირველი ტოიოტა, რომელიც აღჭურვილი იქნება ახალი მე-5 თაობის ჰიბრიდული სისტემით, რომლითაც იაპონელი ინჟინრები განსაკუთრებით ამაყობენ.
რას გულისხმობს ახალი ჰიბრიდული სისტემა? მეტ მაბრუნ მომენტს, მეტ ელექტრო სიმძლავრეს და ნაკლებ ხარჯს, ანუ მეტ ეფექტიანობას. ძრავის სისტემური სიმძლავრე 140 ცხენის ძალა იქნება და ახალ კოროლას ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის გასავითარებლად 9,2 წმ დასჭირდება, ეს მაჩვენებელი წინა მოდელთან შედარებით 1,7 წმ-ით გაუმჯობესდა.
ძრავის წონა 16 კგ-ით შემცირდა, მნიშვნელოვნად დაიხვეწა აჩქარების დინამიკა ზოგადად ავტომობილის სიმძლავრესთან და მისი რეაქცია ელექტრომობილის სტილთანაა მიახლოებული.
ახალი Corolla აღჭურვილია Toyota T-Mate-ით, რომელიც აერთიანებს: უახლესი თაობის Toyota Safety Sense უსაფრთხოების პაკეტს, აქტიური მართვისა და პარკირების დამხმარე სისტემებს. ეს აადვილებს და კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის ავტომობილის მართვას, და ეხმარება ავტომობილში მსხდომი ყველა მგზავრის დაცვას.
ინტერიერი: რაც შეეხება ინტერიერის ცვლილებებს, კოროლას სალონში შეიცვლება ფერები, გამოჩნდება GR Sport-ის დეტალები.
სალონის მთავარი სიახლე არის მაღალი გარჩევადობის მქონე 10,5 დუიმიანი მულტიმედიური მონიტორი, რომელიც აღჭურვილია ნათების საწინააღმდეგო ეკრანით - ეს უზრუნველყოფს შესანიშნავ ხილვადობას ყველანაირი განათების პირობებში.
განახლებული ტოიოტა კოროლა საქართველოში 2023 წლიდან გამოჩნდება და მისი შეძენა ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან: ტოიოტა ცენტრ თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრ ბათუმში იქნება შესაძლებელი.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები