Midea GAIA — იმოგზაურე ბუნებაში
პრემიუმ კონდიციონერი ჰაერის გარედან შემოტანის ფუნქციით
სად არის ყველაზე სასიამოვნო სიგრილე? — ამ კითხვით მიმართა Midea-მ მომხმარებლებს. მათმა უმეტესობამ უპასუხა, რომ ასეთი ადგილი სუფთა ჰაერისა და ჯანსაღი გარემოს გამო, ბუნება იყო. სწორედ ამიტომ, კომპანიამ მიზნად დაისახა, მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც მათ ბუნებაში ყოფნის განცდას შეუქმნიდა.
ასე გაჩნდა Midea GAIA — უახლესი და ინოვაციური კონდიციონერი, რომელიც არა მხოლოდ აგრილებს/ათბობს, არამედ ახალი და სუფთა ჰაერით უზრუნველყოფს ოთახს. ჰაერის მიმოცვლისა და ვენტილაციის ამგვარ სისტემას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. სწორედ ამიტომ, მიიჩნევენ, რომ Midea-მ კონდიციონერების წარმოებაში ახალი სიტყვა თქვა.
როგორია ყველაზე მაღალტექნოლოგიური კონდიციონერი და რაში მდგომარეობს მისი ინოვაციურობა? — სტატიაში Midea GAIA-ს გაგაცნობთ.
ჰაერის მიმოცვლისა და ვენტილაციის ახალი ტექნოლოგია
სტანდარტული კონდიციონერის ფუნქცია მხოლოდ ოთახში არსებული ჰაერის გაგრილებაა — ის ძველი ჰაერის ახლით ჩანაცვლებას ვერ უზრუნველყოფს. შესაბამისად, იმისათვის, რომ ოთახში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი (CO₂) არ დაგროვდეს, აუცილებელია, კონდიციონერით სარგებლობისას, ოთახი დროდადრო გავანიავოთ.
ერთ-ერთი უმთავრესი, რითაც GAIA სტანდარტული კონდიციონერებისგან გამოირჩევა, ჰაერის მიმოცვლის განსხვავებული ტექნოლოგიაა — ის არა მხოლოდ აგრილებს, არამედ გარედან შემოაქვს ჟანგბადით სავსე ჰაერი, ფილტრავს მას და გაწვდით სახლში.
GAIA ოთახს ყოველ საათში 30-60 მ³ ახალი ჰაერით უზრუნველყოფს, რაც საკმარისზე მეტიც კია იმისათვის, რომ განიავების გარეშე, ჩვენ გარშემო ჟანგბადით მდიდარმა ჰაერმა იტრიალოს.
ჰაერის მაღალი ფილტრაცია
Midea GAIA-ს არა მხოლოდ ახალი ჰაერი შემოაქვს გარედან, არამედ ჰეპა 13 ფილტრის დახმარებით, მას 99,95%-ით ასუფთავებს მტვრისა და სხვადასხვა ტიპის ნაწილაკებისგან. როგორც წესი, ასეთი ფილტრით აღჭურვილია მოწყობილობები, რომლებსაც, სტერილური გარემოს შესანარჩუნებლად, სამედიცინო დაწესებულებებში, განსაკუთრებით, საოპერაციო ოთახებსა და ლაბორატორიებში იყენებენ.
გამოდის, რომ თუ დაბინძურებულ გარემოში ცხოვრობთ, GAIA-ს დახმარებით, თქვენს სახლში გარეთ არსებულზე უკეთესი და უფრო სუფთა ჰაერი გექნებათ.
i-Clean – თვითწმენდის ფუნქცია
ნებისმიერი კონდიციონერის ფილტრში დროთა განმავლობაში ილექება ჭუჭყი, გროვდება ბაქტერიები და სხვა მავნე ნაწილაკები. ამიტომ, რეკომენდებულია, რომ ის წელიწადში ერთხელ მაინც გაიწმინდოს, რაც დამატებითი ხარჯია. თუმცა, ეს GAIA-ს არ ეხება, რადგან მას თვითწმენდის ფუნქცია აქვს — საკმარისია დააყენოთ i-Clean-ზე და ის თავად ჩაიტარებს წმენდის სრულ პროცედურას. GAIA-ს თვითწმენდა 6-საფეხურიანია და 92 წუთის განმავლობაში გრძელდება, რის შედეგადაც ფილტრში ბაქტერიების 99,9% ნადგურდება.
ბრიზლეს ფრთა – ჰაერის ნაკადის განაწილების განსხვავებული სისტემა
სტანდარტული კონდიციონერების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჰაერის მხოლოდ ერთი მიმართულებით დაბერვაა, რის გამოც ნაკადი ინტენსიური და უსიამოვნოა. ამ პრობლემის გადასაჭრელად Midea-მ GAIA ბრიზლეს ფრთით აღჭურვა, რომელსაც 7 928 წვრილი ნახვრეტი აქვს. ჰაერი ამ ათასობით ნახვრეტში თანაბრად ნაწილდება და სხვადასხვა მიმართულებით იფრქვევა. შესაბამისად, ნაკადის ინტენსივობა კლებულობს და ოთახი ნელ-ნელა, შეუმჩნევლად გრილდება.
დისტანციური მართვა
GAIA-ს მართვა სმარტფონებისთვის განკუთვნილი აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერი ადგილიდან შეგეძლებათ. მისი საშუალებით თვალს ადევნებთ კონდიციონერის მუშაობის ყველა პროცესს და წვდომა გექნებათ მის ნებისმიერ მონაცემზე. აპლიკაციაში დაგხვდებათ Music Garden-იც — მუსიკალური კომპოზიციების სია, სხვადასხვა აქტივობებისა და განწყობების შესაქმნელად.
GAIA-ს მოჰყვება დისტანციური სამართავიც. ის ეწყობა Google Assistant-ს, Amazon Alexa-ს და Siri Assistant-ს, რომელთა დახმარებითაც კონდიციონერის ხმოვანი ბრძანებით მართვაცაა შესაძლებელი.
უხმო რეჟიმში მუშაობა
GAIA-ს აქვს მუშაობის სამი ხმოვანი რეჟიმი, რომელთა დარეგულირებაც თავად შეგიძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ მას ყველაზე დაბალ — 19.3 dB-ზე დააყენებთ კონდიციონერის ხმას თითქმის ვეღარ გაიგებთ.
ინვერტორული ძრავა და ECO ფუნქცია
GAIA თანამედროვე კვადრო ინვერტორულ ძრავაზე მუშაობს, რის გამოც ის სტანდარტულ კონდიციონერზე 30%-ით უფრო ეკონომიურია. გარდა ამისა, შეგეძლებათ, თქვენი სურვილისა და საჭიროების მიხედვით, ამუშაოთ 50%-იანი, 75%-იანი ან 100%-იანი დატვირთვით, რაც თანხებს ელექტრო ენერგიისთვის კიდევ უფრო დაგიზოგავთ. GAIA-ს აქვს ECO ფუნქციაც, რომლის დროსაც ის დაახლოებით 60%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე სხვა რეჟიმზე მუშაობისას.
ეს Midea GAIA-ს ძირითადი მახასიათებლებია, რომელთა ერთობლიობაც ყველა პირობას ჰქმნის იმისათვის, რომ ჩვენს სახლებში ბუნების სიგრილეც ვიგრძნოთ და მუდმივად განახლებადი სუფთა ჰაერითაც ვისიამოვნოთ. თანაც, არის ენერგოეფექტური და მნიშვნელოვნად გვიზოგავს ხარჯებს.
GAIA მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა ევროპულ ბაზარზე და სულ მალე ის საქართველოშიც გახდება ხელმისაწვდომი. მის შეძენას შეძლებთ Midea-ს შოურუმსა და ონლაინმაღაზიაში. შეიძინეთ გაია წინასწარ და მიიღეთ 400 ლარამდე ფასდაკლება.
- ვებგვერდი: www.midea.ge
- FB: https://www.facebook.com/Midea.ge
- საკონტაქტო: 032 252 43 43
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
კომენტარები