Fuckup Nights Tbilisi მეტავერსში ჩატარდა — ყველაფერი, რაც ღონისძიების შესახებ უნდა იცოდეთ
დიდი ჩავარდნები ბიზნესში, ჩაშლილი პარტნიორობები, პროდუქტები, რომლებიც არავის დასჭირდა — ეს ის ამბებია, რომლებიც Fuckup Nights-ის ფორმატში განსაკუთრებით ღირებული ხდება, რადგან ისინი ადასტურებენ მოსაზრებას, რომ მარცხი ხშირად მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიდი წარმატებების გზაზე. უკვე შემდგარი პროფესიონალებისგან სწორედ ასეთ ამბებს ისმენს მსოფლიოს 185 ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც გლობალურმა მოძრაობამ — Fuckup Nights გააერთიანა.
იგი პროფესიული მარცხის შესახებ სასაუბროდ წარმატებულ ადამიანებს საქართველოშიც უყრის თავს. ღონისძიებას მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს, თუმცა წლევანდელი შეხვედრა თბილისში, უფრო სწორად კი — მეტავერსში, ფორმატითა და შინაარსით უპრეცედენტო გამოდგა. იგი სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით, Arrival-თან პარტნიორობით და Beeline-ის მხარდაჭერით დეცენტრალენდში გაიმართა და მეტავერსის ოთხ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას შორის მოხვდა.
საუბრები პროფესიულ მარცხზე მეტავერსში
“პანდემიამ მომხმარებელთა ქცევა ბევრი მიმართულებით შეცვალა. ფიზიკურმა შეხვედრებმა გადაინაცვლა Zoom-სა თუ Teams-ში და ახლა, მაშინაც კი, როცა ფიზიკური შეხვედრების შესაძლებლობა ბრუნდება, ბევრი ადამიანისთვის ღონისძიებებზე ონლაინ დასწრება უფრო მოსახერხებელია”, — ამბობს საქართველოში მეტავერს ღონისძიებების პირველი ინოვაციური სააგენტოს, Arrival-ის CEO, მარიამ ნინიკელაშვილი.
დეაც სწორედ პანდემიის პერიოდში გაჩნდა. ორგანიზატორებს სურდათ, ისეთი ღონისძიება ჩაეტარებინათ, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებდა ფიზიკური რეალობის მსგავსი გამოცდილების მიღებას. ამისთვის შესაბამისი პლატფორმა კი მეტავერსი აღმოჩნდა. მხოლოდ კომპიუტერი, ინტერნეტი და საკუთარი ავატარია საჭირო იმისთვის, რომ სხვების ისტორიებს ასობით ადამიანთან ერთად მოუსმინო, შეხვდე ნაცნობებს და იცეკვო კიდეც — ოღონდ, ვირტუალურად.
ამ შესაძლებლობამ მრავალი ადამიანი მიიზიდა. დეცენტრალენდში, რომელიც მეტავერს პლატფორმაა, Fuckup Night Tbilisi-ს ორასამდე ადამიანი 22 ქვეყნიდან დაესწრო. პლატფორმის 95 ათასამდე ვირტუალურ მიწას შორის კი Fuckup Night Tbilisi-ის სივრცე მასშტაბურობით მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.
“ეს მართლაც დიდი წარმატებაა, ასეთ გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდით", — ამბობს მარიამ ნინიკელაშვილი.
საკუთარ პროფესიულ მარცხზე კი სამმა სპიკერმა ისაუბრა: Pocket Studio-ს დამფუძნებელმა, ანა ჩუბინიძემ, ილუსტრატორმა და დიზაინერმა, ანა მიმინოშვილმა და Sakura Business Properties-ის დამფუძნებელმა, ვიქტორია საკუროვამ აუდიტორიას საკუთარი ბიზნეს და პროფესიული წარუმატებლობის ისტორიები გაუზიარეს და სხვა ქალების მოტივატორებადაც იქცნენ..
ბილაინი — Fuckup Nights Tbilisi-ის მხარდამჭერი
ღონისძიების მხარდამჭერი ბილაინი იყო. იგი მრავალი წელია, ისეთ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ინიციატივებსა და პროქტებს უჭერს მხარს, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყანაში სფეროს განვითარებას, განათლების დონის ამაღლებას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
"მეტავერსი თანამედროვე ციფრულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა. ესაა საკითხი, რომელზეც, შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიო საუბრობს. იგი სრულიად ახლებური გამოცდილებაა ყველა ჩვენგანისთვის. გვიხარია, რომ ბილაინის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად შედგა მსგავსი ღონისძიება და ჩვენს საზოგადოებასაც მიეცა შესაძლებლობა თავად მიეღოთ ეს უნიკალური გამოცდილება. ჩვენ მრავალი წელია, მხარს ვუჭერთ ტექნოლოგიურ, ინოვაციურ სიახლეებსა და ღონისძიებებს და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ საქმეს, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია", — ამბობს ნინი რეხვიაშვილი, ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
ნინის თქმით, Fuckup Night Tbilisi-ს და მის ორგანიზატორებს დიდი როლი მიუძღვის იმაში, რომ საზოგადოებას საშუალება მიეცა, უკეთ გაიგოს და საკუთარ თავზე გამოცადოს, რას ნიშნავს მეტავერსი. ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ ღონისძიების მნიშვნელობა ცდება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ფარგლებს, რადგან იგი მოტივაციას აძლევს და ერთმანეთთან აკავშირებს უამრავ ადამიანს.
“Fuckup Night Tbilisi-ს ორგანიზებას სტარტაპ ბიურო უწევს. ჩვენ მათთან მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ისინი ხელს უწყობენ ისეთი ტექნოლოგიური, ინოვაციური, სამეწარმეო მიმართულებების პოპულარიზაციას, რომლებიც ჩვენს სტრატეგიასთან სრულ თანხვედრაშია. რაც შეეხება ღონისძიებას, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ამ მოძრაობას, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ადამიანები საკუთარ მარცხზე საუბრობენ. ეს გაძლევს მეტ სითამამეს, გაზღვევს შეცდომებისგან და რაც მთავარია, იღებ მოტივაციას, რადგან მარცხი, როგორც წესი, დიდი წარმატების საწინდარია", — ამბობს ნინი რეხვიაშვილი.
გამოწვევები და სამომავლო გეგმები
Arrival-ის CEO-ს, მარიამ ნინიკელაშვილის თქმით, დეცენტრალენდი სატესტო რეჟიმში მუშაობს, მუდმივად ახლდება, ამიტომ ღონისძიების ჩატარება გარკვეულ ტექნიკურ გამოწვევებთანაა დაკავშირებული.
მიხარია, რომ მოულოდნელი ბარიერების მიუხედავად, ეს ღონისძიება შედგა და რაც მთავარია, მონაწილეებმა ძალიან საინტერესო გამოცდილება მიიღეს,
ორგანიზატორები ამბობენ, რომ Fuckup Night Tbilisi-ის წლევანდელმა შეხვედრამ ერთგვარი პრეცედენტი შექმნა და მეტავერსის მიმართ საზოგადოებაში ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა.
ქართულ საზოგადოებას მსგავსი სიახლეების მიღება და საკუთარ თავზე გამოცდა ძალიან უყვარს. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, პირველ პრეცედენტს მოჰყვება კიდევ უფრო დიდი ინტერესი. ვფიქრობ, ის ადამიანებიც კი, რომლებმაც ღონისძიების შესახებ მოგვიანებით გაიგეს, უკვე ელოდებიან სხვა შეხვედრებს მეტავერსში. მოხარული ვარ, რომ ჩვენი სურვილი და მისია, ქართული კომპანიებისთვის პირველს შეგვეთავაზებინა სიახლე, რომელსაც მრავალი საერთაშორისო ბრენდი ამკვიდრებს, რეალობად იქცა", — აღნიშნავს ნინი რეხვიაშვილი.
Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებათა სერიაა, რომელზეც სპიკერები დამსწრეებს საკუთარ ბიზნეს და პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებენ. მეტავერსი კი ვირტუალური სივრცეა, სადაც ხალხს შესვლა, რეალურთან მიახლოებული სხვადასხვა აქტივობის განხორციელება და ერთმანეთთან ინტერაქცია შეუძლია.
Fuckup Nights Tbilisi-ს ორგანიზატორი იყო სტარტაპ ბიურო, იმფაქტ ჰაბ თბილისთან პარტნიორობითა და საქართველოს ბანკის, ბილაინისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში, გრანთ თორნთონი, აქსელი - ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, რემი მარტინი და ნოქსტონი. მეტავერს პარტნიორებს კი წარმოადგენდნენ: ერაივალი (Arrival) და მეტავიუ (MetaViu).
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
კომენტარები