გიგა ბოკერია

2 Aug. 2022, 16:47

ჩვენ ვიცით, განცხადება გაკეთდა, რომ ჰაკერებმა გაუტეხეს, ეგ არ ვიცი გაუტეხეს, მთვრალმა დაწერა თუ რაღაც სხვა. შესაძლოა, მართლაც ვინმემ გაუტეხა და დაუწერა, ოღონდ აქ იმაშია საქმე, რომ რაც ამ განცხადებაში კომპაქტურად და კიდევ უფრო მკვეთრად წერია, ყველაფერი ეს პუტინს, მედვედევსა და მათ პროპაგანდას სხვადასხვა ეტაპზე ნათქვამი აქვთ.

[...] ვიმეორებ კიდევ ერთხელ, ამ განცხადებაში გინდა ყალბი იყოს და გინდა არა, შეკრულია ეს ყველაფერი, რეალურად, ეს არის ის სულისკვეთება, რითიც პუტინის რეჟიმი მოქმედებს და რის გამოც ის ჩვენი ქვეყნის, სხვა მეზობლების და თავისუფალი სამყაროს ქვეყნების თავისუფლებისთვის, სახელმწიფროობისა და არსებობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეზე, რომელმაც სსრკ-ს აღდგენაზე და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე პოსტი დაწერა და შემდეგ წაშალა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ