პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საქმეზე საიამ ევროპულ სასამართლოს მიმართა
საქმე 2019 წლის 15 აპრილს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მცხოვრებ ზვიად მთავრიშვილზე პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო ძალადობას ეხება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ძალადობის შედეგად კაცი გარდაიცვალა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ორგანიზაციის მიერ ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საქმე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, სიცოცხლის უფლებისა და მე-3, წამების აკრძალვის მუხლებით დაცული უფლებების დარღვევას ეხება.
- "საიას საჩივარში დასაბუთებულია, რომ სახელმწიფომ არა მხოლოდ დაარღვია საქმეზე ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების წარმოების ვალდებულება, არამედ ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალება, სავარაუდოდ, სწორედ სახელმწიფოს მოხელეთა ქმედებების პირდაპირ შედეგს წარმოადგენს".
დეტალები: ორგანიზაცია მედიაში გავრცელებულ და ოჯახის წევრების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ 2019 წლის 22 მარტს ოჯახში შეკამათების შემდეგ პოლიციელები მთავრიშვილის სახლში მივიდნენ.
- გარდაცვლილის დის განმარტებით, ოთახში შესვლისთანავე ისინი მთავრიშვილს უხეშად მიმართავდნენ, შემდეგ კი თელავის პოლიციაში გადაიყვანეს.
- ორგანიზაცია მიუთითებს, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ მთავრიშვილი თავის ტკივილს უჩიოდა, აცხადებდა, რომ პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავი არეში დაზიანებები მიაყენეს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ზვიად მთავრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეორე დღიდანვე გაუარესდა. კერძოდ, მას ძლიერი თავის ტკივილები და მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემები დაეწყო.
- საიას ცნობით, პირველ აპრილს ის გურჯაანის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, სადაც ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევის, კომის დიაგნოზი დაუსვეს.
- იმავე დღეს ზვიად მთავრიშვილი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
- ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ ზვიად მთავრიშვილს დაუდგინდა კომა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, მარცხენა დიდი ჰემისფეროს ტრავმული სუბდურული ჰემატომა, თ/ტ დაჟეჟილობა, შუამდებარე სტრუქტურების ცდომით, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
- მთავრიშვილი იმავე წლის 15 აპრილს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საიას ცნობით, 2019 აპრილს პროკურატურას მოუწოდეს, რომ საქმეზე ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება ეწარმოებინა.
- ხაზს უსვამდნენ გამოძიების პროცესში ოჯახის წევრთა ჩართულობის მნიშვნელობასაც.
- განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის მიუხედავად, კახეთის საოლქო პროკურატურა საქმეს სსსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით იძიებს, რაც ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
- "ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ წლების განმავლობაში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საგამოძიებო ორგანოების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების სწორი კვალიფიკაცია".
- "საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად მოწმობს, რომ მთავრიშვილის მიმართ ჩადენილია არაადამიანური ან/და დამამცირებელი მოპყრობა, რომელსაც, შედეგად, ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა".
ამასთან, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მთავრიშვილის დას დაზარალებულის სტატუსი 2 წელზე მეტი ხნის მანძილზე არ ჰქონდა და ცნობა მხოლოდ გასული წელს მიანიჭეს.
- განმარტავენ, რომ ამ სტატუსის გარეშე მას საქმის მასალების გაცნობისა და სრულყოფილი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდა.
- განცხადებაში ნათქვამია, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად, დაზარალებულის უფლებამონაცვლის წერილები და განცხადებები უმეტესად უპასუხოდ რჩება, რიგ შემთხვევებში კი შაბლონურია და კონკრეტულ ინფორმაციას არ შეიცავს.
- ამბობენ იმასაც, რომ საგამოძიებო ორგანომ დღემდე ვერ უზრუნველყო შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, ხოლო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებს მთელი რიგი ხარვეზები აქვს.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები