მთიან ყარაბაღში ისევ სროლა და დაძაბულობაა — რა ხდება ამჯერად
მთიან ყარაბაღში ბოლო რამდენიმე დღეა სროლა ისმის — ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილებსა და დაღუპულებზე. ტრადიციულად, ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2020 წლის 10 ნოემბერს, 40-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც სომხეთს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემა მოუწია, ხოლო ლაჩინში შეიქმნა დერეფანი, სადაც რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.
- ამის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არაერთხელ დაირღვა და სხვადასხვა მონაცემით, მეორე ომის დასრულების შემდეგ, სომხეთ-აზერბაიჯანსა და მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ჩათვლით, რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა.
რა მოხდა: ჯერ კიდევ 28 ივლისს არცახის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლი გახსნა თაღავარდისა და კარმირ შუკას თემების მიმართულებით. ოფიციალური ბაქო ბრალდებებს უარყოფდა.
- რადიო თავისუფლების სომხური ბიუროს ინფორმაციით, 30 ივლისს რუსეთის ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტმა, ფაქტობრივად, დაადასტურა ეს ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში თაღავარდის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ერთხელ დაირღვა.
- პირველ აგვისტოს მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ სასაზღვრო ზონის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების რიგ მონაკვეთებზე, აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა "პროვოკაციას მიმართეს ხაზის გადაკვეთის მცდელობით".
დეტალები: 2 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ მათი სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 3 დარღვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენელი დაშავდა.
- 3 აგვისტოს ბაქომ სომხეთი დაადანაშაულა სამმხრივი შეთანხმების დარღვევაში.
- მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მთელი პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე ეკისრება სომხეთს, რომელმაც ჯერ კიდევ არ უზრუნველყო შეიარაღებული ფორმირებების "მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიიდან გაყვანა".
ბოლო მონაცემები: არმენპრესი მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს, დაახლოებით სამ საათზე აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა საკონტაქტო ხაზის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთზე უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს.
- მათი ინფორმაციით, შედეგად "მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის" ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 8 სომეხი სამხედრო კი დაიჭრა.
- აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კი 3 აგვისტოს სომხურმა დანაყოფებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ისროლეს ლაჩინის რეგიონის მიმართულებით მათ პოზიციებზე, რასაც 1 ჯარისკაცი ემსხვერპლა.
კონტექსტი: როგორც OC Media წერს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი ჩართულობა იყო შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან, შედეგად ბრიუსელი, რუსეთთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი შუამავალი გახდა.
- შეტაკებების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდმა სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
- გამოცემა აღნიშნავს იმასაც, რომ აზერბაიჯანის ურთიერთობები ევროკავშირთან შეიცვალა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ გაზარდონ გაზის ექსპორტი აზერბაიჯანიდან, რათა შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება რუსულ გაზზე.
- მათივე თქმით, მიუხედავად უკრაინის ომის გამო რუსეთსა და დასავლეთს შორის განხეთქილებისა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი იქცა იშვიათ სფეროდ, სადაც დასავლეთი მზად არის ითანამშრომლოს რუსეთთან.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები