რატომ უნდა გამოიყენოთ საიდინგი? — მისი დანიშნულება და უპირატესობები
საიდინგს — გარე ფასადის შესაფუთ სპეციალურ მასალას — დღეს აქტიურად იყენებენ საზღვარგარეთ. განსაკუთრებით პოპულარული ის აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებშია. საქართველოში საიდინგები, მისი თანამედროვე ფორმით, ჯერ ფართოდ გავრცელებული არ არის. თუმცა, ამ რეალობას ნელ-ნელა სამშენებლო-სარემონტო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი ნოვა ცვლის — კომპანიამ წელიწადზე მეტია საიდინგების ქართული წარმოება დაიწყო და ადგილობრივებისთვის მასზე ხელმისაწვდომობა საგრძნობლად გაზარდა.
სტატიაში გაგაცნობთ მიზეზებს, თუ რატომ უნდა გამოიყენოთ საიდინგები და მოგიყვებით ნოვას მიერ წარმოებული შესაფუთი მასალის უპირატესობებზე.
რა პრობლემებს მოგიგვარებთ ფასადის საიდინგით შეფუთვა?
ალბათ, ზღვისპირა სოფლებსა და ქალაქებში არაერთხელ შეგიმჩნევიათ სხვადასხვა მასალით შეფუთული შენობის კედლები. ამით იქაური მცხოვრებლები ნესტის შეკავებასა და საკუთარი სახლის დაზიანებისგან დაცვას ცდილობენ. საიდინგის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც სწორედ ეს არის — ის ბარიერია, რომელიც სინესტეს კედლებამდე არ უშვებს და ხელს უშლის არა მხოლოდ გარე კედლების დასველებასა და დაზიანებას, არამედ სახლის შიგნით ნესტისა და ობის გავრცელებასაც.
საიდინგი შენობას იცავს წვიმის, ქარის, ძლიერი სიცხისა თუ ყინვისგან მიყენებული ზიანისგანაც. მთავარია, მასალა იყოს მდგრადი და მკაცრ კლიმატურ პირობებზე გათვლილი.
საიდინგები გამოიყენება სახლის იზოლაციისთვისაც, რათა მასში რთულად შეაღწიოს სიცივემ თუ სიცხემ და მარტივი გახდეს ოთახებში ერთიანი ტემპერატურის შენარჩუნება. შესაბამისად, საიდინგით შეფუთული სახლი გაცილებით ენერგოეფექტურია, რადგან იზოლირებული შენობის გათბობისა და გაგრილებისთვის გაცილებით ნაკლები ბუნებრივი აირი და ელექტრო ენერგიაა საჭირო. ამასთან ერთად, ის ახშობს ხმაურსაც და იცავს სახლს მწერებისა თუ მღრღნელებისგან.
საიდინგი კარგი საშუალებაა დაზიანებული კედლების გასაახლებლად ან შენობისთვის უნიკალური იერსახის მისაცემად. თანამედროვე დიზაინში მას, ასევე, იყენებენ მეტი სიმყუდროვის შესაქმნელად. ამ მიზნით, საიდინგით უმეტესად ვერანდებს ფუთავენ.
ნოვას წარმოების საიდინგი — რა არჩევანი აქვს ქართველ მომხმარებელს?
ნოვა პირველია, რომელმაც საქართველოში საიდინგების წარმოება დაიწყო და ქართველი მომხმარებლებისთვის ის ხელმისაწვდომი გახადა. კომპანია მას თუნუქისგან ამზადებს, რადგან სპეციალური წესით დამუშავებული თუნუქი მდგრადია ნებისმიერი კლიმატისა და ამინდის მიმართ, შესაბამისად, დიდხანს ძლებს დაუზიანებლად და აქვს ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა. ნოვას საიდინგი არის მსუბუქი და ადვილია მისი ტრანსპორტირება და დამონტაჟება. ამასთან ერთად, ის იოლად იწმინდება და მარტივია მოსავლელადაც.
ნაგებობის შეფუთვამდე კედლებს წინასწარ მომზადება და დამუშავება არ სჭირდებათ, თუმცა, იმისათვის, რომ საიდინგმა თავისი ფუნქცია უფრო დიდხანს შეასრულოს, აუცილებელია, მონტაჟისას კედლებზე სპეციალური საიზოლაციო მასალები გამოვიყენოთ.
ნოვას საიდინგები იდეალურია ვერანდების შესაფუთად და შემოსაღობადაც.
ნოვა აწარმოებს სამი განსხვავებული ფორმის, ათზე მეტი ფორმატის, სხვადასხვა ფერებისა და სისქის საიდინგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ის თავისი საჭიროებისა და გემოვნების მიხედვით შეარჩიოს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები