გირჩი და მოქალაქეები დეპოლარიზაციის გზად სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლასა და ივანიშვილის დაბრუნებას ხედავენ
ოპოზიციონერი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, სადაც დეპოლარიზაციისა, დეოლიგარქიზაციის პრობლემის მოგვარებისა და ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების გზებზე საუბრობენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმა დეპოლარიზაციასა და დეოლიგარქიზაციასაც მოიცავს.
- რეკომენდაციების შესასრულებლად ხელისუფლებას 6-თვიანი ვადა აქვს.
დეტალები: როგორც ისინი აცხადებენ, პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად ძალისხმევა არცერთმა პარტიამ არ უნდა დაიშუროს და ამ მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით უნდა იყოს გაჯერებული.
- ამბობენ, რომ დროა, ქართულ პოლიტიკაში უმიზნო დაპირისპირებისა და ოპონენტებისგან მტრის ხატის შექმნის პრაქტიკა დასრულდეს.
გარდა ამისა, დეპუტატები წერენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებისა და პოლარიზაციის დასრულებისთვის ქვეყანაში პლურალისტური პოლიტიკური გარემო უნდა ჩამოყალიბდეს, სადაც გადაწყვეტილებები არა ერთპიროვნულად, არამედ დისკუსიის საფუძველზე იქნება მიღებული.
- "მსგავსი პოლიტიკური ტრადიციის დამკვიდრება, საბოლოო ჯამში, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც ევროკავშირისკენ, ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში კონსოლიდირებული დემოკრატიის ჩამოყალიბებას".
რა მიაჩნიათ გამოსავლად: ამ მიზნის მისაღწევად დეპუტატები სამ ნაბიჯს ასახელებენ. პირველ რიგში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასა და საარჩევნო ბარიერის დაწევას საუბრობენ.
- წერენ, რომ ეს პირდაპირ ეხმიანება დეპოლარიზაციისკენ ევროკავშირის მოწოდებას.
სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა: ესაა შემდეგი ნაბიჯი, რასაც დეპუტატები უსვამენ ხაზს. ამბობენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება პოლარიზაციას შეამცირებს და ქართულ პოლიტიკურ ველს გააჯანსაღებს.
- "მმართველ პოლიტიკურ ძალას კი გამოაცლის მტრის ხატს რომელთან პოლემიკაც ორმხრივი სიძულვილის ენაზე აგებული".
- თუმცა, აქვე დასძენენ, რომ მნიშვნელოვანია "მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული რისკები ქვეყნისთვის ისტორიული სირცხვილის გამეორების წინაპირობა არ გახდეს".
ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება: ეს არის მესამე ნაბიჯი, რომელიც დეპუტატებს პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებისა და პოლარიზაციის შემცირების გზად ესახებათ.
- "ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან შორს არ არის".
- მათი განცხადებით, ივანიშვილის დაბრუნება აუცილებელია, რადგან ქვეყანა "სწორ კონსტიტუციურ ჩარჩოს" დაუბრუნდეს.
- "პოლიტიკური პასუხისმგებლობა პროცესებზე უნდა აიღოს იმან, ვინც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს ან ამ გადაწყვეტილების მიღების ყველანაირი რესურსი გააჩნია".
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები