რა ხდება ყარაბაღში — ბოლო სიახლეები კონფლიქტის ზონიდან
მთიან ყარაბაღში სიტუაცია ისევ დაძაბულია — ადგილობრივმა ლიდერმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადა. ბოლო დღეებში დაწყებულ დაპირისპირებაში სომხეთი და აზერბაიჯანი, ტრადიციულად, ერთმანეთს ადანაშაულებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2020 წლის 10 ნოემბერს, 40-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც სომხეთს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემა მოუწია, ხოლო ლაჩინში შეიქმნა დერეფანი, სადაც "რუსი სამშვიდობოები" განლაგდნენ.
- ამის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არაერთხელ დაირღვა და სხვადასხვა მონაცემით, მეორე ომის დასრულების შემდეგ, რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა.
რა მოხდა: ჯერ კიდევ 28 ივლისს არცახის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლი გახსნა. ოფიციალური ბაქო ბრალდებებს უარყოფდა.
- თუმცა, რადიო თავისუფლების სომხური ბიუროს ინფორმაციით, 30 ივლისს რუსეთის ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტმა, ფაქტობრივად, დაადასტურა ეს ინფორმაცია, როცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაზე ისაუბრა.
- პირველ აგვისტოს მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა საკონტაქტო ხაზის გადაკვეთა სცადეს და "პროვოკაციას მიმართეს".
- 2 აგვისტოს კი რუსეთის თავდაცვამ თქვა, რომ მათი პასუხისმგებლობის ზონაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, აზერბაიჯანიმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 3-ჯერ დაარღვია.
- 3 აგვისტოს ბაქომ სომხეთი დაადანაშაულა სამმხრივი შეთანხმების დარღვევაში — მათ აღნიშნეს, რომ მთელი პასუხისმგებლობა "აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე ეკისრება სომხეთს".
ბოლო მონაცემები: აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ მათი ჯარისკაცის სიკვდილის გამო, სომხეთის წინააღმდეგ ოპერაცია "შურისძიება" წარმატებით განახორციელეს და კონტროლის ქვეშ აიღეს გირხგიზის, სარიბაბას და სხვა დომინანტური სიმაღლეები ყარაბაღის ქედის გასწვრივ.
- მთიანი ყარაბაღის "თავდაცვის არმია" ამბობს, 4 აგვისტოს ღამით ვითარება შედარებით სტაბილური იყო.
- თუმცა სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, კონტაქტის ხაზზე ამ დროისთვის საომარი მოქმედებების არარსებობის მიუხედავად, ვითარება უკიდურესად დაძაბულია.
მსხვერპლი: აზატუტიუნის ინფორმაციით, ყარაბაღში დაჭრილი სომეხი ჯარისკაცების რაოდენობამ 19-ს მიაღწია, ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
- მთიანი ყარაბაღის "თავდაცვის არმიის" განცხადებით კი, 3 აგვისტოს მათ შემადგენლობაში 2 სამხედრო დაიღუპა და 14 დაიჭრა.
- ღია წყაროებიდან ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ 1 აზერბაიჯანელი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ.
საერთაშორისო გამოხმაურება: შეტაკებების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, პირველ აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდმა სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
- 3 აგვისტოს ევროკავშირმა მოუწოდა მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები — მათი თქმით, აუცილებელია დეესკალაცია, ცეცხლის შეწყვეტის შეთახნმების პატივისცემა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება.
-
შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია და ყურადღებით ადევნებს თვალს ინტენსიური ბრძოლების შესახებ ცნობებს — მოუწოდებენ, გადაიდგას სასწრაფო ნაბიჯები დაძაბულობის შესამცირებლად და ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
- ასევე, ეუთომ მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა დეესკალაციისა და დიალოგის განახლებისთვის.
- მომხდარს გამოეხმაურა სამხედრო გაერთიანება ОДКБ-ც და მოუწოდა კონფლიქტის მხარეებს, თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან და ისარგებლონ მხოლოდ დიპლომატიური მეთოდებით.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები