რატომ ამოწმებს ჭიათურის გამგეობა, ვის ძროხასთან იღებს ფოტოებს მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობა
ჭიათურის გამგეობაში ჰყავთ სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც მაღალმთიან სოფლებში დადიან და ამოწმებენ, ამ სოფლის მოსახლეობა ნამდვილად საკუთარ ძროხასთან და საკუთარ ყანაში იღებს თუ არა ფოტოს. ამის შესახებ On.ge-ს ჭიათურის გამგებლის წარმომადგენელმა, როინ ხუციშვილმა განუცხადა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალოვანის მოსახლეობა გამგეობის მოთხოვნებს აპროტესტებს, რომ მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებისთვის წარსადგენ ერთ-ერთ დოკუმენტად, პირუტყვთან და ყანაში გადაღებული ფოტოების მიტანა დაევალათ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ სიუჟეტში, ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლე ამბობს, რომ ასეთი მოთხოვნები მისთვის დამამცირებელია:
"ძროხებთან კი არა, შვილებთან და შვილიშვილებთან ვეღარ ვიღებ სურათს, ძროხას ენაცვალოს ჩემი თავი, მე ძროხას ვბან, ვკოცნი, თან ვყვები მაგრამ რატომ უნდა დამამციროს მე მთავრობამ ისე, რომ ძროხებთან, ქათმებთან, ღორებთან, ბოსტანში გადავიღოთ სურათი?"
სოფელი ზედა ჭალოვანი ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულს ეკუთვნის. ამ კონკრეტულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა როინ ხუციშვილმა On.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ რაღაც მეთოდით უნდა დაეფიქსირებინათ ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ცხოვრობდნენ სოფელში:
"ჩვენ გვთხოვდნენ, რომ მიგვეტანა შუქის გადასახადის ამონაწერი, რომ მაღალმთიანი სტატუსი მიგვენიჭებინა. გვჭირდებოდა ოჯახის წევრი მამაკაცი, ვინც იხდიდა ამ გადასახადს და დიასახლისები, რომლებსაც ვაღებინებდით სურათს პირუტყვთან, იმის დასადასტურებლად, რომ შინამეურნეობა აქვთ".
გამგებლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ფოტოების გადაღების პროცესს, გამგეობის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ და ამოწმებდნენ, რომ ნამდვილად თავიანთ საკუთრებასთან იღებდნენ ფოტოს. ამის შემდეგ ეს ფოტოები მიჰქონდათ გამგეობაში და იქ ადასტურებდნენ, რომ ნამდვილად ამ კონკრეტული ოჯახის იყო შინაური პირუტყვი, ყანა და ბოსტანი.
როგორც როინ ხუციშვილი განმარტავს, გამგეობის ინიციატივა ჭიათურის მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელს ეხება:
"ეს იმიტომ ხდება, რომ აქედან ძალიან ბევრი ხალხი წასულია, სოფლები დაცლილია, რითი დავამტკიცოთ, რომ ადამიანი ნამდვილად ცხოვრობს თუ არ ცხოვრობს ამ სოფელში? ამის დამამტკიცებელი საბუთი არის ერთი, რომ ის იხდის ნამდვილად დენის გადასახადს და მეორე არის ის, რომ ნამდვილად არის იქ და სოფლის მეურნეობას ეწევა. ამ ხალხს რა გონია ახლა, ვერ გავიგე, ჩვენ ჰაერზე მივცემთ ყველას მაღალმთიან სტატუსს? თბილისში რომ კაცი ცხოვრობს, სოფელში სახლი აქვს და 3-4 წელიწადი წასულია - მას ხომ არ მივანიჭებთ ამ სტატუსს? როგორ გავარჩიოთ ეს ხალხი ერთმანეთისგან? რა პროტესტი აქვს ამ ხალხს ვერ გავიგე, ვეხმარებით, გვერდში ვუდგავართ და კიდე პროტესტი აქვთ".
საქართველოს მთავრობამ 2016 წლის გაზაფხულზე მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და იქ მცხოვრებ მოსახლეობას გარკვეული შეღავათები დაუწესდა.
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები