საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის (IOI) პრეზიდენტის კრის ფილდის განცხადებით, ორგანიზაციის წევრები უნდა აკმაყოფილებდნენ წესდებით დადგენილ მაღალ სტანდარტებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კომისრის განცხადებები, მათ შორის ისეთი, სადაც ის ამართლებდა უკანონო შეჭრას.

დეტალები: IOI-ის პრეზიდენტის თქმით, კომისარს წევრობა შეუწყდა, რადგან იგი არ აკმაყოფილებს შინაგანაწესს, რომელიც მოითხოვს წევრების მიერ ომბუდსმენის ინსტიტუტის პროფესიული ეთიკის დაცვას და მიუკერძოებლობას.

  • წევრობის გაუქმების შესახებ საქმე უკვე წარედგინა რუსეთის კომისარს.
  • ინსტიტუტის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში კომისარი სრულად სამართლიან პროცედურას დაექვემდებარა.

ნინო ლომჯარიას თქმით, მან, როგორც IOI-ს მსოფლიო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას.