"აგროსფერო — თანამედროვე აგრო-განათლებისთვის" – გიორგი დავლიანიძე "აგროსფეროს" სტიპენდიატი გახდა
გიორგი დავლიანიძე 23 წლისაა. იგი აგრარული უნივერსიტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტია. მანამდე ბაკალავრიატიც აგრარულ უნივერსიტეტში დაამთავრა. დღეს უკვე კომპანია "აგროსფეროს" სტიპენდიატია. იმის შესახებ, თუ რატომ აირჩია გიორგი დავლიანიძემ ეს პროფესია და რას ნიშნავს მისთვის უმსხვილესი აგროკომპანიის სტიპენდიატობა, ინტერვიუში გვესაუბრება.
როდის გადაწყვიტეთ ამ მიმართულების არჩევა მომავალ პროფესიად?
ეს პროფესია გააზრებულად მეცხრე კლასიდან ავირჩიე და 2016 წელს ჯერ ბაკალავრიატში ჩავაბარე აგრარულ უნივერსიტეტში მეღვინეობა–მევენახეობის ფაკულტეტზე, 2020–ში დავამთავრე. იმავე წელს აქვე ჩავირიცხე მაგისტრატურაზე, აგრონომიის მიმართულებით.
რატომ მაინცდამაინც ეს პროფესია – მშობლები ამ სფეროში მოღვაწეობენ, თუ რამ გიბიძგათ ამ დარგისკენ?
ოჯახის არცერთი წევრი პროფესიით ახლოსაც კი არ არის აგრარულ სექტორთან არათუ მშობლები, არც ბებიები და ბაბუები. სულ იურისტები და პედაგოგები არიან. ამ სფეროსკენ უფრო იმან მიბიძგა, რომ ბავშვობიდან მიყვარდა ბუნებასთან ურთიერთობა, მათ შორის სოფლის მეურნეობა და ყოველთვის ვიცოდი, რომ როდესაც გავიზრდებოდი, ამ სფეროში ვიმუშავებდი. სწავლის პერიოდშივე, 18 წლის ასაკიდან დავიწყე მუშაობა აგრარულ უნივერსიტეტში ლაბორატორიაში და დღემდე აქტიურად ვარ ჩართული სამეცნიერო პროექტებში. ჩვენი საქმიანობა მოიცავს კვლევებს, ნიადაგის ნაყოფიერების მართვას და ფერმერებისთვის კულტურების მოვლა–მოყვანაზე რეკომენდაციების მიცემას.
შევიტყვეთ, რომ თქვენ გახდით კომპანია "აგროსფეროს" სტიპენდიატი. რას ნიშნავს ეს თქვენთვის და საერთოდ როგორ შეიტყვეთ ამ ინიციატივის შესახებ?
უნივერსიტეტში მოგვივიდა ინფორმაცია, რომ ტარდებოდა ასეთი კონკურსი. ჩვენი სტუდენტებისთვის ასეთი შესაძლებლობა პირველი იყო, რომელსაც კერძო კომპანია კერძო უნივერსიტეტში გვთავაზობდა. მთავარი მოთხოვნა იყო აკადემიური მოსწრება და ამის შემდეგ გავიარეთ გასაუბრება. ამ გასაუბრების შემდეგ გამოგვავლინეს ის სტუდენტები, თუ არ ვცდები სულ 3 სტუდენტი ვართ, ვინც "აგროსფეროს" სტიპენდიატები გავხდით.
თქვენთვის, როგორც მაგისტრატურის სტუდენტისთვის, რას ნიშნავს, იყოთ სტიპენდიატი?
თავისთავად, ეს ძალიან კარგი ფაქტია. ჩვენი სწავლის პერიოდში პირველად მოხდა, რომ კერძო კომპანიას კერძო უნივერსიტეტში დაგვინიშნა სტიპენდია. ეს ჩემთვის პირადად კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ შრომა ფასდება და უფრო თავდაჯერებული გავაგრძელებ სწავლას და მუშაობას.
კერძო სექტორის მხრიდან ასეთი პროექტებით მხარდაჭერა აგრარული დარგის სტუდენტებისთვის რამდენად გაზრდის აბიტურიენტების დაინტერესებას ამ მიმართულებით?
არ ვიცი, რამდენად ჩააბარებენ აქ მხოლოდ იმის გამო, რომ სტიპენდია შეიძლება მიიღონ, მაგრამ ვისაც გადაწყვეტილი აქვს უკვე ამ მიმართულების არჩევა და მითუმეტეს იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უკვე სწავლობენ ამ საქმეს, კარგი წინაპირობაა სტიმულის ასამაღლებლად მეტი ინტერესი გაუჩნდებათ. ზოგადად, ძალიან კარგია, როდესაც ისეთი კომპანია, როგორიცაა "აგროსფერო", დებს ინვესტიციას განათლებაში. კომპანიის შესახებ მანამდე მქონდა გარკვეული ინფორმაცია იგივე ფერმერებისგან, ვისთანაც გვიწევს თანამშრომლობა. თუმცა, როდესაც კომპანიაში მივედით, აღფრთოვანებული დავრჩი და ძალიან მიხარია, როდესაც საქართველოში ვხედავ კომპანიას, რომელიც მაღალი დონის მომსახურებას სთავაზობს ფერმერს.
სად ხედავთ თქვენ თავს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ?
ალბათ, უფრო სტაბილური საქმიანობა მექნება, საკუთარი წარმოების შექმნას ვგეგმავ მევენახეობა–მეღვინეობის მიმართულებით. ეს იქნება ჩემი ბიზნესი რაჭაში, სადაც მაქვს კარგი მიწის ნაკვეთი მევენახეობისთვის და გაფართოებასაც ვაპირებ. ვფიქრობ, არა მხოლოდ ალექსანდროულის მოყვანაა საინტერესო, რომლისგანაც ნახევრად ტკბილი ღვინო დგება, არამედ კიდევ უფრო მეტი პოტენციალის ათვისება, რომელიც რაჭაში არსებობს. მაგალითად, ძალიან საინტერესო ადგილწარმოშობის ვაზის ჯიშები არსებობს, რომლებისგანაც მშრალი ღვინოები დგება. ასეთი საინტერესო მეურნეობის გასამართად რესურსიც არსებობს უკვე ქვეყანაში სხვადასხვა პროგრამების სახით, მათ შორის ზოგიერთი საგრანტო პროგრამაა, ზოგიც შეღავათიანი კრედიტის სახით გაიცემა და ვფიქრობ, მიზანს აუცილებლად მივაღწევ.
სამეცნიერო საქმიანობაში პრაქტიკულად სწავლის დაწყებიდან ჩაერთეთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ მიმართულებისთვისაც დაგრჩებათ მომავალში დრო?
რა თქმა უნდა, უკვე 5-წლიანი სტაჟი დამიგროვდა სამეცნიერო საქმიანობის და ამ მიმართულებით აუცილებლად გავაგრძელებ გარკვეულ საქმიანობას. თუმცა, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ისეთი ვითარება, რომ სამეცნიერო საქმიანობით უზრუნველყო ოჯახი და ცხოვრების ხარისხი. ამიტომ პარალელურად აუცილებლად განვავითარებ საკუთარ ბიზნესს.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
კომენტარები