ქართველი სამხედროს პირადი საქმე ოკუპანტების ხელშია — რა ხდება
რუსულმა მხარემ პროპაგანდისტული ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ქართველი სამხედროების პირადი მონაცემები ჩანს. კადრების მიხედვით, ოკუპანტები ლისიჩანსკში ქართველი მებრძოლის, მიხეილ ქამხაძის პირად საქმეს პოულობენ და ამტკიცებენ, რომ ის უკრაუნულ ჯარს NATO-ს სტანდარტებით წვრთნიდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: დოკუმენტები ქამხაძის პირად მონაცმებს და სავარაუდო საბრძოლო ტაქტიკას მოიცავს.
- მათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლოგო და წარწერა აქვს.
- ამ დროისთვის უცნობია როგორ აღმოჩნდა ქართველი სამხედროს პირადი საქმე რუსეთის ხელში.
რა ხდება: რუსული პროპაგანდისტული მედიის სიუჟეტში ამტკიცებენ, რომ "გათავისუფლებულ ტერიტორიებზე" პოულობენ უცხოელი დაქირავებულების კონფლიქტში მონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
- მათი თქმით, ლისიჩანსკში მიაგნეს უკრაინული ძალების სავარჯიშო ბაზას, სადაც მათ "დაქირავებულები" წვრთნიდნენ.
- კადრებში დაბომბილ შენობას აჩვენებენ, სადაც აგდია დროშა ნაცისტური სიმბოლოთი, ამით ისინი ცდილობენ გაამყარონ კრემლის პროპაგანდა უკრაინელების "ნაციონალიზმზე".
- შემდეგ კი აცხადებენ, რომ იპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ჩართულობაზე მოწმობს — აჩვენებენ ქართველი ვეტერანის სამხედრო ბარათს და საქაღალდეს წარწერით "პირადი საქმე".
რას ამბობს მიხეილ ქამხაძე: ქართველი მებრძოლის განმარტებით, ეს საბუთები 2016 წელს თავდაცვის სამინისტროში მიიტანა, თუმცა სამსახურში არ აიყვანეს და 2017 წელს უკრაინაში წავიდა.
- მთავარ არხთან ის აცხადებს, რომ პირად საქმეს უკრაინაში ფიზიკურად ვერ წაიღებდა, ფორმულასთან კი ადასტურებს, რომ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები ოფიციალურია და საკუთარი ხელმოწერაც ამოიცნო.
- მისი თქმით, ამ ანკეტაში ოჯახის ყველა წევრის ინფორმაციაა და საფრთხისშემცველია.
- ქამხაძე ვარაუდობს, რომ პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროს არქივის დეპარტამენტიდან გაყიდეს.
რას ამბობენ სხვა სამხედროები: უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე მთავარ არხთან ჰყვება, რომ რუსებს მისი პირადი ინფორმაციაც აქვთ.
- ხმალაძის თქმით, მისი და მეგობრების პირადი ინფორმაცია 27 მარტს რუსულ Telegram არხზე გავრცელდა.
- ის ამბობს, რომ შეუძლებელია ქართველი მებრძოლების საქმეები ლისიჩანსკში შემთხვევით აღმოჩენილიყო.
- თადარიგის ოფიცერი დავით მაყიშვილი კი მთავარ არხთან აცხადებს, რომ რუსებს ყველა იმ ქართველი მებრძოლის მონაცემები აქვთ, ვისაც უკრაინასთან რაიმე შეხება ჰქონია.
- მაყიშვილის თქმით, 2015 წელს სუს-ის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა უწყებიდან ინფორმაცია გაიტანა, რუსეთში გაიქცა და ამჟამად უცნობია სად იმყოფება ის.
იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ თუ ვინმე ბრალს დებს რომელიმე კონკრეტულ ადამიანს დანაშაულის ჩადენაში, ამისთვის შესაბამისი წესები არსებობს და უნდა მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს.
- "მსგავსი ტიპის ბრალდება, თითქოს და სახელმწიფო გადასცემს სხვებს ასეთ საიდუმლო ინფორმაციას ბუნებრივია, არის აბსურდული", — თქვა რატი ბრეგაძემ.
ნაცინალური მოძრაობის ლიდერის შეფასებით, ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებობს ძლიერი რუსული გავლენები და ქსელი.
- "ვნახეთ, თუ როგორ აწვდის უსამშობლო ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების პირად საქმეებს იმ რუსებს, რომლის წინააღმდეგაც ისინი იბრძოდნენ 2008 წელს და იბრძვიან ახლა უკრაინაში".
- "ეს არ არის ინდივიდუალური ღალატი. ესაა რუსეთის ოცნების მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა", — განაცხადა ნიკა მელიამ.
დროას ლიდერის განცხადებით, ქართული ოცნება მტრებს ქართველი გმირების შესახებ ინფორმაციას გადასცემს და ეს ღალატია.
- "მე არანაირი მოთხოვნა არ მაქვს თავდაცვის მიმართ, იმიტომ რომ არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ უწყება, რომელიც ინფორმაციას გასცემს, რაიმე კეთილსინდისიერ განმარტებას გააკეთებს".
- "არანაირი ილუზია არ მაქვს გამოძიების შესახებ, იმიტომ რომ ეს გამოძიება მიტაცებულია, მაგრამ არანაირი ილუზია ასევე, არ მაქვს, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოება ამ ღალატის ფაქტს ქართულ ოცნებას ვაპატიებთ", — თქვა ელენე ხოშტარიამ.
თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით განცხადება გაავრცელა და ამტკიცებს, რომ ინფორმაცია სიცრუეა და ბრალდების არცერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს.
- სამინისტროს თქმით, სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, მათი პირადი საქმეები მატერიალური სახით იგზავნება მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურებში.
- უწყება ამბობს, რომ მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში, ამიტომ "შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო".
- "იმას, არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში, შესაბამისი სამსახური დაადგენს".
- სამინისტრო ამ შემთხვევაშიც კრიტიკულ მედიას და ოპოზიციას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს "აბსურდული და მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაციაა".
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები