მინისო ქუთაისში — პირველი ფილიალი აეროპორტში მსოფლიოს მასშტაბით
უკვე მე-7 წელია, საქართველოს ბაზარზე მინისო გამოჩნდა. ამ დროის განმავლობაში, მინისოს მაღაზიათა ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოველწლიურად ფართოვდებოდა, ახლა კი, ბრენდის მე-20 ფილიალი ქუთაისის აეროპორტში გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი მინისოს მაღაზიის ამ ლოკაციაზე გახსნის პირველი პრეცედენტია. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი მსოფლიოში 100-ზე მეტ ქვეყანაში, 5000-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი, ქსელის არცერთი სხვა ფილიალი აეროპორტში არ მდებარეობს.
მინისოს დახლები 10 კატეგორიის პროდუქციას და სხვადასხვა ქვეყნის წარმოების 10,000-ზე მეტი დასახელების ნივთს აერთიანებს. მათ შორისაა სამოგზაურო აქსესუარები, სეზონური ნივთები და საჩუქრები ყველა ასაკის თუ გემოვნების ადამიანისთვის. ამავდროულად, მინისო გამოირჩევა საინტერესო კოლაბორაციებით ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Marvel, Disney, Toy Story, Sanrio, Hello Kitty და სხვ.
"ჩვენს ქსელში სამოგზაურო აქსესუარები ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა — მინისოში აღმოაჩენთ ყველა ნივთს, რაც მოგზაურობისთვის გჭირდებათ, მგზავრობისას კომფორტს გიქმნით თუ დროის გაყვანაში გეხმარებათ. დამატებით, მინისო ერთ-ერთი საუკეთესო სასაჩუქრე ადგილია — პროდუქტების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, აქ შესაფერის ნივთს ნებისმიერი ასაკის, გემოვნების, სურვილებისა თუ მისწრაფებების ადრესატისთვის აღმოაჩენთ. ამავდროულად, ჩვენს ფილიალებში წარმოდგენილია ევროპული კოსმეტიკაც. აეროპორტში კოსმეტიკის შეძენა კი, მგზავრებისთვის საკმაოდ ორგანული და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩვევაა.
სწორედ პროდუქციის და კოლექციების რელევანტურობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მინისოს ახალი ფილიალი აეროპორტში როგორც მომხმარებლისთვის, ისე — ჩვენთვის, გაყიდვების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წერტილად იქცევა".
როგორც მინისოში ამბობენ, მსოფლიოში არსებული უდიდესი გამოწვევების მიუხედავად, ბრენდი ზრდის მაჩვენებლებს ინარჩუნებს და ბაზარზე წარმატებულ ოპერირებას აგრძელებს.
"2016 წელს, მინისოს პირველი მაღაზიის გახსნიდან დღემდე, მუდმივად ვფართოვდებით — ქვეყანაში მინისოს ფილიალების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისისა და პოსტპანდემიური პრობლემების მიუხედავად, ჩვენი განვითარების ტემპი არ შენელებულა და 2022 წელს 20 ფილიალით ვხურავთ, რაც ძალიან გვახარებს.
გაფართოების კუთხით, განსაკუთრებით გამოირჩეოდა 2019 წელი, როცა ქვეყნის მასშტაბით, 7 ახალი მაღაზია გავხსენით. მომდევნო წელს კი, მინისომ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 6.5 მილიარდი დოლარი მოიზიდა, რაც კომპანიისთვის წარმატებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის კიდევ ერთი ბიძგი გახდა", — აღნიშნავს მინისოს გენერალური დირექტორი - ბექა კიკალეიშვილი.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები