ტესტი: მზად ხარ თუ არა ბლოკჩეინზე სასაუბროდ?
თუ არა, ამ ტესტით შეგამზადებთ.

25K
წაკითხვა
1.7K
გაზიარება
თანამედროვე სამყაროსთან ერთად ჩვენი ფინანსური თუ ციფრული ფუნქციონირება მნიშვნელოვნად იცვლება. ამ ყველაფერში ახალი ტექნოლოგიები აქტიურად მონაწილეობს. ერთ-ერთი ასეთია ბლოკჩეინი, რომელშიც საბაზისო ცოდნაც აუცილებლად გამოგადგებათ, თუ ერთხელ მაინც გიფიქრიათ კრიპტოვალუტით ვაჭრობაზე ან მომავლის ციფრულ ფუნქციონირებაზე.
ამ ტესტით გაიგებ, შეგიძლია თუ არა ბლოკჩეინზე ისაუბრო.
ტესტი: მზად ხარ თუ არა ბლოკჩეინზე სასაუბროდ?
ტესტის დაწყება1 / 10 დავიწყოთ მარტივით: რა არის ბლოკჩეინი?

- ეს დეცენტრალიზებული და დამოუკიდებლად მართვადი ერთგვარი მონაცემთა ბაზაა, რომელშიც ერთხელ ჩაწერილი ტრანზაქცია სამუდამოდ ინახება და არ იცვლება
- რა ჩეინი?
- ეს არის ჯაჭვი, რომელიც ციფრულ სამყაროსა და ადამიანს ერთმანეთთან აკავშირებს
2 / 10 რომელ წელს შეიქმნა ბლოკჩეინ ტექნოლოგია?

3 / 10 რატომ ვერ იშლება ან იცვლება ბლოკჩეინში ერთხელ გაკეთებული ჩანაწერი?

- ამას ხელს უშლის ტექნოლოგიაში ინტეგრირებული სერიოზული კრიპტოგრაფიული ალგორითმები
- ბლოკჩეინში მისი შეცვლის ფუნქცია არაა ჩაშენებული
- ამას არ დაუშვებენ ის კომპანიები, რომლებიც ბლოკჩეინს აკონტროლებენ
4 / 10 რატომ ჰქვია ბლოკჩეინს ბლოკჩეინი?

- ამ ტექნოლოგიის ბლოკები (გვერდები) სართო ჯაჭვის შემადგენელი ნაწილია
- ბლოკჩეინის "გვერდებს" ბლოკები ეწოდება
- ეს "ბლოკების ჯაჭვს" ნიშნავს. ყველა ბლოკი ხისტადაა ერთმანეთზე მიბმული, სპეციალური კრიპტოგრაფიული "ბოქლომებით"
5 / 10 ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებაა სწორი:

- ბლოკჩეინ-ტექნოლოგია მტკიცედ ასოცირდება კრიპტოვალუტებთან, მაგრამ რეალურად, ის მხოლოდ კრიპტოვალუტებით არ შემოიფარგლება
- ყველა პასუხი სწორია
- იმისათვის რომ კრიპტოვალუტებში ინვესტიციისას მოგება მივიღოთ, მნიშვნელოვანია თუნდაც საბაზისო დონეზე გვესმოდეთ ბლოკჩეინი
- კრიპტოვალუტები ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის უტილიტალური გამოყენების ერთ-ერთი ფორმაა და არა ერთადერთი
6 / 10 ვინაა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შემქმნელი?

7 / 10 რომელია ბლოკჩეინის ბაზაზე რეალიზებული პირველი პროექტი?

8 / 10 რაში შეგვიძლია ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება?

- პირად გადარიცხვებში
- კიბერუსაფრთხოებაში
- დაცულ ტრანზაქციებში
- ყველა პასუხი სწორია
- დაზღვევაში
- საერთაშორისო გადახდებში
9 / 10 რა განსხვავებაა ბიტკოინსა და ბლოკჩეინს შორის?

- ბიტკოინი ტექნოლოგიაა, ხოლო ბლოკჩეინი კრიპტოვალუტა
- ბიტკოინი კრიპტოვალუტაა, ხოლო ბლოკჩეინი ტექნოლოგია
- ისინი სხვადასხვა დროს გაჩნდნენ
- ბიტკოინი ფინანსურ ტრანზაქციებს ეხება, ხოლო ბლოკჩეინი — არა
10 / 10 ძირითადად, რა განასხვავებს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ გადახდებს ჩვეულებრივი საბანკო გადახდებისგან?

- ბლოკჩეინის ტრანზაქციები გამჭვირვალეა
- ბანკი ცენტრალიზებული სისტემაა, ბლოკჩეინი კი დეცენტრალიზებული
- ბანკის ტრანზაქციები კრიპტოგრაფიულად დაცული არაა
ერთი წუთით...
კომენტარები