რატომ არის საქართველოში აივთვითტესტირება მნიშვნელოვანი
საქართველო აივინფექციის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება საკვანძო პოპულაციაში მაღალი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლით. თუმცა, შესაბამისი ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, დაავადების სწრაფი გავრცელებაა მოსალოდნელი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაბალია დაავადების გავრცელების მაჩვენებელი და სულ უფრო ნაკლებად გვხვდება აივინფექციის ახალი შემთხვევები, ე.წ. MSM პოპულაციასა და ახალგაზრდებში დაავადების გადაცემის ბოლო დროს გაზრდილი მაჩვენებელი მიუთითებს სიტუაციის პოტენციური გაუარესების რისკზე. ეპიდემიოლოგიური მონაცემები ცხადყოფს, რომ შემთხვევათა დიდი ნაწილი გვხვდება ჰეტეროსექსუალ კაცებს შორის, რაც მიუთითებს სტიგმასა და სურვილის არქონაზე, გამჟღავნდეს დაავადების გადაცემის გზები. აღნიშნულის გამომწვევი მიზეზები კი, სავარაუდოდ, აივინფექციის შესახებ ცნობიერების დაბალ მაჩვენებელსა და დაავადების შესახებ არასწორ წარმოდგენებს უკავშირდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აივტესტირებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, აივის ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი დაგვიანებულ ეტაპზეა გამოვლენილი.
ზეოხსენებულის გათვალისწინებით, ერთობლივი ინოვაციური ინიციატივის ფარგლებში, UNFPA-მ გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, ქცევითი მეცნიერების გამოყენებით შეისწავლა აივტესტირების დაბალი მაჩვენებლის ძირითადი გამომწვევი ფაქტორები და საქართველოში აივთვითტესტირების ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC), საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ თანადგომასა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან. პროექტის ფარგლებში, ქცევითი მეცნიერების გამოყენებით, შემუშავდა და გავრცელდა მესიჯ-ბოქსები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს სამიზნე ჯგუფებს აივთვიტესტირებაზე გადაწყვეტილების მიღებაში. ინიციატივას ფინანსურად მხარს უჭერს გაეროს
განვითარების პროგრამა(UNDP) და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
რამდენად მნიშვნელოვანია აივინფექციის დროულად გამოვლენა
რატომ არის აივინფექციის დროული გამოვლენა მნიშვნელოვანი? როგორ ხდება დაავადების გავრცელება? როგორია საქართველოს სტატისტიკა? რამდენია ინფიცირებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა? რა არის შიდსი? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ეპიდემიოლოგსა და პროექტის ექსპერტს, გიორგი ხეჩიაშვილს ვესაუბრეთ.
რა არის აივინფექცია და იგივეა თუ არა, რაც შიდსი?
აივინფექცია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსისგან გამოწვეული დაავადებაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრიდან იქ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცოცხლობს. შიდსი — შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი — დაავადების გარკვეული სტადიაა, რა დროსაც, იმუნიტეტის მკვეთრი დაქვეითების გამო, სახეზე გვაქვს სხვადასხვა ტიპის დაავადებები.
აივინფექცია არ არის განკურნებადი ინფექცია, თუმცა, არის ქრონიკული მართვადი დაავადება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა, რომელსაც აივინფექცია აქვს დადასტურებული, მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიღოს გარკვეული მედიკამენტები.
როგორია საქართველოს სტატისტიკა?
საქართველოში აივინფექცია/შიდსის შემთხვევა პირველად 1989 წელს დაფიქსირდა. დღეის მდგომარეობით, ჩვენი ქვეყანა აივინფექციისა და შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს შორის განიხილება. სტატისტიკურად დაავადების ყველაზე მაღალი გავრცელება გვხვდება დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემთხვევებში ჰეტეროსექსუალებს შორის (დაახლოებით, 50%), ნარკოტიკებით ინიექციური მომხმარებლების შემთხვევებში (დაახლოებით 34%) და დაახლოებით 12-13% — ე.წ. MSM პოპულაციაში.
2022 წლის 23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 9 268 აივინფექციის შემთხვევა, მათგან 6 917 არის კაცი, ხოლო 2 351 — ქალი. გამოვლენის დღიდან სულ გარდაიცვალა 1 956 ადამიანი.
ამ ეტაპზე საქართველოში მედიკამენტურ მკურნალობაში ჩართულია სულ 5 740 ადამიანი. დანარჩენმა ადამიანებმა ან უარი განაცხადეს მკურნალობაზე, ან დატოვეს ქვეყანა.
როგორია აივინფექციის გადაცემის გზები და ვინ უნდა გაიკეთოს ტესტი აივინფექციაზე?
აივინფექციის გადაცემის 3 გზა არსებობს: 1. სისხლისმიერი — არაშემოწმებული სისხლის გადასხმა სხვა ადამიანისთვის ან რაიმე ისეთი ინსტრუმენტის გამოყენება, რომელსაც ვირუსის მატარებელი ადამიანის სისხლთან ჰქონდა შეხება და არ არის სტერილური. 2. დაუცველი სქესობრივი კონტაქტი. 3. დედიდან შვილზე, როგორც მუცლად ყოფნის, ისე მშობიარობის ან ლაქტაციის პერიოდში. აივინფექციის გადაცემის სხვა გზა არ არსებობს!
აღსანიშნავია, რომ აივინფექცია ხანგრძლივი დროის განმავლობაში აბსოლუტურად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და თუ ადამიანმა დროულად არ ჩაიტარა გამოკვლევა, ჯანმრთელობის მხრივ, მას წლების განმავლობაში არაფერი შეაწუხებს. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი იქნება ვირუსის მატარებელი და გადამდები ზემოხსენებული გზებით.
ვინ და რა შემთხვევაში უნდა გაიკეთოს აივინფექციაზე კვლევა?
საქართველოს კანონმდებლობით აივინფექციაზე კვლევა სავალადებულო არ არის ერთადერთი გამონაკლისის გარდა. ტესტი სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სხვისთვის სისხლის გადასხმას გეგმავს ან აპირებს ორგანოს დონაციას.
ქვეყანაში რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა მუშაობს, რომელიც გულისხმობს ჩვეულებრივ რუტინულ კვლევებს: 1. ორსულებში კვლევას, რომელიც ტარდება ორსულობის პირველ ტრიმესტრში ქალთა კონსულტაციისას. 2. სისხლის და ორგანოს დონორების სავალდებულო კვლევა 3. მაღალი რისკის ჯგუფთა კვლევა.
ტესტირება აივინფექციაზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რაც ადრეა დიაგნოზი დასმული, მით სწრაფად ხდება მკურნალობის დაწყება და მით უფრო ეფექტიანია ის. თუ ადამიანმა ადრეულ ეტაპზევე დაიწყო მკურნალობა, მას არ განუვითარდება შიდსის სტადია, რა დროსაც სახეზე გვაქვს კლინიკური ნიშნები. დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, მკურნალობა, ცხადია, ეფექტიანი იქნება, მაგრამ იმუნიტეტის არარსებობის გამო შეიძლება თანდართული იყოს დაავადებები, რომლებმაც ისე დაამძიმოს ადამიანის მდგომარეობა, რომ დადგეს ლეტალური შედეგი.
ადრეული დიაგნოსტირების შემთხვევაში, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის უტოლდება ჯანმრთელი პოპულაციის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას.
რამდენად მნიშვნელოვანია აივინფექციაზე თვითტესტირება?
საქართველოში აივინფექციაზე თვითტესტირება სიახლეა. დღევანდელი პროგრამის ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო სექტორი, მათ შორის, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ახორციელებს, ჩართული მხარეები მაქსიმალურად ცდილობენ ადამიანებს გაუმარტივონ გადაწყვეტილების მიღება აივინფექციის კვლევაზე.
თვითტესტირების დროს ადამიანი ტესტს სახლში იკეთებს, თავისი სურვილისამებრ, როცა მოუნდება, ყოველგვარი დამატებითი ბარიერებისა და სტიგმის გარეშე. გავითვალისწინოთ, რომ ტესტირება უნდა ჩატარდეს რისკის პერიოდიდან გარკვეული "ფანჯარა პერიოდის" შემდეგ, რათა სარწმუნო შედეგები მივიღოთ. კონკრეტულად რა პერიოდია ვირუსისთვის საინკუბაციო, ვერ გეტყვით, რადგან ყველა ტესტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და აღნიშნულთან დაკავშირებით პაციენტმა სამედიცინო კონსულტაცია უნდა გაიაროს. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია ტესტირების შედეგების განსაზღვრასთან დაკავშირებით.
რაც მეტი ადამიანი გვეყოლება გამოკვლეული, მით მეტ ადამიანში გვექნება აივინფექცია გამოვლენილი, შესაბამისად, დაიწყება აივინფიცირებულების დროული მკურნალობა და შემცირდება ინფექციის გადაცემის რისკი.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ჩართულობით მიმდინარე პროექტის მნიშვნელობა
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) თანამშრომლობით ახორციელებს აქტივობებს მასშტაბური პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს აივტესტირების მიმღებლობის გაზრდას ძირითად მოსახლეობაში. ინიციატივა ქცევითი ფაქტორების ზეგავლენა აივტესტირების დაბალ მაჩვენებელზე საქართველოში დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
ქცევით მეცნიერებაზე დაფუძნებული მესიჯები შემუშავებულია და შემდგომში შემოწმებულია ეფექტიანობაზე იმისთვის, რომ მოსახლეობაში გაზარდოს აივთვიტესტირების მოტივაცია. კვლევაზე დაყრდნობით, შერჩეულია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის, ასევე, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრისა და აივმკვლევრებისათვის გადაცემულია ყველაზე ეფექტიანი საკომუნიკაციო მესიჯები შემდგომი საინფორმაციო კამპანიის დასაგეგმად. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ასევე მუშაობს შერჩეული სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ზრდაზე იმისთვის, რომ ახალგაზრდები უზრუნველყონ კონფიდენციალური და სანდო სამედიცინო კონსულტაციით, ყოველგვარი სტიგმის გარეშე.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები