ნიკა მელია

11 Aug. 2022, 22:06

დღეს უსამშობლო, კოლაბორაციონისტების პარტიამ — რუსულმა ოცნებამ განცხადება გამოაქვეყნა და რუსი ოლიგარქის მიზნები გაახმოვანა.

ეს წერილი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის შეუნიღბავ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღიად ღალატის მანიფესტს.

რუსული ოცნება და პირადად ივანიშვილი კიდევ უფრო აღრმავებს ღია დაპირისპირებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ოლიგარქი სტრატეგიულ პარტნიორთან შედის იმგვარ დაპირისპირების სპირალში, რაც მათი ღრმა რწმენით, ჩვენს მეგობრებს ხელს ააღებინებს საქართველოს მხარდაჭერაზე და გადავიქცევით რუსეთის ჩამორჩენილ გუბერნიად.

რუსულ ოცნებას ავიწყდება ერთი რამ, ამერიკის შეერთებული შტატები ერთმანეთისგან კარგად მიჯნავს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნას და მის ხალხს და ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მყოფ პარტიასა თუ ცალკეულ პიროვნებებს.

ყოველი თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე რეალურად არის რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი!

რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი უკვე გახსნილად ეწევა რუსულ თამაშს. აქამდე ის შენიღბულად მოქმედებდა და სწორედ ამ შენიღბული მოქმედების შედეგია ის, რომ მას ბოლო დრომდე ჰყავდა მხარდამჭერები, რომლებსაც უნდათ თავისუფალი სამყაროს წევრობა, ანუ ევროკავშირი და ნატო!

დღეს მთელმა ქართულმა საზოგადოებამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ივანიშვილის მმართველობა და დასავლეთისკენ სწრაფვა სრულიად შეუთავსებელია.
ივანიშვილი საქართველოს უკეტავს ევროპის კარს!

რაც შეეხება რუსული ოცნების შიშებს, მათი რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით. გვესმის რომ შიშს დიდი თვალები აქვს, მაგრამ ასე ძალიან შორსაც, ოკეანის გაღმა ნუ იყურებიან. შეუძლებელია, რომ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს არ აღელვებდეთ, ვინ არის და ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, რადგან მათი სტრატეგიული ინტერესია საქართველო გახდეს ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული, მდიდარი და უსაფრთხო სახელმწიფო.

პირველ რიგში, მართლა ვისიც უნდა ეშინოდეს რუსულ ოცნებას ეს არის ქართველი ხალხი.
ვინც თქვენ აუცილებლად დაგამარცხებთ ეს არის ქართველი ხალხი.

ვინც მიტაცებულ ხელისუფლებას ჩამოგართმევთ ესეც იქნება სწორედ ქართველი ხალხი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

EPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში

ჩვენ შეძრული ვართ იმ სასტიკი ძალადობით, რაც თბილისში, უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მშვიდობიანი პროტესტანტების…