ახალგაზრდა ჟურნალისტის ისტორია, რომელმაც ძუძუს კიბოს ნიშნები ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინა
სოფიო კიკვაძე პროფესიით ჟურნალისტია. როდესაც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვის, "ვარდისფერი ოქტომბრის" შესახებ სიახლეებს აშუქებდა, ინფორმაციას სწრაფად, თითქოს თვალარიდებით კითხულობდა... დღეს ფიქრობს, რომ მასში ამ დაავადების მიმართ შინაგანი შიში არსებობდა.
2022 წლის "ვარდისფერ ოქტომბერს" სოფიოსთვის ძველი მოცემულობა შეიცვლება. მან საკუთარი თავის და საზოგადოების წინაშე გარკვეული პასუხისმგებლობა უკვე აიღო, რათა ძუძუს კიბოს პრევენციის მნიშვნელობაზე ხშირად ისაუბროს და ხაზი გაუსვას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ექიმთან რეგულარულად სიარული და გეგმური სკრინინგის ჩატარება.
"მილიმეტრები, რომელიც ჩემს ორგანიზმში იზრდებოდა, ერთ დღეს თავად აღმოვაჩინე. ამის შემდეგ სკრინინგი ჩავიტარე. ექიმმა არ შემაშინა, თუმცა მითხრა, რომ სჯობდა, სიღრმისეული კვლევა ჩამეტარებინა. მეგობრის რჩევით, ირაკლი კოხრეიძესთან მივედი. უფრო სწორად, მან ირაკლის "ჩამაბარა".
ამის შემდეგ ბევრი ეტაპი გავიარე: ბიოფსია, პასუხის მოლოდინი, ოპერაცია, ოპერაციის შემდგომი პერიოდი, კვლავ პასუხის მოლოდინი და მკურნალობა, რომელიც დასასრულს სულ ახლახან მიუახლოვდა.
"როცა პაციენტი ექიმის კაბინეტიდან გამოდის, მისი ყოველი სიტყვა ახსოვს. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ ესაუბრება ექიმი პაციენტს და როგორ აწვდის ინფორმაციას მისი დაავადების შესახებ. ირაკლი ექიმმა ყველაფერი გასაგებად და მარტივად ამიხსნა. ბიოფსიამ სიმსივნე გამოავლინა, ოპერაციის ჩატარება აუცილებელი იყო, თუმცა ტელეფონში ნათქვამმა სიტყვებმა - "შენთან სიმშვიდეა", მართლაც უდიდესი სიმშვიდე მომგვარა და ყველა ეტაპი ოპერაციის დაგეგმვიდან დღემდე, მსუბუქად გადამატანინა...
ოპერაციის შემდგომ პერიოდში დერეფანში პირველი გასეირნება ჩემთვის იმ პირველი ნაბიჯების მსგავსი იყო, რომელსაც ბავშვობაში გადიხარ. ჩემს ირგვლივ ჯანმრთელობისთვის მებრძოლი ადამიანების გარემოცვა ტრიალებდა, რომლებიც მამხნევებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მალე გავძლიერდებოდი. ზოგადად, ვფიქრობ, განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს... იმას, თუ როგორ მიიღებ და გაიაზრებ მოცემულობას. თუ ბედნიერი, მხიარული იქნები, აუცილებლად მალე გამოჯანმრთელდები".
მამოლოგისა და ონკოპლასტიკური ქირურგის, ირაკლი კოხრეიძის თქმით, სოფიო კიკვაძის შემთხვევაში დაავადება ადრეულ სტადიაზე გამოვლინდა. მკურნალობის სრული ციკლი კი, რომელიც კომპლექსური იყო და სხვადასხვა ეტაპისგან შედგებოდა, პაციენტმა პრაქტიკულად უკვე დაასრულა.
აღნიშნული სამედიცინო შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პრევენციული მედიცინა ჯანმრთელი და მშვიდი მომავლისათვის. ადრეული დიაგნოსტირება დაავადებაზე გამარჯვების საუკეთესო საშუალებაა.
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები