ბიზნესს ელექტრონული კომერციის 210 მენეჯერი შეემატა
თანამედროვე ბიზნესის საქმიანობა ელექტრონული კომერციის გარეშე წარმოუდგენელია. ამაზე სტატისტიკაც მოწმობს - ინტერნეტში 24 მილიონზე მეტი ელექტრონული კომერციის ვებგვერდი ფუნქციონირებს, ხოლო ინდუსტრიის ბრუნვა 5 ტრილიონ აშშ დოლარს მიუახლოვდა. გლობალურმა პანდემიამ კი ბიზნესის გაციფრულების პროცესი დააჩქარა, რადგან საყოველთაო შეზღუდვები გამო ონლაინ ვაჭრობა ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მცირე და საშუალო ბიზნესში გაჩნდა მოთხოვნა შესაბამისი კომპეტენციის ადამიანებზე. სწორედ ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებისა და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, იქომერს ასოციაცია - საქართველომ, თიბისიმ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ ელექტრონული კომერციის აკადემია დააფუძნეს. სულ ახლახან კი აკადემიამ პირველი კურსდამთავრებულები გამოუშვა.
ელექტრონული კომერციის აკადემიის პირველი კურსზე სწავლა 5 აპრილიდან 16 ივლისამდე გრძელდებოდა. კურსზე სულ 20 სტუდენტი ჩაირიცხა. სასწავლო კურსი მოიცავდა ექვს თეორიულ და სამ ინტეგრირებულ პრაქტიკულ მოდულს. კურსის ფარგლებში, სტუდენტებმა ცოდნა მიიღეს ინდუსტრიის მოწინავე პროფესიონალებისაგან, გაეცნენ მაგალითებს რეალურ ბიზნეს ქეისებზე დაყრდნობით და დასახეს გზები საკუთარი ელექტრონული კომერციის პროექტების გასაუმჯობესებლად.
ლექციები ფიზიკურ სივრცეში, თიბისის ტრენინგცენტრში მიმდინარეობდა, სადაც ლექტორებთან უშუალო კომუნიკაციისას სტუდენტებს შეეძლოთ თავიანთ არსებულ ელექტრონულ კომერციის პროდუქტებზე რეკომენდაციები მიეღოთ.
ანა ნადირაძე ერთ-ერთი კურსდამთავრებულია, ის ამბობს, რომ ელექტრონული კომერციის აკადემიის კურსმა მის მოლოდინს გადააჭარბა, რადგან "არ ყოფილა არცერთი მოდული, ლექცია, რომელიც ფუჭად დახარჯულად ჩაითვლებოდა, არამედ, პირიქით, თითოეული მოდული იყო სიახლეებითა და პრაქტიკული რეკომენდაციებით დატვირთული. ლექტორები იყვნენ მომზადებულები და საჭიროების შემთხვევაში მზად იყვნენ პირადი კონსულტაციებისთვისაც. სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა კი ლექციას მეტად ინტერაქციულსა და ღირებულს ქმნიდა.
კურსის ფარგლებში მიმოვიხილეთ ყველა პროცესი, რაც ბიზნესის გაციფრულებას ახლავს თან. საშუალება მომეცა აუდიტორიისთვის გამეცნო ჩვენი სტარტაპი horsetours.ge, რომელიც წარმოადგენს საცხენოსნო ტურების პლატფორმას და მიმეღო რეალური უკუკავშირი მათგან, რაც ჩვენთვის, როგორც დამწყები ბიზნესისთვის, უმნიშვნელოვანესია. ჩვენ უკვე დავიწყეთ მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინება, კერძოდ კი, განვახორციელეთ SEO ოპტიმიზაცია, User Person-ის სიღრმისეული კვლევებითა და სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით დავავიწროვეთ აუდიტორია და გავხადეთ ჩვენი კომუნიკაცია მომხმარებლებთან კიდევ უფრო პროდუქტიული და ზუსტი", — თავის გამოცდილებას გვიზიარებს ანა.
კურსის ხელმძღვანელი მარიამ ხიზანაშვილი გვიყვება, რომ სტუდენტებმა ელ.კომერციის მართვის სრული ციკლი შეისწავლეს, რაც აერთიანებდა როგორც ბიზნესის სტრატეგიულ ნაწილს, ისე ელ.კომერციის ტექნოლოგიურ, ოპერაციულ და ანალიტიკურ მხარეს.
მარიამის თქმით, კურსი მოიცავდა ელექტრონული კომერციის სრულ, 360 გრადუსიან ციკლს. მოდულარული სწავლების გზით, კურსდამთავრებულები შეძლებენ მიღებული ცოდნა გამოიყენონ თავიანთი ბიზნესის გასაზრდელად ან დასაქმდნენ მენეჯერულ პოზიციებზე ციფრული პროდუქტების განვითარების კუთხით.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ელექტრონული კომერციის სწორი დაგეგმვისა და მართვის გამოცდილებით, კომპანიები, მეწარმეები თუ დასაქმების მსურველი პირები შეძლებენ, რომ შექმნან მაღალი ხარისხის ონლაინ ვაჭრობის გამოცდილება, მოიპოვონ მომხმარებლის ნდობა და გაზარდონ ბიზნესი. ელექტრონული კომერცია ინტერსექციური და მრავალპროფილური დარგია, ჩვენი აკადემიის კურსდამთავრებულებმა იციან არა მარტო ელექტრონული კომერციის რომელიმე კონკრეტული ასპექტი, არამედ სრულ ციკლზე აქვთ ცოდნა და კომპეტენცია, რათა შეძლონ მისი წარმატებით დაგეგმვა, დანერგვა და მართვა. ამ გზით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ელექტრონული კომერციის დარგის პროფესიონალიზაციას და ზრდას ჩვენს ქვეყანაში", —ამბობს მარიამ ხიზანაშვილი.
ელექტრონული კომერციის აკადემია ჩამოყალიბდა მათთვის, ვისაც საკუთარი ბიზნესისათვის ონლაინ ვაჭრობის განვითარება სურს, ამასთან ელექტრონული კომერციის სექტორში მომუშავე დამწყები ან საშუალო დონის პროფესიონალებისთვის და ელექტრონული კომერციის სექტორში დასაქმების მსურველებისთვის, რომელთა მიზანი კვალიფიკაციის ამაღლება და ციფრული პროდუქტების განვითარების კუთხით მენეჯერული პოზიციების დაკავებაა.
აკადემიის პარტნიორია თიბისი, რომლისთვისაც მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა და ელექტრონული კომერციის განვითარება განსაკუთრებით პრიორიტეტულია. თიბისიმ გასული წლების განმავლობაში არაერთი პროექტი წამოიწყო ბიზნეს პროცესების გაციფრულების და ელექტრონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით.
ელექტრონული კომერციის აკადემიის კიდევ ერთი მხარდამჭერია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, რომელთან ერთადაც აკადემია, საერთაშორისო პარტნიორების - eTrade Alliance-ისა და ლათინური ამერიკის ელ.კომერციის ასოციაციების ქსელის eCommerce Institute-ის დახმარებით, სექტემბრიდან გადაამზადებს ელექტრონული კომერციის ტრენერებს სწავლა-სწავლების ინტერაქციულ მეთოდოლოგიაში, ხოლო უშუალოდ აკადემიის თანამშრომლებს კურსის ორგანიზებისა და სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
ასევე, ელექტრონული კომერციის აკადემიის მხარდამჭერია Mastercard, რომლის ფინანსური დახმარებითაც რამდენიმე სტუდენტმა კურსზე სრული დაფინანსებით შეძლო სწავლა.
ელექტრონული კომერციის აკადემიაში შემდეგი მიღება სექტემბრიდან გამოცხადდება, ხოლო სწავლა 2022 წლის ოქტომბრიდან დაიწყება.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
კომენტარები