აგრონომია, როგორც მომავლის პროფესია — ინტერვიუ აგროსფეროს სტიპენდიატთან
როდესაც მომავლის პროფესიებს ახსენებენ, თვალწინ წარმოგვიდგება რობოტები, რთული კომპიუტერული პროგრამები და პროგრამისტები სუპერ კომპიუტერებთან. ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა, მაგრამ დღესაც და მომავალშიც ბაზრის ყველა ლიდერს დასჭირდება პროფესიონალი ადამიანები. ამის ნათელი მაგალითია კომპანია აგროსფერო, რომელიც გათვლას აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებზე აკეთებს. აგროსფერო წარჩინებულ სტუდენტებს ყოველწლიურად ავლენს უნივერსიტეტში და მათ სტიპენდიას უნიშნავს. ერთ–ერთი ასეთი სტუდენტი, რომელიც კომპანიის სტიპენდიატია, არის აგრონომიის ფაკულტეტის მესამე კურსელი მარიამ გორგიანი. მომავალი აგრონომი სამომავლო გეგმებზე, სწავლაზე და იმ წარმატებებზე გვიყვება, რომელთა დახმარებით აგროსფეროს სტიპენდია მოიპოვა.
როგორ და როდის მიხვდით, რომ აგრონომია თქვენი მომავალი პროფესია უნდა გამხდარიყო?
როგორც ყველა ბავშვი, მეც არაერთ პროფესიაზე ვფიქრობდი. თანდათან კი მივხვდი, რომ აგრონომია ის პროფესიაა, რომელიც არ ითხოვს ოფისში ჯდომას და მუშაობას, რომ ეს პროფესია ბუნებასთან მეტი შეხების შესაძლებლობას მომცემდა. იმანაც დამაინტერესა, რომ აგროსფერო ძალიან მრავალფეროვანია და ვიწრო პროფესია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალო და სხვა პროფილზე გადაერთო. ზოგადად, მეღვინეობაზეც ბევრი მიფიქრია და შეიძლება აქაც მოვსინჯო ჩემი ძალები. თავდაპირველად პროგრამისტობაც მინდოდა და აუცილებლად შევიძენ ამ მიმართულებით ცოდნას და გამოცდილებას, რაც აგროსექტორში აუცილებლად გამომადგება. რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ციფრულის გამოყენების გარეშე შორს ვერ წავალთ და ამიტომ უნდა ვისწავლო ეს საქმეც.
გარდა იმისა, რომ მომავალში ბევრი წარმატების მიღწევას გეგმავთ აგრონომიაში, დღეს, სწავლის პროცესში, რა მიგაჩნიათ თქვენ მთავარ მიღწევად?
დღეს ძალიან მიხარია, რომ აგროსექტორის წამყვანი კომპანიის აგროსფეროს სტიპენდიატი გავხდი. ეს ძალიან დიდი დაფასებაა ჩემი შრომის, ჩემთვის ეს ძალიან დიდი სტიმული და მოტივაციაა, რომ არ დავკარგო ინტერესი, რომელიც დღეს გამაჩნია აგრონომიის მიმართ. ჩემთვის ეს კიდევ იმას მიანიშნებს, რომ ახალგაზრდა სპეციალისტების მიმართ აგრონომიაში ინტერესი გაიზარდა, წინა წლებთან შედარებით. მე მანამდე მსგავსი პროექტის შესახებ არც მსმენია და ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდებს კომპანია ხელს გვიწყობს სწავლასა და პროფესიულ განვითარებაში. მე იმასაც ვხედავ, თუ რამდენი წელია აგროსფერო ბაზარზე ოპერირებს და რამდენად განვითარდა კომპანია. ამის შემდეგ კი ჩვენ, მომავალ სპეციალისტებსაც ძალიან გვიწყობენ ხელს. იმასაც ვიტყვი, რომ ასეთ წარმატებულ კომპანიაში ყველაზე კარგად ესმით სამომავლოდ ახალი პროფესიონალი კადრების საჭიროება, რათა აგროსექტორის განვითარება არ შეფერხდეს.
როგორც ცნობილია, აგროსფერო ყოველწლიურად დაუნიშნავს სტიპენდიებს წარჩინებულ სტუდენტებს. რას მოუტანს ეს სტუდენტებს?
ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი, ვინაიდან სტუდენტებმა რადგან უკვე იციან, რომ სტიპენდიები არსებობს ამ ფაკულტეტებზე, გარკვეული მოტივაცია გაუჩნდათ. ამდენად, კომპანიის ეს ინიციატივა საკმაოდ კარგად აისახება სტუდენტებზე მომავალშიც.
აგრარული უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სად ხედავთ თქვენს თავს?
მე მინდა საკუთარი ბიზნესი მქონდეს. ზუსტად ვერ ვიტყვი დღეს, რამდენ წელიწადში შევძლებ ამის გაკეთებას, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საკუთარი მეურნეობა და ბიზნესი მექნება. პირველ რიგში კი გამოცდილებას დავაგროვებ სხვადასხვა მეურნეობაში მუშაობით. ალბათ, უფრო მეხილეობის ან მებოსტნეობის მიმართულებით ვიმუშავებ, ყოველ შემთხვევაში დღეს ეს მიმართულებები მიზიდავს.
სწავლის გაგრძელებას ხომ არ გეგმავთ?
სწორედ ამიტომ მინდა მუშაობა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რომ ზუსტად გავერკვე, კონკრეტულად რომელი მიმართულებით დამჭირდება ცოდნის გაღრმავება რომელიმე განვითარებული ქვეყნის უნივერსიტეტში.
რას ფიქრობთ იმ სტერეოტიპზე, რომ , თითქოს, აგრონომია ქალისთვის შესაფერისი არაა?
აგრონომია არის იმ ადამიანებისთვის, ვინც შრომისმოყვარეა, გოგოები საკმაოდ შრომისმოყვარეები ვართ, ზოგადად, რაღაც სტერეოტიპები განვითარების შემაფერხებელია ნებისმიერ სფეროში, მათ შორის აგრონომიაში. რაც უფრო მოკლე დროში დავანგრევთ ასეთ სტერეოტიპებს, მით უფრო დავაჩქარებთ განვითარებას.
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
კომენტარები