ილიაუნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკის ინგლისურენოვანი პროგრამა
ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი 2022-2023 სასწავლო წელს მიღებას ახალ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამაზე "საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა" აცხადებს.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ყოველდღე, 2022 წლის 15-დან 26 აგვისტოს 23:59 სთ-ის ჩათვლით, რეგისტრაციის ბაზის საშუალებით: https://bit.ly/2OWAgr1.
პროგრამა შექმნილია ევროპის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლების ასოციაციის (ASPHER), ასევე საერთაშორისო ანალოგების მიერ აღიარებული მოთხოვნებისა და სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.
ვესაუბრეთ პროგრამის შექმნაში მონაწილე რამდენიმე პროფესორს. გიორგი გოცაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პროგრამის თანახელმძღვანელია.
ბატონო გიორგი, როგორ ხდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანმრთელობის პოლიტიკის პროგრამაზე მიღება?
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოს მოქალაქეების მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის/გასაუბრების შეფასების საფუძველზე. ყველა აპლიკანტს თანაბრად მოეთხოვება ინგლისურისა და მათემატიკის დამადასტურებელი ვალიდური სერტიფიკატი ან შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება.
მაგისტრატურაში სწავლის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის/ბაკალავრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან შესაბამისი კვალიფიკაცია:
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში;
- სოციალური მუშაობისა და კონსულტაციის სფეროში;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, სოციალური მეცნიერებების ან მენეჯმენტის სფეროებში, ან დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია.
რამდენად დიდია მზაობა და სურვილი სტუდენტების მხრიდან?
ჩვენ უკვე მივიღეთ უცხოელი სტუდენტები, რაც შეეხება ქართველ სტუდენტებს, იმედს ვიტოვებთ, რომ მათგანაც იქნება სურვილი და მზაობა.
ნინო მირზიკაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და პროგრამის თანახელმძღვანელია.
ქალბატონო ნინო, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკის ინგლისურენოვანი პროგრამა რა მიზანს ისახავს?
პროგრამის მიზანია, წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, მოიზიდოს და გაზარდოს მაღალი დონის პროფესიონალები და შექმნას თითოეული სტუდენტის წარმატებაზე ორიენტირებული გარემო. სხვადასხვა პარტნიორთან თანამშრომლობით, ხელი შეუწყოს საზოგადოების ჯანმრთელობასა და ჯანდაცვაზე თანაბარ ხელმისაწვდომობას.
რას მოიცავს პროგრამის სასწავლო გეგმა?
სასწავლო პროგრამა ეყრდნობა თანამედროვე და მზარდ ცოდნას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ეპიდემიოლოგია და მოსახლეობის ჯანმრთელობა, გარემოს ჯანმრთელობა, ჯანმრთელობის სოციალურ-ეკონომიკური დეტერმინანტები, ჯანდაცვის ეკონომიკა და პოლიტიკა, დაბოლოს, გლობალური ჯანმრთელობის საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს პლანეტაზე, ქვეყნებსა და მოსახლეობაზე. პროგრამა შედგენილია ევროპის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლების ასოციაციის (Association of Schools of Public Health in the European Region (ASPHER) მიერ აღიარებული მოთხოვნებისა და სტანდარტების მიხედვით და ასევე, საერთაშორისო ანალოგების გათვალისწინებით.
რა უპირატესობა აქვს ინგლისურენოვან პროგრამას?
სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, რადგან მსოფლიოში ახალი ცოდნის 90% სწორედ ამ ენაზე იქმნება და ქვეყნდება. სპეციალისტმა, რომელმაც ეს ენა არ იცის, ვერც ახალ ცოდნას დაეუფლება და თანამედროვეობას ჩამორჩება. ასევე, ვგეგმავთ, რომ გვყავდეს ინტერნაციონალური ჯგუფი რომელიც დაკომპლექტებული იქნება სტუდენტებით სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ინტერნაციონალური კლასი მდიდარი იქნება გამოცდილებით, წარმომადგენლობით, რაც თავად სასწავლო პროცესს უფრო მეტად გაამდიდრებს.
აკაკი ზოიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტია.
ბატონო აკაკი, რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანმრთელობის პოლიტიკის პროგრამას ჩვენს ქვეყანაში?
მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამა ფუნქციონირებს საქართველოში, ვფიქრობთ რომ ინგლისურენოვან, მაღალკვალიფიციურ სამაგისტრო პროგრამაზე მოთხოვნილება არსებობს. დარგს სჭირდება კვალიფიციური კადრები და პანდემიამ ნათლად დაგვანახა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების მნიშვნელობა, როგორც ლოკალურად, ისე გლობალურად.
რა სარგებლობას ნახავს პროგრამის კურსდამთავრებული? რა სარგებლობას ნახავს ქვეყანა პროგრამის კურსდამთავრებულით?
კურსდამთავრებული მიიღებს სიღრმისეულ ცოდნას ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემების, საჭიროებების და თანამედროვე საკითხების შესახებ ადგილობრივ და/ან გლობალურ/საერთაშორისო კონტექსტში, ასევე, პროგრამა მიზნად ისახავს, წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, მოიზიდოს და გაზარდოს მაღალი დონის პროფესიონალები და შექმნას თითოეული სტუდენტის წარმატებაზე ორიენტირებული გარემო. სხვადასხვა პარტნიორთან თანამშრომლობით, ხელი შეუწყოს საზოგადოების ჯანმრთელობასა და ჯანდაცვაზე თანაბარ ხელმისაწვდომობას ქვეყანაში.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები