საბაუნის ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა დაემატა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა დაემატა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამაა მსოფლიო მასშტაბით. ადამიანური რესურსების მართვა გულისხმობს ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად თანამშრომელთა ძალისხმევის კოორდინაციასა და წარმართვას.
ვინ ქმნის და რითი გამოირჩევა საბაუნის ადამიანური რესურსების სამაგისტრო პროგრამა, ვის შეუძლია ჩაბარება და რა პირობებს სთავაზობს უნივერსიტეტი სტუდენტებს — ამ კითხვებზე On.ge პროგრამის ხელმძღვანელს, ნათია ჭელიძეს ესაუბრა.
საბაუნის ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა რითი გამოირჩევა სხვა უნივერსიტეტის პროგრამებისგან?
საბაუნის ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამაში თანაბრადაა წარმოდგენილი კვლევითი, სამეცნიერო და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობები. პროგრამაში გამოყენებულია პრაქტიკის კომპონენტის რეალიზაციის ორი მოდელი, კერძოდ, ერთ შემთხვევაში პროგრამის სავალდებულო სასწავლო კურსებში ჩაშენებულია პრაქტიკის კომპონენტი — კურსის თემატიკა და შეფასების მეთოდები ფოკუსირებულია სწორედ პრაქტიკული უნარების განვითარებაზე. აგრეთვე, ცალკეული სასწავლო კურსის ფარგლებში მოცემულია ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტების შესრულება და პრაქტიკული შეთხვევების ანალიზი. მეორე მხრივ კი, პრაქტიკული კლინიკა და სამაგისტრო პროექტი უზრუნველყოფს სტუდენტებში სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად საჭირო უნარების ჩამოყალიბებას და რეალურ სამუშაო სივრცეში გამომუშავებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული ასპექტების შერწყმას, რაც გულისხმობს სიტუაციაზე დაკვირვების, პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენის, პრობლემის იდენტიფიცირებისა და კომპლექსური შეფასების, რელევანტური ინფორმაციის შეკრების, განზოგადებული ანალიზისა და მეცნიერული მეთოდებით, აგრეთვე პრობლემაზე დაფუძნებული ცოდნით მათი გადაწყვეტის შესაძლებლობებს.
ვის შეუძლია აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება?
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე პირს, რომელიც ფლობს სახელმწიფოს მიერ დადასტურებულ შესაბამის დოკუმენტს (დიპლომს) შემდეგ დარგებში: ბიზნესის ადმინისტრირება, საჯარო ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ფსიქოლოგია და სხვა სოციალური მეცნიერებები და/ან გააჩნია სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში.
ვინ ქმნის საბაუნის ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამას?
პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის გარკვეული ნაწილი პროგრამაში ჩართულია პრაქტიკული გამოცდილების ნიშნით, რადგანაც ისინი იკავებენ სხვადასხვა პოზიციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით სახელმწიფო თუ კერძო სექტორის კომპანიებში. სწორედ ამიტომ ცალკეული სასწავლო კურსის განხორციელება კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით ხორციელდება როგორც პრაქტიკოსი, ისე აკადემიური გამოცდილების მქონე ლექტორების მიერ. სწორედ ეს არის აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთი უპირატესობა.
რომელ სასწავლო კურსებს გამოარჩევდით?
აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობითა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შეიქმნა, შესაბამისად, ყველა იმ სასწავლო კურსს მოიცავს, რომელიც მეტად აქტუალურია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში:
- ციფრული HR და HR ინოვაცია;
- ცვალებადი ორგანიზაციული ქცევის და ადამიანური რესურსების მართვის გარემო;
- ლიდერობა და გუნდის მართვა;
- შესრულებული სამუშაოს მართვა და შეფასება;
- შრომის სამართალი და შრომითი ურთიერთობები;
- დასაქმების პოლიტიკა და შრომის ბაზარი;
- შრომის ანაზღაურება და კომპენსაციები;
- ორგანიზაციის ფსიქოლოგია;
- ტალანტების მართვა და ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარება.
რა განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს აღნიშნული პროგრამა სტუდენტებს?
ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა ქართულ ბაზარზე ინოვაციური და საინტერესოა.
შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს მართვის თეორიულ ცოდნასთან ერთად კურსდამთავრებულის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, რათა კურსდამთავრებულმა შეძლოს სამუშაო პროცესში პრობლემების და რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება, მოიძიოს დაძლევის ინოვაციური გზები, დაგეგმოს საპასუხო ცვლილებები და მიიღოს კომპეტენციის ფარგლებში სტრატეგიული გადაწყვეტილებები. შესაბამისად, პროგრამის სტრუქტურაში გათვალისწინებულ იქნა პრაქტიკული კლინიკა (6 კრედიტი, არჩევითი) და სამაგისტრო პროექტის (30 კრედიტი, სავალდებულო) შესრულება, რაც სტუდენტს მისცემს საშუალებას კონკრეტულ სამუშაო სივრცეში და პროცესზე დაკვირვებით შეიმუშაოს არსებული ან ახალი იდეის პრაქტიკულად განხორციელების მექანიზმი, დაასაბუთოს ახალი სერვისის/მართვის სისტემის დანერგვის ან მოდერნიზების საჭიროება, განსაზღვროს მიგნების/ების იმპლემენტაციის არეალი და პერსპექტივა.
საბაუნიში ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამაზე მსურველთა მიღება 2022 წლის შემოდგომის სემესტრიდან იწყება. მსურველებს 22 აგვისტოდან რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მითითებულ ბმულზე.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები