გაეროში რუსეთის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ აღიარა 2008-ში "სააკაშვილის შეცდომა"
გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და 2008 წლის აგვისტოს ომი იყო. შეხვედრის დაწყებამდე გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ განცხადება გააკეთა და კიდევ ერთხელ გაიმეორა კრემლის რიტორიკა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართული ოცნების წევრებს არაერთხელ უთქვამთ, თითქოს აგვისტოს ომი საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია და "მისი არიდება ვერ შეძლეს".
- მმართველი პარტია ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს რუსეთი არ შემოიჭრებოდა საქართველოში, რომ არა მიხეილ სააკაშვილი, რაც ცალსახა რუსული პროპაგანდაა.
- რეალურად, არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის, რუსული, ქართული და საერთაშორისო მედიების არქივები და რუსი მაღალჩინოსნების განცხადებები მოწმობს, რომ ომი დიდი ხნით ადრე იგეგმებოდა.
- გარდა ამისა, პრეზიდენტ სააკაშვილის ჩვენებით, ჯერ კიდევ თებერვალში პუტინი დაემუქარა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლად აღიარების გამო დასავლეთს "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხით" უპასუხებდა.
დეტალები: რუსეთის წარმომადგენელმა 2008 წლის ომი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პროვოკაციას დააბრალა.
- "მას შემდეგ რეჟიმი შეიცვალა და საქართველოს მოქმედმა ლიდერებმა შეაფასეს ეს მოვლენები. მათ აღიარეს ეს უგუნური შეცდომა, რომელიც დაუშვა სააკაშვილმა", — ამბობს ის.
- პოლიანსკიმ ანტიდასავლური განცხადებებიც გააკეთა და თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ კარგად იცის "ამ სიტუაციაში გარე ძალების როლი".
- მან განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არა ოკუპანტი რუსეთის, არამედ დასავლეთის ქვეყნების ბრალი იყო.
- რუსეთის წარმომადგენელმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უკრაინაში მიმდინარე ომს შეადარა და ამ შემთხვევაშიც ზელენსკის რეჟიმის დადანაშაულება სცადა.
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
- ამასთანავე, მოუწოდეს, რომ მოახდინოს დროული რეაგირება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება.
- სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადების თანახმად, შეხვედრაზე ნათქვამი იყო, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის ომი იყო კრემლის აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნების, არამედ ევროპის უსაფრთხოების მიმართაც.
გარდა ამისა, ამერიკის ხმა წერს, რომ სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის საქართველოში რუსეთის ომი და ოკუპაციის საკითხი ბოლო მომენტში დაემატა, რამაც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობაში გაურკვევლობა და უკმაყოფილება გამოიწვია.
- პოლიანსკიმ განაცხადა, რომ გაეროში რუსეთის წარმომადგენლობა წინააღმდეგი იყო უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განხილულიყო.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები