სამოქალაქო ორგანიზაციები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვენ
განცხადების ავტორები უკრაინელი ხალხის მიმართ მხარაჭერას გამოხატავენ და ხაზს უსვამენ, რომ რუსეთმა უკრაინასა და საქართველოში საერთაშორისო სამართალი დაარღვია და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას აგრძელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში რუსი ვიზიტორების ტემპი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
- ამასთან, უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანაში 6400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 7-ჯერ აღემატება.
დეტალები: ორგანიზაციები წერენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის მასობრივი შემოდინება მიუთითებს, რომ მათ სანქციების გამო შექმნილი რთული ეკონომიკურ ვითარებისთვის სურთ თავის არიდება.
- მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში შემოსული რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის კონტროლი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
- წერენ, რომ სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, განგრძობადი ოკუპაცია, რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი ეთნიკური წმენდა, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, უკრაინაში შეჭრა და ა.შ. სავიზო რეჟიმის დასაწესებლად საკმარისი საფუძველია.
ორგანიზაციების განცხადებით, ნებისმიერ დამოუკიდებელ ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს, რომელი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ შემოსვლის, გადაადგილებისა და სიკეთით სარგებლობის უფლება.
- მათივე თქმით, აპრობირებული პრაქტიკაა, რომ ოკუპანტი და მტრულად განწყობილი ქვეყნის მოქალაქეებს გარკვეული უფლებებით სარგებლობა შეეზღუდოთ და ეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთანაცაა თანხვედრაში.
- "მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაუწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს და გადაიხედოს ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე შემოსულ პირთა სამართლებრივი სტატუსი".
- განცხადების ხელმომწერთა სრული სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.
კონტექსტი: გარდა იმისა, რომ რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რიცხვი გაზრდილია, ვრცელდება არაერთი ფოტო-ვიდეო და ზეპირი ისტორია იმაზე, რომ ტურისტულ რეგიონებში რუსები აპროტესტებენ ანტიოკუპაციურ პოსტერებს, ხმამაღლა უსმენენ რუსულ მუსიკებს და იწუნებენ უკრაინულს.
- 4 აგვისტოს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნით მოქალაქეებმა პეტიციაც შექმნეს.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები