საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კასპში სანერგე მეურნეობა გაშენდა
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, რეგიონებში პროექტების განხორციელების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და მცირე მეწარმის პარტნიორობის შედეგად, კასპში სანერგე მეურნეობა გაშენდა. პროექტის ჯამური ღირებულება 100 000 ლარს შეადგენს. ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსი კი 60 000 ლარს აღწევს.
"ჩვენი მეურნეობა 0.18 ჰა მიწის ფართობზეა გაშენებული, რომელზეც განთავსებულია სათბური, სადაც ხდება ფისტას თესვა-მოყვანა. მოყვანილი ნერგი კი 1,25 ჰა მიწის ფართობზე ირგვება. ამ ეტაპზე გამოგვყავს 20 000-დან 25 000 ერთეულამდე ნერგი. ვგეგმავთ, გამოყვანილი ნერგების რაოდენობა 3-ჯერ გავზარდოთ. პროდუქცია საქართველოს ბაზარზე რეალიზდება. ბანკის მხარდაჭერით, შევძელით 6 ჰა მიწის ფართობის შეძენა, სადაც 3 ჰა მიწის ფართობზე დამატებით ფისტას ახალაღმოცენებულ ნერგებს გადავიტანთ, ხოლო დანარჩენ ფართობზე ვგეგმავთ, ისევ ფისტა გავაშენოთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თავდაპირველად ნერგების მოთხოვნა 10 000 ერთეულამდე იყო, ამ ეტაპზე კი მოთხოვნა დაახლოებით 3-ჯერ არის გაზრდილი და ყოველწლიურად კიდევ უფრო იზრდება. ვფიქრობ, ბიზნესის გაფართოებით ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას შევძლებთ", — ამბობს მცირე მეწარმე, ივანე ლელაშვილი.
"რეგიონებში მცირე მეწარმეების მხარდაჭერა ბანკის პრიორიტეტად რჩება. მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთი მეწარმისთვის შეგვეწყო ხელი, გაეზარდა მეურნეობა და გაეძლიერებინა ბიზნესი. ფინანსური რესურსი გაცემული იყო სასათბურე ფართის მოსაწყობად და მიწის ნაკვეთის შესაძენად, სადაც დაგეგმილია ნერგების კიდევ უფრო მეტი რაოდენობით წარმოება, მისი გამოყვანა და რეალიზაცია. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გაზრდილია ფისტას ნერგებზე მოთხოვნილება, რაც გვაფიქრებინებს, რომ პროექტი იქნება ეკონომიკურად გამართლებული. ეს კი მეწარმეს მისცემს სამომავლო განვითარების შესაძლებლობას. უკვე არის კიდეც ეს გეგმაც, რაც მოიცავს სპეციალური დანადგარის შეძენას, რომელიც უკვე მიღებული ნაყოფის მოხალვისა და ამ ფორმით რეალიზაციის შესაძლებლობას მისცემს", — განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები