წასულები საელჩოს ამჯერად ISFED-ის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებენ
ანტიდასავლური ოთხეული წერს, რომ უპასუხოდ ვერ დატოვებენ აშშ-ის საელჩოს მიერ ISFED-თან დაკავშირებულ განცხადებას.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პარტიიდან წასვლის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და სოზარ სუბარი ანტიდასავლურ ნარატივებს აჟღერებენ. მათ მოგვიანებით შეუერთდა გურამ მაჭარაშვილიც.
- ისინი უკვე არაერთხელ დაესხნენ თავს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს.
- რაც შეეხება ISFED-ს, ქართულმა ოცნებამ ორგანიზაცია საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფში არ მიიწვია და თქვეს, რომ პროცესში მხოლოდ იმ ორგანიზაციებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, რომლებიც "ნეიტრალიტეტს" ინარჩუნებენ.
- გადაწყვეტილება კრიტიკულად შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ და ასევე, საელჩომ.
- საელჩოს განცხადებით, ISFED ერთ-ერთი ყველაზე სანდო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა და მისი არდაშვება პროცესის გულწრფელობაზე ეჭვებს ბადებს.
დეტალები: წასულების სიტყვებით, ISFED გასულ ორი წლის განმავლობაში ორჯერ მოექცა რევოლუციური პროცესების ავანდგარდში. ერთ-ერთ მაგალითად მათ პარალელური დათვლის შედეგები მოჰყავთ.
- ოთხეულის მტკიცებით, ორგანიზაცია "იძულებული გახდა" ცდომილებები ეღიარებინა, როცა, მმართველმა პარტიამ მათ "უტყუარი მტკიცებულებები" წარუდგინა.
- მათი თქმით, "PVT-ის გაყალბება" გახდა არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებისა და პარლამენტის საბოტაჟის საბაბი.
- 2020-ის დეკემბერში ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გამოავლინა ხარვეზები საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. რის შემდეგაც ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
ანტიდასავლური ოთხეულის აზრით, როდესაც ISFED-ს აშშ-ის საელჩო ერთ-ერთ ყველაზე სანდო სადმკვირვებლო ორგანიზაციას უწოდებს, "ცხადია, რაშიც არის საქმე".
- "ბუნებრივია, ეჭვიც არ გვეპარება, რომ საელჩო ISFED-ს სრულად ენდობა. ბოლოს და ბოლოს, მან ამ ორგანიზაციას PVT-ის გაყალბებაც კი ანდო".
- წერენ, რომ "ოცნებამ" ორგანიზაციას პარალელური დათვლის შედეგების "გაყალბება აპატია", რადგან, როგორც ისინი ამბობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არა ISFED-თან, არამედ, საელჩოსთან შევიდოდნენ კონფლიქტში.
- ამის შემდეგ, წასულები ამბობენ, რომ საელჩოს "მადლიერება უნდა გამოეხატა", ამის ნაცვლად, კი ორგანიზაციას ერთ-ერთი ყველაზე სანდო უწოდა.
ისევ როვოლუციური სცენარი: წასულები ISFED-ს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად რევოლუციურ სცენარში ადანაშაულებენ, ხოლო საელჩოს ამ სცენარის განხორციელების კოორდინირებაში.
- "საელჩო ქართულ ოცნებას პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, ნაციონალური მოძრაობა მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს და ქართული ოცნება და საზოგადოება ამას მშვიდად უნდა შეეგუონ".
- მათი აზრით, თუ ხელისუფლება "დათმობს" და სამუშაო პროცესში ISFED-ს ჩართავს, ეს ენმ-სა და საელჩოს წინაშე კაპიტულაცია იქნება.
გარდა ამისა, ოთხეული ამბობს იმასაც, რომ 2 თვის წინ გამართული აქციებისას ორგანიზაციის ხელმძღვანელი პარლამენტის წინ იდგა, ტექნიკური მთავრობის ფორმირებას ითხოვდა და "ქვეყანას წალეკვით ემუქრებოდა".
- წასულები აქაც საელჩოს "დანაშაულს" ხედავენ და წერენ, რომ იმ დღეს სცენაზე არა ISFED, არამედ საელჩო იდგა.
- "ამ მოთხოვნის ავტორი, რეალურად, საელჩოა, რომელიც მის დაყენებას, ცხადია, მომავალში გეგმავს".
- ისევ აპელირებენ საქართველოში "მეორე ფრონტის გახსნის" საკითხით და კვლავ აჟღერებენ ნარატივს, რომ საელჩოს მიზანი ქართული ოცნების ხელისუფლების ნაციონალური მოძრაობით ჩანაცვლებაა.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები