7 შემთხვევა, როცა ტრეილერში ნანახი ფილმში ვერ ვნახეთ
საყვარელი ფილმების ტრეილერებს ყველანი დიდი ენთუზიაზმით ველოდებით, რადგან სწორედ ტრეილერები გვაწვდის ინფორმაციას ფილმის სიუჟეტის, პერსონაჟებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ტრეილერებში დაპირებულს ფილმში ვერ აღმოვაჩენთ და ვხვდებით, რომ ტრეილერებით გაგვაცუცურაკეს.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 7 შემთხვევას, როცა ტრეილერში ნანახი ფილმში ვერ ვნახეთ:
1. Thor: Love and Thunder
როცა ქვილი თორს ურჩევს, თვალებში იმ ადამიანებს ჩახედოს, რომლებიც უყვარს, თორი ხუმრობით ქვილს უყურებს, რაზეც ქვილი ეუბნება: "მე არა". ამის შემდეგ კი თორი ყველაფერს უარყოფს და ეუბნება, რომ უბრალოდ უსმენდა. ქვილისა და თორის პატარა "დაპირისპირება" ფილმში არ მოხვდა და მხოლოდ თორის მრავლისმეტყველი მზერით დაკმაყოფილება მოგვიწია.
2. Jennifer's Body
ტრეილერში ამანდა სეიფრიდის პერსონაჟი მეგან ფოქსის პერსონაჟს ეუბნება: "შენ ადამიანებს კლავ", რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობს: "არა, მე ბიჭებს ვკლავ". ფილმში ეს სცენა არაა.
3. Harry Potter and the Deathly Hallows: Part II
ტრეილერში ვოლდემორის კითხვაზე, თუ რატომ ცოცხლობს, ჰარი პასუხობს: "იმიტომ, რომ ის მაქვს, რის გამოც სიცოცხლე ღირს". აღნიშნული სცენა ფილმში ვერ მოხვდა.
4. Fantastic Beasts and Where to Find Them
ტრეილერში ნიუტი პოლიციელებს ამშვიდებს და ეუბნება, რომ სანერვიულო არაფერია, თუმცა ეს მომენტი ფილმში არ ჩანს.
5. Suicide Squad
Suicide Squad-ში ჯოკერის ბევრი სცენა ამოუჭრიათ. მაგალითად, ფილმში არ გვხვდება სცენა, როცა ჯარედ ლეტოს ჯოკერი ამბობს: "ერთი სული მაქვს, ჩემი სათამაშოები გაჩვენო".
6. Spider-Man: No Way Home
როცა პიტერი დოქტორ სტრეინჯს სთხოვს, ხალხს დაავიწყოს, რომ სპაიდერმენია, მათ საუბარში ვონგი ერთვება და სტრეინჯს აფრთხილებს: "სტრეინჯ! ეგ შელოცვა არ გამოიყენო, ზედმეტად საშიშია!" ფილმში ვონგი ასეთი მომთხოვნი არაა და სტრეინჯს უბრალოდ ეუბნება, რომ მას თავი დაანებონ.
7. Iron Man 2
ტრეილერში ვხედავთ, რომ ნატაშა რკინის კაცის იარაღით ისვრის, თუმცა ეს სცენა ფილმში არაა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები