ფლორიდაში ჩხრეკის გამო ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს უჩივლა
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი მოსამართლეს ფლორიდის სახლიდან ამოღებული ფაილების შესახებ იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების გაჩერებას სთხოვს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ტრამპის სახლს ჩხრეკენ — ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი სახლი "FBI-ის აგენტების მიერაა ოკუპირებული".
- Reuters-ის ინფორმაციით, იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჰქონდათ სავარაუდო მიზეზი ჩაეტარებინათ გამოძიება — ჯაშუშობის აქტის შესაძლო დარღვევა.
- 13 აგვისტოს კი გაირკვა, რომ FBI-ის აგენტებმა სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების 11 კომპლექტი ამოიღეს. როგორც Washington Post-მა დაწერა, მათგან 4 მონიშნული იყო, როგორც TOP Secret, ხოლო 7 ნაკლებად საიდუმლო.
დეტალები: სარჩელის მიხედვით, ტრამპის იურიდიულმა გუნდმა დამოუკიდებელი ადვოკატის დანიშვნა მოითხოვა, რომლებიც FBI-ის მიერ ამოღებული დოკუმენტებს გააკონტროლებს.
- ისინი მიიჩნევენ, რომ გამოძიებას ტრამპის არჩევნებში ხელახალი მონაწილეობის ჩაშლას მცდელობაა.
- დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყოფილი პრეზიდენტი FBI აგენტებთან თანამშრომლობდა მანამ, სანამ გაუფრთხილებლად მივიდოდნენ მის სახლში.
- ყოფილი პრეზიდენტი ამოღებული დოკუმენტების სიას და დაბრუნებას ითხოვს, რომელიც, მისი თქმით, ჩხრეკის ორდერს არ ექვემდებარებოდა.
საპასუხოდ, იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პროკურორებმა ტრამპის სარჩელის შესახებ იცოდნენ და სასამართლოში უპასუხებენ.
კონტექსტი: აშშ-ის პრეზიდენტი ვალდებულია საპრეზიდენტო ჩანაწერების ყველა დოკუმენტი ეროვნულ არქივს გადასცეს, თუმცა ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ტრამპმა მრავალი დოკუმენტი უკანონოდ წაშალა.
- თებერვალში ეროვნულმა არქივმა იუსტიციის დეპარტამენტს ოფიციალური დოკუმენტების შესახებ გამოძიების დაწყება სთხოვა.
- ეროვნული არქივის ინფორმაციით, ამ წლის დასაწყიში ტრამპის ფლორიდის სახლიდან 15 ყუთი ამოიღეს, რომელთა ნაწილშიც საიდუმლო ჩანაწერები ინახებოდა.
გამოძიება: FBI-ის გავრცელებული ჩხრეკის ორდერიდან ირკვევა, რომ ტრამპის წინააღმდეგ 3 შესაძლო დარღვევას იძიებენ.
- ჩანაწერების დამალვა, დაზიანება ან წაშლა;
- მართლმსაჯულების დაბრკოლება, მათ შორის, ფედერალურ გამოძიებების ჩანაწერების განადგურება, შეცვლა ან გაყალბება;
- ჯაშუშობის აქტის შესაძლო დარღვევა, რაც შეიძლება მოიცავდეს უარის თქმას ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოთხოვნისთანავე გადაცემაზე, აგრეთვე ამგვარი ინფორმაციის გადაცემაზე ან დაკარგვაზე.
- როგორც France 24 წერს, მუხლები 3, 10 და 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები