Startup ზაფხული დასრულდა — გაიგეთ მეტი ალტე უნივერსიტეტის პროექტის შესახებ
ახალგაზრდული იდეები ბიზნეს გარემოს ყველაზე უკეთ ცვლის. ეკომეგობრული ტექნოლოგიური გადაწყვეტები, ახალი სტარტაპები, რომლებიც თანამედროვე გამოწვევების საპასუხო გზებს გვთავაზობენ, მომავლის გარდაქმნაში უმთავრეს როლს უნდა თამაშობდნენ, თუმცა ხშირად ინოვაციური იდეები რეალობად საჭირო რესურსის არქონის გამო ვერ იქცევა.
ალტე უნივერსიტეტში ახალგაზრდების ხელშეწყობის მნიშვნელობას კარგად ხვდებიან, ამიტომ მუდმივად ცდილობენ, რომ მათ იდეების რეალიზებაში დაეხმარონ და ამისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებენ.
სწორედ ასეთი წამოწყებაა სტარტაპ ზაფხული — მასშტაბური პროგრამა, რომელიც ალტე უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის პროექტია და რომელიც ერთგვარი ღონისძიებების სერიაა. პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდა ინოვატორების გაერთიანებას უწყობს ხელს.
გზა სტარტაპ ზაფხულამდე
თეონა დალაქიშვილი, ალტე უნივერსიტეტის სტარტაპ გარაჟის ხელმძღვანელი სტარტაპ ზაფხულის შესახებ გვესაუბრა. მისი თქმით, სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისთვის მუშაობა აღნიშნული ღონისძიებების სერიამდე ჯერ კიდევ მაისში დაიწყეს.
"სამეწარმეო კომუნიკაციების განვითარებისთვის ძალისხმევა ჯერ კიდევ მაისში, ინოვაციების ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად, UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით დავიწყეთ. პროექტის ფარგლებში 9 მუნიციპალიტეტი, 22 სკოლა, 500-ზე მეტი ახალგაზრდა მოვიცავით. ისინი იდეებზე, მენტორების მხარდაჭერით, ახლაც მუშაობენ. საუკეთესო იდეების გამოფენა კი სექტემბერში, დემო დღეზე მოხდება, რომელიც თბილისში გაიმართება. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ ჩართულობა საკმაოდ მაღალია, მით უმეტეს, ღონისძიება ზაფხულის პერიოდში ჩატარდა", — აღნიშნავს თეონა.
ინოვატორთა კლუბები — ქსელი, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებს გააერთიანებს
ის ახალგაზრდები კი, რომელთა იდეების წარდგენა დემო დღეზე შედგება, სხვა ახალგაზრდებსაც გაუზიარებენ ცოდნას და ამ მიზნით სტარტაპ ზაფხულის კიდევ ერთ წამოწყების — ინოვატორთა კლუბების ჩამოყალიბებაში მიიღებენ მონაწილეობას.
"ჩვენ გვინდა, რომ კლუბების დახმარებით ერთგვარი ქსელი შევქმნათ, რომელიც ინოვატორებს ერთმანეთთან დააკავშირებს და მათ იდეებზე მუშაობისა და რისკების აღების გამბედაობას მიანიჭებს. ისინი მენტორების დახმარებით კომპეტენციების განვითარებასა და პროტოტიპების შემუშავებას ისწავლიან, გვინდა, რომ გაიაზრონ — იდეა არაფერია, სანამ მასზე მუშაობას არ დაიწყებ. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ამ პროცესშიც აქტიურად ვიქნებით ჩართულები და მოსწავლეებს სტრუქტურის აწყობაში, აქტივობების დაგეგმვაში, საგანმანათლებლო მასალების მოძიებაში დავეხმარებით", — გვეუბნება სტარტაპ გარაჟის ხელმძღვანელი.
მენტორინგის სესიები, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეეძლო
ინოვატორთა კლუბები, რომელიც მთელი საქართველოს ახალგაზრდებს ახალი იდეების განხორციელების მიზნით გააერთიანებს, ალტე უნივერსიტეტის სტარტაპ ზაფხულის მხოლოდ ერთი კომპონენტია, ღონისძიებების ჩამონათვალში კი მრავალი სხვა აქტივობაც გვხვდება.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ბათუმში, ერას მოედანზე გამართული ტრენინგ სესიები იყო. 3 კვირის განმავლობაში ალტე უნივერსიტეტის სივრცე იყო მოწყობილი და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეეძლო მოსვლა და მენტორებთან საკუთარ იდეებზე, მათი განვითარების სურვილის, დაფინანსებისა და მხარდამჭერების მოზიდვის შესახებ გასაუბრება", — გვეუბნება თეონა სტარტაპ ზაფხულის ერთ-ერთ ღონისძიებაზე საუბრისას, რომელიც 27 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა.
ტრენინგ კურსები ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის
ზაფხულის პერიოდში ახალგაზრდებს სატრენინგო კურსში მონაწილეობის შესაძლებლობაც მიეცათ, რომელიც ალტე უნივერსიტეტმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად განახორციელა.
თეონა დალაქიშვილის თქმით, "კურსის ფარგლებში, ახალგაზრდებმა იდეების განვითარება, 3D მოდელირება, ტექნოლოგიური ხელსაწყოების გამოყენება ისწავლეს, ამის შემდეგ მათ მარათონში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ, რომლის დროსაც საკუთარი პროტოტიპის წარდგენა და გაყიდვა შეეძლოთ".
შეხვედრები სტარტაპერებთან და პოტენციურ დონორებთან
ტრენინგ პროგრამებისა და მენტორინგის გარდა, ალტე უნივერსიტეტმა ახალგაზრდებს სტარტაპერებთან, ასევე იმ ორგანიზაციებთან და დონორებთან შეხვედრის შესაძლებლობაც მისცა, რომლებიც, შესაძლოა, მომავალში მათ დამფინანსებლებად იქცნენ.
"ეს შეხვედრები წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ჩართულმა ახალგაზრდებმა საგრანტო კონკურსის ნახევარფინალში გადასვლაც კი შეძლეს, იდეების დახვეწაში კი, რა თქმა უნდა, ჩვენ დავეხმარეთ. მათ კი თავის მხრივ საკუთარი იდეების წარდგენის და დონორების დაინტერესების შესაძლებლობა მიეცათ", — აფასებს თეონა სტარტაპ ზაფხულის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს.
14 აგვისტოს სტარტაპ ზაფხულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ქეარ ინთერნეიშენალმა ჩაატარა. პროექტის ფარგლებში 50-მა ახალგაზრდამ სვანეთიდან ციფრულ იდეებზე იმუშავა და ამ პროცესის ღირსეულად წარმართვაშიც, რა თქმა უნდა, ალტე უნივერსიტეტი იყო ჩართული.
სტარტაპ ზაფხულის წარმატებით განხორციელებაში ჩართულები იყვნენ მენტორები და ტრენერები ინოვაციების ცენტრიდან, ალტე უნივერსიტეტის სტარტაპ გარაჟის მენტორები, ასევე ლექტორები. გარდა ამისა, საკმაოდ ბევრმა სტარტაპერმა ახალგაზრდებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა, პროცესში პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული. პროექტის ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტის პარტნიორი ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი იყო, პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა კი UNDP-ის გრანტისა და ალტე უნივერსიტეტის თანადაფინანსებით გახდა შესაძლებელი.
სტარტაპ ზაფხული დასრულდა, თუმცა ალტე უნივერსიტეტი ახალგაზრდა ინოვატორების მხარდაჭერას აგრძელებს და სტარტაპ გარაჟის გავლით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია პროცესში ჩართვა და იდეების წარდგენა.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები