sagzaokultura.ge — თეგეტა ჰოლდინგის ახალი კამპანიის ფარგლებში ვებგვერდი შეიქმნა
თეგეტა ჰოლდინგი საგზაო მოძრაობის კულტურაზე ზრუნვას განაგრძობს — ახალი კამპანიის ფარგლებში ვებგვერდის შექმნა სწორედ გრძელვადიანი გეგმის ნაწილია და მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის კულტურის საკითხებზე საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას.
სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილ ვებგვერდზე — sagzaokultura.ge-ზე მოქალაქეები საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას შეძლებენ, გაეცნობიან უკვე შექმნილ 20 საგზაო ნიშანს და კულტურული მართვის შესახებ საჭირო რეკომენდაციებს.
"კამპანიის დაწყებამდე საზოგადოებას ვკითხეთ, ყველაზე მეტად რა აწუხებდათ ქალაქში გადაადგილებისას. როგორც ვვარაუდობდით, ეს საკითხი ადამიანებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო და მწვავე აღმოჩნდა. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პლატფორმა, სადაც კამპანიის მნიშვნელოვანი აქტივობები მოიყრიდა თავს და ასევე საზოგადოებას მიეცემოდა შესაძლებლობა, ამ კამპანიას გამოხმაურებოდა.
თეგეტა, როგორც ავტოინდუსტრიის ლიდერი რეგიონში, მუდმივად ზრუნავს, რომ ეს სფერო ქვეყანაში ახალ საფეხურზე გადაიყვანოს. დროთა განმავლობაში კი, გვჯერა, ამ წესების დაცვა თითოეული მოქალაქისთვის ჩვევად და ყოველდღიურობად იქცევა და საგზაო მოძრაობის კულტურა გაუმჯობესდება", — განაცხადა მარიამ კარკალაიამ, თეგეტა ჰოლდინგის მარკეტინგის დირექტორმა.
საგზაო მოძრაობის კულტურის კამპანია ადამიანების ქცევის ცვლილებას ემსახურება. სწორედ ამიტომ მასზე მუშაობის დროს ჰოლდინგში გადაწყვიტეს, პროექტში აქტიურად ჩაერთოთ თავად საზოგადოების წევრები და აქცენტი მათთვის ყველაზე მტკივნეულ და რეალურ პრობლემებზე გაეკეთებინათ.
ვებგვერდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ახალი საგზაო ნიშნის დამატების შესაძლებლობაა. მომხმარებელს შეუძლია სპეციალურ ველში ჩაწეროს და გააგზავნოს საგზაო მოძრაობის მონაწილეების ის მანკიერი ჩვევები, რომლებიც უნდა, რომ კამპანიაში მოხვდეს. კამპანიის ფარგლებში იგეგმება დამატებით 10 საგზაო ნიშნის შექმნა, რომელთა თემატიკაც საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობით შეირჩევა.
sagzaokultura.ge-ზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეავსოს ტესტი და გაიგოს, რამდენად იცნობს საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ შექმნილ ახალ ნიშნებს. ვებგვერდზე განთავსებულია კამპანიის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლები, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საგზაო მოძრაობის კულტურის მნიშვნელობაზე საუბრობენ. კონტენტი მუდმივად განახლდება და გარკვეული პერიოდულობით საგზაო მოძრაობის კულტურასთან დაკავშირებული საინტერესო ბლოგებიც განთავსდება.
ვებგვერდის დიზაინზე, ისევე როგორც ალტერნატიული საგზაო ნიშნების შექმნაზე, ჰოლი მოტორსის დიზაინერების გუნდმა იმუშავა.
თეგეტა ჰოლდინგი, უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვის-ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 2 500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები