აქტივისტების თქმით, ბათუმის მერიამ მოითხოვა, უკრაინის მხარდამჭერ კონცერტზე ომი არ ეხსენებინათ — რა ხდება
ღონისძიების ორგანიზატორები როგორც საქართველოს, ასევე, უკრაინის მოქალაქეები არიან.
რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს, 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. სწორედ ამასთან დაკავშირებით აპირებენ მოქალაქეები ღონისძიების ჩატარებას.
- თუმცა, ბათუმის მერიამ ორგანიზებაში დახმარების სანაცვლოდ, მათ მოთხოვნები წამოუყენა.
რას ამბობენ ორგანიზატორები: კონცერტი ორი კვირის წინ დაგეგმეს, მერიისგან თანხმობა და ტექნიკური მხარდაჭერის პირობა, შემდეგ კი ულტიმატუმი მიიღეს — ომი, ოკუპაცია და რუსეთი არ ეხსენებინათ.
- ასევე, არ გაეშვათ ქართველი და უკრაინელი მებრძოლების ვიდეომიმართვა.
- "მიზეზი იყო ის, რომ არ უნდა გაგვეღიზიანებინა რუსი სტუმრები, რომლებიც ბათუმში არიან, რომ რამე პროვოკაცია არ ყოფილიყო", — ამბობენ აქტივისტები.
- მათივე თქმით, ზეწოლისა და ულტიმატუმების შემდეგ, ერთი დღით ადრე მერიამ კონცერტის გამართვაზე პირდაპირი უარი თქვა.
ვრცლად: ბათუმელებთან ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნიკა ქაშიბაძე ამბობს, რომ ღონისძიების მზადებისას პირველად ბათუმის კულტურის ცენტრს დაუკავშირდნენ, სადაც უთხრეს, რომ ომის თემატიკაზე არ ესაუბრათ.
- აღნიშნავს, რომ ეს პირობა მიუღებელი იყო, ამიტომ შეეცადნენ ისეთი ადამიანი მოეძებნათ, ვისთანაც საუბარს შეძლებდნენ და სოფო ხალვაში ურჩიეს რადგან ის "პროევროპული, საღად მოაზროვნე ადამიანი იყო".
- ამბობს, რომ რამდენიმე საათში მისგან პასუხი მიიღო, რომ ღონისძიების ჩატარების უფლება აქვთ, თუმცა ერთადერთი თხოვნაა, "ცოტა დოზირებულად" ისაუბრონ ომზე და "დეტალებში არ შევიდნენ".
- ქაშიბაძის თქმით, დასთანხმდნენ, გუშინ, 23 აგვისტოს კი ხალვაშმა წამოაყენა პირობა, რომ ამოეღოთ ვიდეოები, სადაც ქართველი და უკრაინელი მებრძოლების მილოცვა იყო.
- "ამაზე ვერ დავთანხმდებოდით. იძულებული გავხდით, ეს ამბავი გაგვესაჯაროებინა და გაეგო საზოგადოებას ბათუმის მერიის პოზიცია".
- მისი თქმით, ხალვაშთან ისიც განმარტა, რომ ღონისძიება პოლიტიკური შინაარსის არ არის.
უარის შემდეგ ორგანიზატორებმა სცენის აშენება საკუთარი სახსრებით გადაწყვიტეს. ცოტა ხნის წინ კი მათთან ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ და სცენის დემონტაჟი მოსთხოვეს.
- უწყების მტკიცებით, ღონისძიების შინაარსის მიუხედავად, "სცენის დადგმას ქალაქის ტერიტორიაზე ნებართვა სჭირდება".
- სამსახურმა ორგანიზატორებს სცენის აღება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დემონტაჟით იმუქრება.
რას ამბობს მერი: არჩილ ჩიქოვანმა ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნაციონალურ მოძრაობა და მისი "რადიკალური ტელევიზიები" პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულა.
- ამტკიცებდა, "თითქოსდა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის საფარქვეშ" მათ ისტერია მოაწყვეს.
- მისივე მტკიცებით, ღონისძიებაზე ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები იყო დაგეგმილი და ამის შესახებ მერიაში "ჰქონდათ ინფორმაცია".
- კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მერის მოადგილეს, სოფო ხალვაშს ღონისძიების შინაარსში ჩარევის უფლება, ჩიქოვანი ამბობს, რომ კულტურული ღონისძიებების ნაწილში ის უფლებამოსილია "კონკრეტული საორგანიზაციო საკითხები შეითანხმოს".
წინააღმდეგობის მიუხედავად, კონცერტის გამართვას ორგანიზატორები მაინც გეგმავენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ, ღონისძიებას შეუერთდნენ.
- ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LoudSpeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LoudSpeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები