Breaking Bad-ის შემქმნელი თვლის, რომ სკაილერს ხალხის სიძულვილი არ დაუმსახურებია
Breaking Bad სატელევიზიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია, რომელიც ქიმიის მასწავლებლის, უოლტერ უაითის ნარკოტიკების ბიზნესის უმნიშვნელოვანეს ფიგურად გარდაქმნის ისტორიას გვიყვება, მას შემდეგ, რაც გაიგებს, რომ კიბო აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სერიალი 2013 წელს დასრულდა, ის პოპულარულობას დღემდე არ კარგავს. როგორც ჩანს, სერიალის მაყურებელთა განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაც — უოლტერ უაითის ცოლის, სკაილერის პერსონაჟიც — უცვლელია.
მიუხედავად იმისა, რომ სერიალში უოლტერი არაერთ დანაშაულს ჩადის, მაყურებელთა დიდი ნაწილისთვის ყველაზე საძულველი პერსონაჟი სკაილერია. ფანების სიძულვილი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ისინი სკაილერის როლის შემსრულებელს, ანა განსაც გადასწვდნენ. ანა განი იძულებული გახდა, გამოცემა New York Times-ში 2013 წელს ოპ-ედიც, სახელად I Have A Character Issue გამოექვეყნებინა.
სკაილერის სიძულვილის შესახებ უკმაყოფილება არასდროს არ დაუმალავს სერიალის შექმნელს, ვინს გილიგანს, რომელიც მსგავს გამოხმაურებას არ ელოდა. მან სკაილერისა და ანა განის შესახებ ცოტა ხნის წინ The New Yorker-თან ინტერვიუშიც კი ისაუბრა.
"როცა სერიალი პირველად გადიოდა, სკაილერი ყველას სძულდა. ეს ანა განს ყოველთვის აწუხებდა. მე იმის თქმა შემიძლია, რომ ეს მეც მაწუხებდა, რადგან სკაილერის პერსონაჟს ეს არ დაუმსახურებია. რა თქმა უნდა, ანას არაფერი გაუკეთებია, რომ ეს დაემსახურებინა. მან თავისი როლი შესანიშნავად შეასრულა", — აღნიშნა ვინს გილიგანმა.
გილიგანის თქმით, ეს გარკვეულწილად იმის ბრალია, რომ ისტორიას უოლტერის თვალით ვუყურებთ, მაშინაც კი, როცა ის კადრში არ ჩანს. ამის მიუხედავად, სკაილერის პერსონაჟისადმი სიძულვილი მაინც უკვირს:
"გასსაც, მის მთავარ მტერსაც კი არ დაუმსახურებია ისეთი სიძულვილი, როგორიც სკაილერმა მიიღო. უცნაურია. ამაზე ამდენი წლის შემდეგაც კი ვფიქრობ", — თქვა ვინსმა.
გილიგანის თქმით, ამდენი წლის შემდეგ უოლტერის გავლენა თანდათანობით სუსტდება:
"რამდენიმე წლის შემდეგ ჯადოქრობა ძალას კარგავს. ერთი წუთით, ეს კაცი ასეთი მაგარი რატომ იყო? ის ზედმეტად ფარისეველი და ამპარტავანი იყო. მას კალიფორნიისხელა ეგო ჰქონდა და თავი მუდამ მსხვერპლად მოჰქონდა", — განაცხადა გილიგანმა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს Entertainment Weekly-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ანა განმა სკაილერისადმი დამოკიდებულების მიზეზად სექსიზმი დაასახელა.
"ეს სექსიზმის, გენდერული როლების შესახებ წარმოდგენებისა და, გულწრფელად რომ ვთქვა, შოუს შესანიშნავი კონცეფციის დამსახურებაა. ხალხმა უოლტში გმირი იპოვა და იმდენად უნდოდათ, რომ მასთან კავშირი ჰქონოდათ, რომ როცა მისი ანტაგონისტი და, შესაბამისად, გარკვეულწილად შოუს ანტაგონისტი დაინახეს, ჩათვალეს, რომ იგი [სკაილერი] ხელს უშლიდა, ის ეკეთებინა, რაც უნდოდა, რისი უფლებაც ჰქონდა", — განაცხადა მან.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები