სოსო გოგაშვილი

25 Aug. 2022, 14:30

ჩვენს მეგობარ უკრაინას, რომელიც ოკუპანტებთან ომს აწარმოებს, მინდა მივულოცო დამოუკიდებლობის დღე და მინდა ვუსურვო რაშისტებზე გამარჯვება. ეს ჩვენი ქართველების გამარჯვებაც იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ მეომრებს იმ თავგანწირვისა და გმირობისათვის, რასაც ისინი ავლენენ ფრონტის წინა ხაზზე. ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ბიჭებს ბოდიში მოვუხადო, რადგან მეც ვიყავი იმ სისტემის ნაწილი, რომელიც მათ და მათ ახლობლებს დევნიდა, ავიწროებდა, უთვალთვალებდა და იძულებულს ხდიდა ქვეყანა დაეტოვებინა მხოლოდ იმიტომ, რომ სოლიდარულები იყვნენ უკრაინის მიმართ და სურვილი ჰქონდათ ებრძოლათ რუსეთის სისტემის წინააღმდეგ. დევნა დღემდე გრძელდება, რაც ბიჭებმა კარგად იციან.

მიიღეთ პირადად ჩემგან ბოდიში იმ სამარცხვინო საქციელის გამო. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს დამთავრდეს. უფალი გფარავდეთ და გეწეოდეთ წმინდა გიორგის მადლი და ძალა, დიდება და გამარჯვება საქართველოსა და უკრაინას!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  4. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  5. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ