ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ქსელიდან მთლიანად გაითიშა

ფოტო: ENERGOATOM / FB
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ინფორმაციას ენერგოატომი ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უწყების ცნობით, დღეს ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია მისი უკანასკნელი, მეოთხე კავშირის ხაზის ორჯერ გათიშვა.
- ენერგოატომის თქმით, მანამდე დანარჩენი სამი საკომუნიკაციო ხაზი ოკუპანტების იერიშების შედეგად გაითიშა.
- განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქარხნის ისტორიაში ეს არის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პირველი სრული გამორთვა ელექტროქსელიდან.
დეტალები: დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსების მხრიდან დაბომბვის შემდეგ ელექტრომომარაგება შეუწყდა მელიტოპოლს, ხერსონს და ამ ოლქის ზოგიერთ დასახლებას.
- რუსული მხარე ელექტროსადგურის ქსელიდან გათიშვას უკრაინას აბრალებს და ამტკიცებს, რომ ხანძარი უკრაინელმა ჯარისკაცებმა გააჩინეს.
არქივიდან: ევროპაში ყველაზე დიდი ატომურ ელექტროსადგურს მარტის დასაწყისიდან ოკუპანტები აკონტროლებენ, თუმცა მას კვლავ უკრაინელი ტექნიკოსები მართავენ. ობიექტი არაერთხელ დაიბომბა, რაც საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის.
- ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი 22 აგვისტოსაც გაუხსნეს — თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები