ერევანში აქციის 27 მონაწილე დააკავეს
მას შემდეგ, რაც 31 ივლისს ერევანში შეიარაღებული თავდამსხმელები ხელისუფლებას ჩაბარდნენ, სომხეთის დედაქალაქში აქციები არ წყდება. გასულ ღამეს აქციაში მონაწილე 27 პირი საზოგადოებრივი წესრიგის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს. ინფორმაციას News.am ავრცელებს.
გარდა ამისა, სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგისიანის ბრძანებით, ეროვნული უშიშროების სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, გრანტ ეპისკოპოსიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ამასთან, ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ასევე გუშინ ღამით ოპოზიციური მოძრაობის - დამფუძნებელთა პარლამენტის ერთ-ერთ წევრს, არუტიონ აგლამაზიანს თავის საცხოვრებელ სახლთან სასტიკად სცემეს. როგორც დაშავებულის მამა მედიასთან ყვება, მისი შვილი სახლში მიდიოდა, როდესაც მას თავს დაესხნენ. მისი თქმით, ის ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ადგილობრივი ომბუდსმენი, ლარისა ალავერდიანი განმარტავს, რომ მხოლოდ ხელისუფლებას აქვს ბერკეტი სიტუაციის განსამუხტად, თუმცა ის ისე მოქმედებს, რომ მოსახლეობაში რადიკალური განწყობა იქმენბა და, როგორც ჩანს, არ აპირებს მოქალაქეებთან დიალოგზე წასვლას:
"გასულ ღამესაც ჰქონდა დაკავებებს ადგილი, მაგრამ რისთვის? თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მიზნის მისაღწევად ისევ ეცდებიან კანონის გვერდის ავლით მოქმედებას".
17 ივლისს ოპოზიციურმა მოძრაობის - დამფუძნებელთა პარლამენტის მხარდამჭერმა შეიარაღებულმა ჯგუფმა - სასნა ცრერმა ერევანში, ერებუნის გარეუბანში, პოლიციის შენობა დაიკავა და მძევლები აიყვანა. მათ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა: დამფუძნებელთა პარლამენტის ლიდერის, ჟირაირა სეფილიანის გათავისუფლება, ქვეყნის პრეზიდენტის, სერჟ სარგისიანის გადადგომა, არჩევნების დანიშვნა და ძალაუფლების ხალხისთვის გადაცემა.
აღნიშნული ჯგუფის მხარდასაჭერად ერევანში პერმანენტული აქციების ციკლი დაიწყო, რომელიც მას შემდეგაც არ წყდება, რაც 31 ივლისს ამბოხებულებმა ბოლო მძევლები გაათავისუფლეს, პოლიციას ჩაბარდნენ და განაცხადეს:
"მისი შესრულებულია, რადგან აჯანყებას დავუდეთ სათავე".
17 ივლისს დაწყებული ამბოხის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით მიმდინარეობს: მძევლების აყვანა, შენობის ან სატრანსორტო საშუალების უკანონოდ დაკავება, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. ცნობილია, რომ აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებს ადვოკატების 12 კაციანი ჯგუფი უფასოდ დაიცავს.
უფრო მეტი იხილეთ აქ:
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები