საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზზე Cashback-ის ახალ ნაკადს იწყებს
საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ბიზნესის მხარდაჭერის პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ბინზესების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ბანკი Cashback-ის პროგრამის ახალ ტალღას იწყებს. ეს იმას ნიშნავს რომ მიკრო, მცირე და საშუალო თუ დიდი ზომის ბიზნესებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ დაფინანსება ბიზნესის განვითარებისთვის და Cashback-ის სახით ანგარიშზე დაიბრუნონ მოთხოვნილი თანხის მაქსიმუმ 15%.
პროექტის მიზანია, ქართული ბიზნესისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, საქართველოში წარმოებული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება და ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტების დანერგვა.
პროგრამაში ჩართვა და შესაბამისად, Cash back-ით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგი მიზნობრიობით:
- ძირითადი საშუალებების შეძენა;
- საწარმოს მშენებლობა / გადაიარაღება,
- ენერგო კრედიტისთვის და ა.შ.
აღსაღნიშნავია, რომ მონაწილე კომპანიების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება "მწვანე ბიზნესს". მათ, რომლებიც დაფინანსებას მიმართავენ პროდუქტის წარმოებისას ნაკლები ელექტროენერგიის ხარჯვისკენ ან უკვე არსებული ენერგიით შეძლებენ აწარმოონ მეტი პროდუქტი. ასევე, იმ შემთხვევაში, თუკი ძველი დანადგარის ახლით ჩანაცვლებით ბიზნესი შეძლებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
ამ პროგრამის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ექსპერტთა მხარდაჭერა, რაც მოიცავს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაწეულ სრულყოფილ ტექნიკურ კონსულტაციებს. აღსაღნიშნავია, რომ Cashback-ის მიღების პარალელურად, შესაძლებელია ბიზნესმა ისარგებლოს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებით.
"მოხარული ვართ რომ ჩვენს ერთგულ პარტნიორთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ბიზნესების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის ახალ ეტაპს ვახორციელებთ რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტების დანერგვას და შედეგად, მაღალი ხარისხის პროდუქტებისა თუ მომსახურების შექმნას ქართულ კომპანიებში. პროექტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ბიზნესს შეუძლია მიიღოს დაფინანსება ინვესტირების განსახორციელებლად, შეიძინოს ახალი დანადგარები, მოაწყოს, გაარემონტოს ან ააშენოს საწარმო ან სასაწყობე შენობები, გააუმჯობესოს პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ. რაც მთავარია, Cashback-ის სახით უკან დაიბრუნოს პროგრამის ფარგლებში გაცემული თანხის 10%-15%. ვფიქრობთ, ეს მართლაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის, რათა გაძლიერდეს, გაზარდოს წარმოება, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში", — განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია რომ EU4Business-EBRD-ის საინვესტიციო ფინანსურ რესურსზე Cashback–ი გაიცემა ევროში. რაც შეეხება დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას, ის 50 000-ლარიდან 3 000 000 ევრომდე თანხას (ეკვ. ლარში / ევროში / აშშ დოლარში) შეადგენს. დაფინანსების ოდენობა არის ინდივიდუალური და განისაზღვრება ბიზნესის საჭიროებების მიხედვით.
დეტალური ინფორმაცია, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნესი, ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
კომენტარები