სალომე ზურაბიშვილი

1 Sep. 2022, 20:36

ნაბიჯები გადასადგმელი არის ძალიან ნათელი პრემიერისთვის, მთავრობისა და უმრავლესობისთვის. პირველ რიგში და ეს არის ისეთი აუცილებლობა, მეტი რომ არ შეიძლება. პირველ რიგში უნდა გაემიჯნოს პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც რაღაც წარმოუდგენელი ტექსტებითა და რიტორიკით გამოდიან.

არ შეიძლება, რომ ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ ამ პერსპექტივას და შემდგომ კანდიდატის სტატუსს და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ჩვენს ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორს, ხან ევროპის კომისიას და ხან ვაბრალებდეთ სხვადასხვა ევროპელებს თუ პარტნიორებს, რომ ვითომც იმათ უნდათ ჩვენი ჩართვა ომში და ეს არის მათი მიზანი.

ეს იყოს ნათქვამი ძალიან მკაფიოდ: არავის არ უნდა ჩვენი ომში ჩართვა და არც არავის სჭირდება ჩვენი ომში ჩართვა. ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, როგორიც მე მგონი, საბჭოთა პროპაგანდის მანქანის დასრულების შემდეგ, არავის სმენია. ცოტა მოვიდეთ გონზე, არ გვინდა ამ რაღაცების მოგონება. 

აქ არის საჭირო, რომ ყველა ეჭვები, რაც შეიქმნა ჩვენ მიმართ, რაღაც სანქციებზე არასწორი ნათქვამები, ეს ომის თემა, რომელიც ძალიან გაუგებარია ყველასთვის, ვინც გარედან გვიყურებს. ეს არის მომენტი, როცა ეს უნდა გაიფანტოს, ეს ტყუილები, ეს ეჭვები, ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს რეპუტაციაზე, ჩვენ მიმართ ნდობაზე უარყოფითად ახდენს გავლენას. ეს ერთია, რაც ევალება პრემიერს, როცა ჩავა ბრიუსელში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ოცნების" დეპუტატმა გრანტების კანონის მიღებამდე განაცხადა, რომ ლომჯარია და პატარაია გრანტებზე ნებართვას ვერ მიიღებენ5012 ნახვა
  2. TI: ცნობილია "ქართული ოცნების" 98 წარმომადგენლის ვინაობა, რომლებიც დასავლურმა სამყარომ დაასანქცირა3268 ნახვა
  3. კიმბერლი ლოუ წერს, რომ მსოფლიო მშვიდობის სამიტზე, რომელიც საქართველოში შემოდგომაზე ჩატარდება, ტრამპი, პუტინი და სი ძინპინია მოწვეული2289 ნახვა
  4. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა2154 ნახვა
  5. როგორი ამინდი იქნება 7 აპრილის ჩათვლით?1696 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ადამიანის ეს უცნობი პოპულაცია საჰარაში მაშინ ცხოვრობდა, როცა ის მწვანე იყო — კვლევა

ძველად საჰარა მწვანე და ტენიანი იყო, დღევანდელი უდაბნოსგან სრულიად განსხვავებული. ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~