ოპოზიციის ნაწილმა EU-ს რეკომენდაციების შესასრულებლად კანონპროექტი შეიმუშავა — რა ვიცით
ამასთან დაკავშირებით განცხადებას საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი ავრცელებს, რომელთა შორის არიან: სტრატეგია აღმაშენებელი, ნაციონალური მოძრაობა, ლელო, რესპუბლიკური პარტია, თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე და ნატო ჩხეიძე.
რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველო ერთადერთი აღოჩნდა ასოცირებულ ტრიოს შორის, ვინც კანდიდატის სტატუსის ნაცვლად რეკომენდაციები მიიღო, რომელთა შესრულების შემთხვევაში, კომისია სამომავლო სტატუსზე იმსჯელებს.
- რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი მთავარი დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია იყო, თუმცა ოპოზიცია და მმართველი გუნდი იმაზეც ვერ შეთანხმდნენ, ვინ არის ოლიგარქი და როგორ უნდა იმუშაონ რეკომენდაციებზე.
განცხადებაში ოპოზიცია სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ თავიდანვე დააყენა 3 კონკრეტული დათქმა, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას.
- მაგალითებად კი იმას ასახელებენ, რომ მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად არ აღიარებს და ამ სტატუსს მედიის დამფუძნებლებს ანიჭებს.
- მეორე დათქმა ისაა, რომ ხელისუფლება არც სასამართლო კლანის არსებობას და სისტემის პრობლემებს აღიარებს.
- ხოლო მესამე შარლ მიშელის რეკომენდაციების უგულებელყოფა და ისიც, რომ დეპოლარიზაციად მედიისა და ოპოზიციის გაჩუმება მიაჩნიათ.
დეტალები: ხელმომწერები განიხილავენ ქართული ოცნების ბოლოდროინდელ ქმედებებს და განცხადებებს — ელჩების და პარტნიორების კრიტიკას, პროპაგანდას მეორე ფროტნის გახსნაზე, სამუშო ჯგუფში ISFED-ის ჩართვაზე უარის თქმას და რიგგარეშე სესიისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს.
- მათი თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ მოუწიათ, ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად სამუშაო პროცესის დაწყება საჭირო ინიციატივების მოსამზადებლად.
- ამბობენ, რომ ზაფხულში არასამთავრობო სექტორის ჩართულობით მოამზადეს რეკომენდაციების შესრულებისთვის საჭირო სათანადო გადაწყვეტები და საკანონმდებლო ინიციატივები თორმეტივე მიმართულებით.
- მათივე შეფასებით, ინიციატივების დიდი ნაწილი თანხვედრაშია არასამთავრობო სექტორის ხედვებთან და შეესაბამება ევროკომისიის, ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და დასკვნებს.
დაგეგმილია ფინალური შეხვედრები დეოლიგარქიზაციის, სასამართლო, საარჩევნო და მედია საკითხების მიმართულებით.
- მომდევნო კვირაში, საბოლოო შეჯერების შემდეგ, ოპოზიცია დოკუმენტს გაასაჯაროებს;
- სექტემბრის ბოლომდე კი შესაბამის კანონპროექტებს დააინიცირებენ.
პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი 12 რეკომენდაციის შესრულებაში საკუთარი დღის წესრიგის შემოტანას ცდილობს.
- მისი თქმით, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ აწყობს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
კომენტარები