უკრაინულ პორტალზე ივანიშვილისა და 11 ქართველის სანქცირებას ითხოვენ — რა გავიგეთ
სიაში არიან ქართული ოცნების დამფუძნებელთან დაახლოებული პირები, მისი ოჯახის წევრები, ყოფილი მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სანქციებთან მიმართებაში ბიძინა ივანიშვილის სახელი არაერთხელ გაჟღერდა, თუმცა არცერთ ქვეყანას ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადაუდგამს.
- ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის უკრაინის ხელისუფლებიდან და ევროპარლამენტიდან, ამის აუცილებლობაზე საუბრობდნენ.
- ამ პლატფორმაზე ივანიშვილის და სხვების სახელების გამოჩენამ, შექმნა მოლოდინი, რომ, შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ და ბევრი უპასუხო კითხვაც გააჩინა.
რა ვიცით პლატფორმაზე: აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ამჯერად გამოქვეყნდა არა უკვე სანქცირებულთა, არამედ იმ პირთა სია, ვისთვის დაწესებასაც ითხოვენ.
- ვებგვერდს ომი და სანქციები ქვია — ის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგანტოს მხარდაჭერითაა შექმნილი.
- დახასიათებიდან ვიგებთ, რომ ეს არის პორტალი, სადაც შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ ადამიანი ან კომპანია, რომელიც, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად იმსახურებს სანქციებს და მოუწოდოთ პასუხისმგებელ პირებს, რომ ისინი შესაბამის სიაში შეიყვანონ.
- ასევე, განმარტავენ, რომ ის შექმნილია, რათა უკრიანის პარტნიორებსა და მოკავშირეებს სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდონ სამიზნეების მოსაძებნად.
- კანდიდატების შეყვანა შეუძლია ყველას — მითითებულ მეილზე უნდა გაგზავნო იმ პირის ან კომპანიის ინფორმაცია, ვისი სანქცირებაც გსურს, მას განიხილავენ და საფუძველის არსებობის შემთხვევაში, გაუგზავნიან პასუხისმგებელ პირებს.
ვინ მოხვდა სიაში: ბიძინა ერთადერთი ივანიშვილი არ არის, ვის გვარსაც ამ პლატფორმაზე ნახავთ. აქვე წერია მისი ძმაზე, ალექსანდრ ივანიშვილზე.
- გარდა ამისა, ქართული ოცნების დამფუძნებლის ნათესავები უჩა და ტატე მამაცაშვილები, ქეთევან ხარაიძე და მათი პარტნიორი გიორგი კაპანაძე;
- ასევე, თავად ივანიშვილის პარტნიორი, ირაკლი რუხაძე;
- აქვე ნახავთ ცნობილ ბიზნესმენებს, დავით ხიდაშელს, ლევან ვასაძეს, ვანო ჩხარტიშვილს;
- და ყოფილ მაღალჩინოსნებს, ოთარ ფარცხალაძეს, სულხან პაპაშვილს.
რატომ ითხოვენ მათ სანქცირებას: პლატფორმაზე ყველა პირის შესახებ მოკლე დახასიათებაა წერია, სადაც სიაში შეყვანის აუცილებლობაა განმარტებული.
- მაგალითად, ჰომოფობი და მოძალადე ჯგუფების ლიდერი, წარსულში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, ლევან ვასაძე აღწერილია, როგორც პუტინის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ახლო მოკავშირე;
- ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ოლიგარქიული მმართველობის და ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცების ერთ-ერთ მონაწილედაა დახასიათებული;
- დავით ხიდაშელი კი ივანიშვილის პარტნიორად და ბიზნესმენად, რომლის კომპანიების შემოსავალი აძლიერებს რუსეთის ბიუჯეტს.
რას წერენ ივანიშვილზე: მის დახასიათებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს არაფორმალური მმართველია და ახლო კავშირები აქვს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან.
- ნათქვამია, რომ ეხმარებოდა რუს ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს საქნციებზე თავის არიდებაში;
- ასევე, ბიზნესინტერესები აქვს სანქტ-პეტერბურგის სანქცირებულ გუბერნატორსა და მოსკოვის დუმის დეპუტატთან.
ვინ რა თქვა საქართველოში: რა თქმა უნდა, მმართველმა გუნდმა ეს "აბსურდულად" შეაფასა.
- ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამაში ახალი არაფერია, რადგან უკრაინის ხელისუფლების კონკრეტულმა წარმომადგენლებმა აქამდეც გააკეთეს განცხადებები.
- დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, ეს საერთაშორისო, დიდი ავტორიტეტით მოსარგებლე პლატფორმაა და სანქცირებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას დასავლელი პარტნიორები ამით ხელმძღვანელობენ.
- ლელოს წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, კი ეს არის პირველი ხელშესახები ნიშანი იმისა, რაზეც დიდი ხანია ლაპარაკობენ.
- სიაში მყოფი დავით ხიდაშელი ამ მოთხოვნას "პროვოკაციებსა და აფერისტობებს" უწოდებს.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები