რა ვიცით რუსულ დოკუმენტზე, რომელშიც საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვაზეა საუბარი
ვლადიმერ პუტინის დამტკიცებულ დოკუმენტს საზღვარგარეთ რუსეთის ფედერაციის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია ჰქვია და კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებს ეხება, თუმცა აქვე ნახსენებია, რომ ჰუმანიტარული პოლიტიკა მათი საგარეო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: "რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესების დაცვა" კრემლის ერთ-ერთი ყველაზე განმეორებადი არგუმენტია, რომლითაც სხვა ქვეყნებზე თავდასხმის და აგრესიული ქმედებების გამართლებას ცდილობს.
- წლების განმავლობაში რუსულენოვანი მოსახლეობის და დიასპორის გასაძლიერებლად და პროპაგანდის გასავრცელებლად კრემლმა არაერთი ორგანიზაცია დააფუძნა, მათ შორის საქართველოშიც.
- ახლა ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაციაში მოხვედრილი რუსეთის ლიდერი ისევ ცდილობს, კულტურა, სპორტი და რუსული ენა იარაღად გამოიყენოს.
დეტალები: ეს კონცეფციაც კრემლის ნარატივითაა სავსე — განხილულია რუსული კულტურის უნიკალურობა და მისი მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე.
- ნათქვამია, რომ სოციალურ-ჰუმანიტარული პოტენციალი აქტიურად გამოიყენება საერთაშორისო ურთიერთობებში, პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში და კულტურა, სპორტი, მეცნიერება და ტურიზმი მიმართულია ურთიერთობების გამყარებაზე.
- მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის მის გამოყენებას არ უარყოფენ, ამავე დოკუმენტში რუსეთი მოითხოვს, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში პოლიტიკურმა სიტუაციამ არ უნდა მოახდინოს გავლენა ჰუმანიტარული სფეროს განვითარებაზე.
- აქვე საუბარია "სლავურ ქვეყნებთან" ურთიერთობის განვითარებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობაზე, რადგან მათ "საერთო კულტურულ-ისტორიული ტრადიციები" აქვთ.
- ასევე, საზღვარგარეთ რუსული დიასპორის გააქტიურებაზე, რომელმაც რუსული კულტურის, სპორტის პოპულარიზაციას უნდა შეუწყოს ხელი და უცხოეთში შექმნას "ობიექტური წარმოდგენა თანამედროვე რუსეთის ისტორიაზე".
რა წერია საქართველოზე: ნახსენებია, რომ პრიორიტეტული მიზანია ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდების პოლიტიკის, სპორტის და ტურიზმის მიმართულებით პოსტსაბჭოთა სივრცეში.
- ამ ჩამონათვალშია დსთ-ის ქვეყნები და საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებადაა მოხსენიებული.
- აქვე წერია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, მოლდოვასა და საქართველოსთან ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების განვითარებისას საჭიროა გაითვალისწინონ ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა.
- დაკონკრეტებული არ არის, დააკვირდება თუ არა რუსეთი რაიმე ფორმით ამ უფლებების დაცვის საკითხს.
სტრიქონებს შორის: დებულებები, რომელიც ამ დოკუმენტშია მოცემული, პუტინს დიდი ხნის წინ აქვს შემუშავებული — 2007 წელს მან ხელი მოაწერა რუსული სამყაროს ფონდის შექმნას, რომლის მიზნად ქვეყნის "ნაციონალური ღირსების", რუსული ენის პოპულარიზაცია დაასახელა.
- გარდა ამისა, ფონდმა უნდა გაავრცელოს "ობიექტური" ინფორმაცია თანამედროვე რუსეთზე და ამის საფუძველზე შექმნას რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი საზოგადოებრივი აზრი.
- ფონდი რუსული სამყაროს ნაწილად არა მხოლოდ რუსებს, არამედ ყველა იმ ადამიანს ხედავს, ვინც რუსულ ენაზე საუბრობს, დაინტერესებულია რუსეთით და "ადარდებს" ამ ქვეყნის მომავალი.
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
კომენტარები