8 მსახიობი, რომელთა უცნობი ნიჭიც მათ პერსონაჟებს მიეწერა
მსოფლიო კინო და სერიალების ინდუსტრიაში ყოველწლიურად უამრავი ახალი სახე ჩნდება, რომელიც სფეროში თავის დამკვიდრებას თავისი ნიჭით ცდილობს. თუმცა, ზოგჯერ სამსახიობო ოსტატობა არ კმარა, რომ ქასთინგ მენეჯერს თავი მოაწონო, მაყურებელს კი — თავი დაამახსოვრო. ამდენად, ცნობილი მსახიობები კიდევ ბევრ უცნობ ნიჭსა და უნარს ფლობენ, რომლებიც არცთუ იშვიათად მათი შესასრულებელი პერსონაჟების მახასიათებლად იქცევა ხოლმე.
1. ჯოზეფ ქვინი
Stranger Things-ის ერთ-ერთ სცენაში ჯოზეფ ქვინის პერსონაჟი მეტალიკას ცნობილ სიმღერას ასრულებს, რისთვისაც მსახიობის ნიჭი ხელსაყრელი გამოდგა; ქვინმა გიტარაზე დაკვრა ბავშვობაში ისწავლა. მისი თქმით, სცენარის წაკითხვის შემდეგ მაღაზიაში წავიდა, გიტარა იყიდა და სიმღერის დაკვრის სწავლა დაიწყო. თუმცა, ახლო კადრით გადაღებული სცენებისთვის უფრო გამოცდილი გიტარისტის დახმარება გახდა საჭირო, ამიტომ პროდიუსერებმა მუსიკოსი ეიდენ ფიშერი მოიწვიეს.
2. სტივ კარელი
The Office-ის სერიაში, სადაც მაიკლის დაბადების დღეს ზეიმობენ, ამ დღის აღსანიშნავად ყველა საციგურაო მოედანზე მიდის. როგორც მოგვიანებით სერიალში მონაწილე ერთ-ერთმა მსახიობმა, ჯენა ფიშერმა, გაამხილა, სცენარისტებმა ეს სცენა საგანგებოდ დაგეგმეს, რათა მაიკლ სკოტის შემსრულებელი სტივ კარელის ნიჭი ეჩვენებინათ.
როგორც ჩანს, სტივი ბავშვობაში ჰოკეის თამაშობდა და ეროვნულ ლიგაში მოხვედრაზეც კი ოცნებობდა. სცენარისტებს კი ყოველთვის სურდათ, ხელსაყრელი შემთხვევა მისცემოდათ, რომ მსახიობის უნარები გამოევლინათ.
3. მეთიუ გრეი გუბლერი
Criminal Minds-ში მაყურებლების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟი სპენსერია, რომელიც "ჯადოქრობს" კიდეც. საქმე ისაა, რომ სპენსერის შემსრულებელი მეთიუ გრეი გუბლერი ფოკუსებში ადრეული ასაკიდანვე დაოსტატდა. მსახიობი, რომელიც ლას-ვეგასში გაიზარდა, იხსენებს, რომ ბავშვობაში ილუზიონისტობასაც კი გეგმავდა.
"თუმცა, მერე რეჟისურის ჯადოქრობა აღმოვაჩინე და საკუთარ სულელურ ფილმებში თამაში მომეწონა", — ამატებს გუბლერი.
4. კრის კოლფერი
კრის კოლფერი, რომელმაც Glee-ში კურტი განასახიერა, პირდაპირ ამბობს, რომ "ნინძაა". საქმე ისაა, რომ მსახიობს ბავშვობაში ძალიან უყვარდა ფენტეზი სერიალი Xena: Warrior Princess. ასე გადაწყვიტა, თავისი პირველი ხელფასით, სულ რაღაც $20-ით, ხმლები ეყიდა. როგორც ჩანს, კოლფერი ხმლის ხმარებაში ისე დაოსტატდა, რომ ეს ნიჭი სერიალის შემქმნელებმა მის პერსონაჟსაც არგუნეს.
5. არდენ ჩო
Teen Wolf-ში მსახიობმა არდენ ჩომ კირა განასახიერა და ამაში თავისი მრავალმხრივი ნიჭიც დაეხმარა. ჩო შავი ქამარს ფლობს და ბავშვობაში ნასწავლი საბრძოლო ხელოვნება დიდად წაადგა, როცა საქმე კირას ბრძოლის სცენების გადაღებაზე მიდგა. სხვათა შორის, მსახიობის მამა საბრძოლო ხელოვნების დიდოსტატიც კი ყოფილა და სხვადასხვა ილეთის ვარჯიში წლების განმავლობაში არდენის ცხოვრების ნაწილი იყო.
6. ლიზა კუდროუ
Friends-ში ფიბის როლის შემსრულებელი ლიზა კუდროუ, რომლის ქმარიც საფრანგეთიდანაა, თურმე თავისუფლად საუბრობს ფრანგულად; ეს კი მოგვიანებით ფიბისაც გამოადგა, როცა ჯოის ამ ენას ასწავლიდა.
თუმცა, მეტ ლებლანკისთვის, რომელმაც ჯოი განასახიერა, ფიბის გაკვეთილები დიდად საჭირო არ ყოფილა, რადგან თავადაც გადასარევად ფლობს ფრანგულს.
7. ჯენელ პერიში
თინეიჯერულ სერიალში Pretty Little Liars ერთ-ერთი პერსონაჟი, მონა, რამდენიმე სცენაში მღერის. თუმცა, პერსონაჟის შემსრულებელ ჯენელ პერიშს სხვისი ნამღერისთვის პირის აყოლება არ დასჭირვებია, რადგან თავადვეა გატაცებული მუსიკით. ეგ კი არა, ბროდვეიზე რამდენიმე ცნობილი როლიც განასახიერა, სადაც სიმღერა თვითონ შეასრულა.
8. ჯოდი კომერი
Killing Eve-ში ვილანელის პერსონაჟი რამდენიმე აქცენტით საუბრობს: ამერიკულით, რუსულით, შოტლანდიურითა და ავსტრალიურით. გმირის შემსრულებელი მსახიობი ჯოდი კომერი, რომელიც ლივერპულიდანაა, თურმე ბავშვობაში მამასთან ერთად ხშირად ცდილობდა, სხვადასხვა ხმისთვის მიებაძა და განსხვავებული აქცენტებიც მოერგო. კომერი აღნიშნავს, რომ როცა თავისი აქცენტით საუბრობს, პერსონაჟის საკუთარი თავისგან გამიჯვნა უჭირს.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები